წაიკითხეთ ყველამ !!!

Day 3,264, 01:40 Published in Georgia Netherlands by Wilhelm Fink.

გამარჯობა ჩემო ქართველებო.


რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო, პირველ რიგში 5 ნოემბერს ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებზე გასვლას, ყველას იმედი მაქვს რომ ჯერ მხარს დამიჭერთ და შემდეგ გვერდში დამიდგებით რომ ჩამკვდარი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ და ის პატარა ძალა რაც დავრჩით სწორედ გამოვიყენოთ.


ამჟამად პირველი რაც მინდა გავაკეთო ესაა ახალი საერთო ჩათი, ახალი აქაუნთი მაქვს ამიტომ ყველა არ მყავხართ მეგობრებში, თქვენივე პრიორიტეტია მოხვდეთ ამ ჩათში, რათა გაიგოთ სიახლეები რაც მოხდება ქვეაყანაში, ამისათვის საჭიროა დატოვოთ უბრალოდ კომენტარი, თუ მეგობრებში არ მყავხართ, დაგამატებთ და ჩათის სიაშიც შეგიყვანთ.



მეორე თემა, ისევ და ისევ მუ არის, მესმის ადრე მიმიწრია ბევრისთვის, მოდით გავაკეთოთ საერთო მუ თქო, თუმცა უარს ვიღებდი რადგან ეშინოდა ბევრს პარტიული აგიტაციები არ დაწყებულიყო, ახლა არამგონია ეს სანერვიულო იყოს, ის კი არა ერთ პარტიაშიც რომ გავერთიანდეთ არ იქნება პრობლემა, პაკებიანი მოთამაშეები 2-3 დარჩა ქვეყანაში, ზოგადად აქტიური მოთამაშეები რომლებიც ყოველდღე შემოდიან რომ გავწელოთ შეიძლება ვთქვათ 20, ნუ გააუქმებთ მუ-ს, თუ აქტიური მოთამაშე ხართ, მეორე აქაუნთი გექნებათ ან თუ არ გაქვთ გააკეთეთ და გადაიტანეთ მუ იმ აქაუნთზე, თქვენ კი გადმოდით ეროვნულ მუ-ში, მე ჩემი მხრიდან შევეცდები ყოველდღე მოგამარაგოთ საკვებით და იარაღით, თქვენ მომწერეთ და აუცილებლად რითიც შემეძლება დაგეხმარებით.


მესამე საკითხია იტალიელები, რამდენიმე იტალიელი გადმოვა ჩვენთან ქვეყანაში, სიძლიერით შეიძლება არ ბრწყინავენ თუმცა ჩვენი მოკავშირეები არიან, 2-3 დღის წინ ყველა მათგანი მთავრობაში იყო და ეკავათ ისეთი პოზიციები როგორებიცაა პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, თუმცა ეს ყველაფერი არაა, საქართველოს უკანასკნელ ბრძოლაში პირადად მე გადმომირიცხეს საკმაოდ დიდი თანხა რათა კო დაგვედო ბრძოლაში.


ამ მომენტისთვის სულ ეს იყო, ველოდები კომენტარებს რომ გავაკეთო საერთო ჩათი 🙂


აბა წარმატებები.