მოქალაქის განცხადება

Day 3,229, 01:53 Published in Georgia Argentina by M i r M i

მოგესალმებით მეგობრებო.

იმ პირობებში როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელ ნაბიჯებს დგამს მეც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით ჩემს აზრს.

2-3 თვეა საქართველო წაშლილი იყო. ამ 2-3 თვის განმავლობაში ალიანსის არც ერთ წევრ ქვეყანას არ უცდია ერთი აირსტრაიკი მაინც გაეკეთებინა და საქართველოს დხმარებოდა.
არ უცდია თუნდაც ერთი კარგი აჯანყების ორგანიზებაში დახმარებოდა ხელისუფლებას.
ყველანი დაკავებული იყვნენ უმეტესად სავარჯიშო ომებით.
ეს ხდებოდა იმ ფონზე, რომ ალიანსის ყველა ქვეყნის მოვალეობა იყო, ნებისმიერ ალიანსის წევრ ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში საპასუხო რეაქცია მოეხდინათ და ოკუპანტებისთვის ღირსეული პასუხი გაეცათ.

მე არ მაქვს ილუზია, რომ ან მათი აირსტრაიკი იქნებოდა შედეგიანი, ან მათი კარგად ორგანიზებული აჯანყება გაგვათავისუფლებდა, მაგრამ, ცდას რა უდგა წინ?! არც არაფერი.

არავინ არაფერი არ სცადა!!!

აი ამან, ამ უმოქმედობამ საბოლოოდ ეს ხელისუფლება მიიყვანა იქამდე რომ რუმინეთთან ნაპი დაიდო. ძალიან ცუდი ნაპი. ჩემთვის პირადად უმჯობესია ვიცოდე რომ მტერს ძალით ვყავარ დაპყრობილი და მქონდეს იმედი, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ვიბრძოლებ გათავისუფლებისთვის, ვიდრე ნებით ჩავუგორდე საწოლში და მივიღო ფაქტობრივად არაფერი.

ის 2 რეგიონი და 50 ათასი არაფერია. + ეგეც კი დამადლებულია. და 3 თვის განმავლობაში ქვეყანას წართვა შანსი ისევ რამე ორგანიზებული შეტევა გააკეთოს ციგნების წინააღმდეგ.

მე არ ვეთანხმები ამ ნაპს, მაგრამ ეს ჩემი აზრია, შეიზლება მცდარიც და ამ მხრივ ღრმა კრიტიკას არ ვაპირებ. იყო დრო რომ მე ვცდილობდი ქვეყნის გათავისუფლებას, ჩემმა გზამ არ გაამართლა, იქნებ ამან გაამართლოს, ვნახოთ.

ჩემი სტატია სხვა რამეს ეხება, ამ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებში, საქართველომ, რომელიც რეალურად ობოლი ბავშვივითაა მიტოვებული ამხელა მონსტრის წინააღმდეგ რა უნდა ქნას?! გამოიყენოს ეს 3 თვე მაქსიმალურად, რესურსების დასაგროვებლად და გასათავისუფლებლად.

რას აკეთებს ამის ნაცვლად ქვეყანა? ქუდზე კაცი გამოყავს, უკანასკნელ კაპიკებს კრიბავს რომ ისევ სხვის ომში დააკლას თავი, როცა წინ ამხელა ომი აქვს - თავისი, და როცა ამ თავის ომებში ალიანსი არ დახმარებია და დიდად არც დაეხმარება. (იმ ლოგიკით რომ მაგ დედაჩატყნულებისთვის ღამეები მაქვს ნათევი, მეც და ბევრსაც და საბოლოოდ აი რა შედეგი მივიღეთ, როგორი დახმარება მივიღეთ)

ამიტომ მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ხელისუფლების სულელურ ნაბიჯს, ნუ დახარჯავთ უკანასკნელ კაპიკებს ამ კამპანიაში. იომეთ გამოზომილად და დაიმახსოვრეთ ამ თამაშის მთავარი წესი, ის წესი რომელიც 2 წლიანი გამოცდილების შედეგია, თუ საკუთარ თავს შენვე არ მიხედავს, სხვებს პა ბალშომუ სულ ფეხებშუა ჰკიდიხარ. სამწუხაროდ ასეა. და ჩვენი თავდადება, ხშირად არ ფასდება მათი თავდადებით.