[CP] ცხადდება მობილიზაცია !!!

Day 3,229, 01:26 Published in Georgia Australia by NO.ONE.
მოგესალმებით ყველას,

მოგეხსენებათ სულ რაღაც 2 დღის წინ რუმინეთთან ნაპი გაფორმდა და 2 რეგიონი დაგვიბრუნდა, სიტვაცია დაიძაბა ემსოფლიოში და დაიწყო ორი დიდი ალიანსის ფართომაშტაბიანი ომი რის შედეგადაც გამოტანილია ას–ები და ნე–ები 🙂 ამიტომ ესაქართველომ მიიღო რთული გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის არ მიატოვა მეგობარი–მოკავშირე და ჩავერთეთ სამხედრო მოქმედებებში სადაც ბოლომდე დავიხარჯებით, ასევე ჩემო თანამოქალეებო ეს ომი გარდაუვალი იყო!

ჩვენ არაერთი ომი გამოგვივლია ერთად, იყო როგორც კარგი პერიოდი ასევე ცუდი პერიოდი არაერთხელ წავუშლივართ, მაგრამ მოგეხსენებათ როგორი ხალხიც ვართ ჩვენი არჩეული გზიდან არასდროს ვუხვევთ, სხვებისგან განსხვავებით ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, არასდროს ვეგუებით სხვის დაქვემდებარების (ოკუპაციის) ქვეშ ყოფნას!

ეს სამხედრო კამპანია რამოდენიმე პიროვნების გადაწყვეტილება არ იყო, როდესაც უკვე ცნობილი იყო თუ რა მოხდებოდა ემსოფლიოში დავიწყეთ ექართველებში იმის კითხვა თუ რა სურდათ და ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვასუსტეს, ხალხი დავკარგეთ, მაგრამ არა მებრძოლი სული! მიხარია რომ ესეთ დროს ესაქართველოს პრეზიდენტი ვარ და მაქ პატივი თქვენთან ერთად შევარდე ბრძოლის ველზე და დავიხარჯო 100%ით!

მოგობრებო ვისაც ზედმეტი თანხა გაქვთ მე გადმომირიცხეთ ან ჩვენ მოფას – ვეტელს, მხოლოდ ომისთვის დაიხარჯება თანხა, ასევე ყველას უმორჩილესად გთხოვთ 00:00ზე ყველა იყავით დისკოარდის ჩატში სავსე ენერგიით, დაელოდეთ ბრძანებებს და მხოლოდ ბრძანებიდან გამომდინარე ვიბრძვით!

უფალი იყოს საქართველოს და ქართველი ერის მფარველი, დიდება საქართველოს, ბოლომდე ვიბრძოლებთ ყოველთვის, ფარით ან ფარზე !!!

პატივისცემით თქვენი მონა–მორჩილი CP of eGeorgia: Georgian Shield (პავლიკა)!