O Sancta Simplicitas

Day 3,349, 01:37 Published in Georgia Argentina by M i r M i

მოგესალმებით ძმანო და დანო, მოკლედ იმათ, ვინც დარჩით 🙂

გუშინ ფრიად უსიამოვნო საუბარი გაიმართა და მინდა ამ სიტუაციაში სიცხადე შევიტანო.

https://www.erepublik.com/en?viewPost=19623249
ლინკზე მიყოლით შეგიძლიათ გაეცნოთ საუბრის შინაარსს.

ზარმაცებისთვის დავაკოპირებ.

ვინაიდან შიდა და გარე საქმეებში დიდად არ ვარ ჩართული, გუშინ შევნიშნე რა ფაციფუცი მივხვდი რაღაც ცუდი მოხდა და უბრალოდ კითხვა დავსვი:


R.P.McMurphy wrote 10 hours ago
რა გამომრჩა? რა გააფუჭეთ?

რაზეც ამხანაგი გიზვარდის პასუხი მივიღე:

K1boRg: იმაზე დიდი არაფერი ვიდრე თქვენ 😁

ნუ, რასაკვირველია დამაინტერესა თუ რაზე იყო საუბარი და შევყევით:

K1boRgიმაზე დიდი არაფერი ვიდრე თქვენ 😁


R.P.McMurphy: მაინც? და მე როდის და რა გავაფუჭე?

K1boRg: ეს ტიპი გასულია არ იძლევა დიქტატურას უკან და ხვალ რევოლუციას დავიწყებ,რადა რუბერი რო ჩადგით აფხაზეთში


R.P.McMurphy: ეგ გაფუჭებაა? ეგ იყო შანსი ვყოფილიყავით ნორმალური ქვეყანა. არ გრცხვენია ამას რო ამბობ?! ახია შენზე. ქვეყნის რეპუტაცია ხო გაიგდე ყლის ქვეშ, ისეთი ტიპიც ვერ გიპოვია ვინც სანდო იყო.


K1boRg: ხო შედეგიც სახეზეა როგორ ნორრმალურადაც ვართ..აბა ქვეყანა?სადარი ქვეყანა აღარარი აღაარ ისეთ ღრმა ტრაკში ჩაგვტოვეთ რო რავი არვიცი რა უნდა მოხდეს რო აქედან ამოვძვრეთ...

R.P.McMurphy: უნამუსო ენაგატლეკილი ხარ. ტოჟე მნე ქვეყანაზე მზრუნავი 😁))) წადი ქვეყანა გაყიდე იქნებ პაკები იყიდო. ბლიად.


ნუ, დანარჩენი შეგიძლიათ ლინკზე ნახოთ, მეზარება კოპირება.

კიდე რომელი თვლით რომ ,,ჩვენ ქვეყანა დავღუპეთ" გამოდით, უნდა დაგთვალოთ.

გადავავლოთ თვალი ისტორიას:

როდესაც რესურსების ომი დაიწყო, ჩვენ შეგვეძლო 1. გავსულიყავით სულ სხვა ,,ლეველზე" ვიდრე მანამდე ვიყავით და ქვეყანა წინ წაგვეწია, რისკის ფასად. 2. დავრჩენილიყავით ისევ მაჩანჩალა და უტრაკო ქვეყნად.

ყველანი ვინც ვიყავით ხელისუფლებაში და არა მარტო ჩვენ, ალბათ მოსახლეობის 95% მაინც მხარს პირველ ვარიანტს უჭერდა.

ავირჩიეთ რომ უნდა მოგვეპოვებინა სახლის რესურსი და დავიწყეთ ამისთვის ბრძოლა.
ისევე როგორც ხელისუფლებაში მყოფი ტიპები, ასევე ამხანაგი გიზვარდიც, რომელიც დღეს ლოზუნგებით გამოდის და თავისი ჩაჯმულის გადაფარვას იმით ცდილობს, რომ მე და სხვებს რაღაცეები დამაბრალოს (ჩემდა გასაკვირად) ვმონაწილეობდით რესურსების ომში, ღამეებს ვათენებდით და დავდეთ სასურველი შედეგი. მოვიპოვეთ სახლის რესურსი.

ამ სახლის რესურსს დაცვა სჭრდებოდა. ქართველების გარდა ამ თამაშში სხვა ქვეყანა შლეგივით არ გარბის სხვის დასახმარებლად და მარტო ლამაზი თვალების გამო არავინ დაგეხმარება, ამიტომ გვჭირდებოდა უსაფრთხოების გარანტია.

აფხაზეთში რუბერის ჩადგმა იყო ასეთი გეგმა.

კერძოდ, გვერდით გვყავდა თურქეთი, რომელიც თუ საჭირო იყო დაარტყამდა პოტენციურ მტერს.
მაგრამ ასევე გვჭირდებოდა გვერდით სხვა მეორე ძლიერი ქვეყანა რომელიც ასევე დაარტყამდა პოტენციურ მტერს.

იმ პერიოდში, ჩვენი ყველაზე ძლიერი მოკავშირე იყო ხორვატია.
ამიტომ, აფხაზეთში ჩავდგით რუბერი, რომ ეს მიეღო ხორვატიას და ის ყოფილიყო ჩვენი დაცვის გარანტია.

