მეგობრობა, როგორც ასეთი...

Day 3,160, 09:36 Published in Georgia Spain by VuXman


გამარჯობა. დღეს მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი ჩვენი მეგობარი თურქების მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ საქართველოში მცხოვრები თურქები გაწევრიანებულები არიან ,,ერთიან ქართულ მოძრაობაში". მათ ჩვენი ნდობა მოიპოვეს და გავიდნენ კონგრესის არჩევნებზე და მოხვდნენ კონგრესშიც. დღეს კი რაც მათ გააკეთეს სრულიად მიუღებელია. მათ პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოინდომეს თავიანთი თურქი ძმის გაყვანა და გადაწყვიტეს პარტიაში მოეწყოთ ე.წ ,,პტო", რაც მათ გამოუვიდათ. პარტიის 66 წევრიდან მხოლოდ, 49 წევრი დარჩა რაც სავალალო მდგომარეობაა. ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გაამკაცროს მოქალაქეობის დამტკიცება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. განსაკუთრებით თურქებზე და აუცილებლად უნდა გააქტიურდეს წინა მთავრობის პერიოდში შექმნილი ,,მიგრაციის დეპარტამენტი". მეგობრებო დღეს ჩვენი ვალია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და მოვახდინოთ სიტუაციის დეესკალაცია. ახლა რა თქმა უნდა გამოვა ზოგიერთი ადამიანი და იტყვის რომ, არ უნდა შემოგეყვანათ თურქებიო, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის.ხვალ შეიძლება შენი ჯერიც დადგეს!!!

დღეს ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი პარტიის ლიდერს მოუვიდა ასეთი მცირედი შეტყობინება:


ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს მისწერეს თურქებმა, თუ ის მათ ხმას მისცემდა, თურქები აუცილებლად გადაუხდიდნენ მათ 2 გოლდს. შეიძლება ის ასეც მოიქცა, მაგრამ ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით:



ახლა კი განახებთ ,,ერთიანი ქართული მოძრაობის" წევრი თურქების ჩამონათვალს:








სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მათ ასევე წილად ხვდათ 9 კაციანი კონგრესიდან 4 კონგრესის წარმომადგენელი და პარტიის კონგრესმენები ქართველებზე და თურქებზე 4-5-ზე გადანაწილდა:




მოკლედ და გასაგებად რამე უნდა მოვიფიქროთ. ხვალ შეიძლება შენი ჯერიც დადგეს!!!