სავარჯიშო ომები საქართველოში და პოლიტიკური მიმოხილვა.

Day 5,790, 16:21 Published in Georgia Georgia by Sasha Blouse

მოგესალმებით მოქალაქეებო და მივესალმები სრულიად საქართველოს მოსახლებოას !
დღევანდელ სტატიაში მინდა მიმოვიხილო სავარჯიშო ომები და ჩვენ ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან.

როგორც უკვე მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ალიანს DWARF-ის წევრი და ასევე ალიანსის თანადამფუძნებელი კვიპროსთან ერთად.
სხვა წევრები კი არიან: მონტენეგრო, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი.


სულ რამოდენიმე თვის წინ DWARF-მა დიდი ბრძოლები გადაიტანა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ერთ ერთ უდიდეს ალიანს ASTERIA-სთან ხელშეუხებლობის პაქტი დაიდო.
პაქტს მარტივი წესები ქონდა DWARF-ი არ დაუჭერდა ASTERIA-ს მთავარ მტერს CODE-ს მხარს ბრძოლაში და ჩვენი ალიანსი იქნებოდა მშვიდობიანად.
მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ჩვენი ალიანსის წევრი მონტენეგრო ამას არ დაეთანხმა და მან კვლავ განაგრძო ომი სერბეთთან. სამწუხაროდ მონტენეგრო დამარცხდა და მთლიანად განიცადა ოკუპაცია მაგრამ სულ რამოდენიმე დღის წინ DWARF-ის ძალებმა მათ შორის საქართველომ ძალიან დიდი ომი აწარმოა სერბებთან და ალიანსის დახმარების წყალობით მონტენეგრო კვლავ თავისუფალია.
ეს ჩვენთვის არის უდიდეს გამარჯვება და ყველას ვულოცავ ამ დიდებულ ტრიუმფს.

დახმარების სანაცვლოდ მონტენეგრომ თავის მიწაზე გადმოქვცა რეგიონი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ.
ამ რეგიონის წყალობით ჩვენი სავარჯიშო ომების რაოდენობა გაიზარდა.

რაც შეეხება სავარჯიშო ომებს:
სავარჯიშო ომები საქართველოში ძალიან საჭიროა რადგან მოვიპოვოთ მედლები პროტექტორის ლეველი ოქრო და რათქმაუნდა რანკი.

ჩვენ საუდის არაბეთს ჩრდილოეთ კორეას და კვიპროსს დავუტმეთ ჩვენი მიწა რადგან გვეწარმოებინა სავარჯიშო ომები ერთმანეთთან, რაც ყველა მხარისთვის მომგებიანია. ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ პროტექტორის ლეველი (ARMORY) ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის.
მონტენეგრომ კი დაგვითმო მისი მიწა როგორც უკვე ავღნიშნეთ რის გამოც ძალიან დიდ მადლბოას ვუხდით მათ.

სავარჯიშო ომების წესები ძალიან ძალიან მარტივია.
პირველ 5 წუთში თქვენ როდესაც იბრძოლებთ თქვენი ქვეყნისთვის თქვენ გაქვთ პრიორიტეტი და არავინ არ წააგართმევთ თქვენ მედალს. 5 წუთიდან 30 წუთამდე კი თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მედალი ალიანსის მხარესაც. მაგალთად საჰაერო ბრძოლაში თუ გეყოფათ დიმეიჯი რომ ორივე მხარეს 30კ 30კ დიმეიჯი ისროლოთ დაზოგავთ ერთ ბენზინს და მოიპოვებთ ორ მედალს 20 ოქროს.

ყველაზე მთავარი წესი კი ის არის რომ ყველა რაუნდი აუცილებლად უნდა მოიგოს იმ ქვეყანამ რომელიც იცავს მის ტერიტორიას ! ! ! ! ! !
ანუ მაგალითად
ჩვენ ვუტევთ კვიპროსს კვიპროსი კი იცავს.
აუცილებლად დიმეიჯი ისე უნდა იყოს გადანაწილებული რომ კვიპროსის მხარემ ყველა რაუნდი მოიგოს ! ! ! ! ეს არის აუცილებელ იწესი და გთხოვთ დააკვირდეთ.