როდესაც ჩვენ ვიღებდით ამ რესურსებს, მე თქვენ გაფრთხილებდით და სტატიებსაც ვწერდი ამაზე, რომ 1. საჭირო იყო რესურსების მოპოვება და 2. მოპოვებაზე უფრო რთული და საჭირო იყო ამ რესურსების შენარჩუნება.

https://www.erepublik.com/en/article/1-1-2599363/1/20

აი ეს და მსგავსი სტატიები, მართლა ბევრი იყო რა.
რუმინეთის პირველი დარტყმა წარმატებით მოვიგერიეთ, მეორე დარტყმას ვერ გავუძელით და აგვიღეს, პარალელურად ხორვატია სერბებმა წაშალეს.

რუმინეთი იმ ეტაპზე არ იყო ასეთი ძლიერი.
ქვეყანას რესურსებიდან შემოსული ფული აძლიერებს.
ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით აჯანყებების ქვეშ გვყოლოდა და მოსვენება არ მიგვეცა, 3 თვიანი ზავი დადო მაშინდელმა ხელისუფლებამ და საშუალება მისცა ფულით გამოეძეძგა ჯიბეები.

ნუ ეს სხვა თემაა. ისიც სხვა თემაა, რომ რესურსების დაგროვების ნაცვლად რამდენიმე სულელური აირსტრაიკი მოეწყო ამ 3 თვის განმავლობაში და რაც გვქონდა ისევ განიავდა. ისიც სხვა თემაა პირველივე წარუმატებლობისთანავე ძალიან ბევრმა ფეხი რომ დაკრა და თამაშიდან გაიქცა.

ამ სტატიის მთავარი რა არის: იყო თუ არა შეცდომა რომ სახლის რესურსებზე გავიქაჩეთ?
არ იყო. ახლაც იგივეს გავაკეთებდი.
ჩვენ გვქონდა შანსი და ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა.
და მე ვთვლი რომ სახლის რესურსების ჩადგმით სწორი გზა ავირჩიეთ.

იყო თუ არა შეცდომა აფხაზეთში რუბერის ჩადგმა?
არ იყო. იმიტომ რომ ეს იყო თავდაცვის ერთ-ერთი ზღუდე.

თუ ვინმე ისეთი დებილია და თვლის რომ რუმინეთს რუბერის გარეშე ფეხზე ვეკიდეთ და სახლებზე არ წამოიწევდა, რომელიც ასევე არ ჰქონდა ძალიან ცდება, მაგრამ იყოს ასეთი დებილი, ეს ჩემი პრობლემა არაა.

მაშინ, ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ რომ საუკეთესო შედეგი დაგვედო.

ამიტომ, ეს ბრალდებები უბრალოდ უნამუსობაა.

ამხანაგ გიზვარდის შეეშალა როდესა გაყიდა დიქტატორის მედალი, მე მაშინვე მივწერე რომ ის არ ფიქრობდა ქვეყნის რეპუტაციაზე. ამხანაგმა გიზვარდიმ დამამშვიდა, რომ თურმე პაკები უყიდია იმ ფულით მოსახლეობისთვის.

საინტერესოა რამდენ პაკს გაწვდა 900 ათასი, 3? თუ მაქსიმუმ 4? და ეს პაკები რომ დანარჩენი 2-ის გარდა უსარგებლოა? რამდენი კაცი დაკმაყოფილდა? რა მოვიგეთ?

არც არაფერი, უბრალოდ საქართველოს წარმოჩინდა ისეთ ქვეყნად, როგორიც სომხეთია, ან რამე სხვა ყლე ქვეყანა, რომლის ხელისუფლებას იმდენად ყლეზე ჰკიდია ქვეყნის პოლიტიკა, რომ ამ ხელისუფლებას ყიდის.

როგორც აღმოჩნდა ისეთი ტიპისთვის მიგიყიდიათ ეგ მედალი, რომლის გასაგდებად იმ 900 ათასზე მეტი უნდა დაიხარჯოს ისევ, ან ვიღაცას უნდა ეღრიტინოთ რომ ამაში ფული ჩადოს.

სიმართლე გითხრათ არც ამაზე ვაპირებდი სტატიების წერას, შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის გიზვარდისაც, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია, მაგრამ ძალიან ვიწრო ხედვა, თუმცა მისმა ასეთმა უპასუხისმგებლო თავდასხმამ ძალიან გამაბრაზა.

ტიპმა მოჯვა და ნაცვლად იმისა რომ ეთქვა აქ შეცდომით მოვჯვიო, არაუშავს გამოვასწორებო აქეთ დამადანაშაულა სუნის დაყენებაში.

რატომ, რისთვის, მართლა ვერ მივხვდი, მარა პოხუი.


არის ახლა ქვეყანა ტრაკში?
კი, არის.

რატომ?
იმიტომ ნამდვილად არა, რომ რესურსების ომის დროს წინსვლა გადავწყვიტეთ.

უფრო იმიტომ რომ დროზე ადრე ჩავიჯვით, დავნებდით და ყველაფერი არ გავაკეთეთ რომ თავისუფლება მიგვეღო. თორე რუმინეთებზე უარესები მოგვიშორებია, იყო დრო.



https://www.erepublik.com/en/military/military-unit/5082/overview
ვინც მუს გარეშე დარჩით აქაც შეგიძლიათ დროებით გადმობარგება
გახსნილია


პ.ს. მარტო დიქტატორის მოშოირება არ იქნება საკმარისი.
https://www.erepublik.com/en/country/Georgia/citizenship/applications/approved/43
ფინელების შემოტევაა, არჩევნებისთვის კარგად მოემზადეთ 😉