როგორ ვმართოთ მუ

Day 3,157, 02:34 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.

დავიწყე აღქმული სტატიების წერა.

სტატიაში გამოყენებული ტერმინების განმარტება:

1. მუ (MU) - მილიტარი იუნიტი (military unit) - ანუ თქვენი სამხედრო ქვედანაყოფი.

2. კო (CO) - კომბატ ორდერი (Combat order) - ომის დროს ბრძოლაში დადებული გარკვეული თანხა, რომელსაც შენკენ მებრძოლი დაქირავებული მებრზოლები ითვისებენ, დემიჯის სანაცვლოდ.

3. დემიჯი (ზოგიერთი ვერსიით დიმეიჯი damage) - მტრისთვის მიყენებული დარტყმები/ზიანი.

4. დო (DO) დეილი ორდერი (daily order) - დღის ბრძანება, რომლის შესრულების შემდეგ (25 მტრის მოკვლა) თქვენ იღებთ 1 ენერჯი ბარს და ბაზუკას ნაწილებს.

მაშ ასე.
მუებს და მათ ჩართულობას ბრძოლის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო კარგადაა ორგანიზებული მუ და საჭირო დროს საჭირო ქმედებებს ახორციელებს, უფრო პროდუქტიულია მის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები და ხშირად ბრძოლის ბედიც ამით წყდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუებს გამოცდილი და კარგი მეთაურები ჰყავდეთ, რომლებიც ბრძოლის დროს სწრაფ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
მე არ მაქვს პრეტენზია ჰანიბალობაზე ან ნაპოლეონობაზე, მაგრამ იმ გამოცდილებას გაგიზიარებთ რაც მაქვს.


მუს სტრუქტურა



პირველ რიგში, ესაა თქვენი მილიტარი იუნიტის გვერდი.


მუს სახელის და ლოგოს შეცვლა მხოლოდ მუს მეთაურს შეუძლია.

მუს ბიუჯეტი ის თანხაა, რომელიც წევრებს შეაქვთ მუში და რომელიც კოს დასადებად გამოიყენება. კოს დადება მხოლოდ მუს მეთაურს შეუძლია.

დო რაც არის უკვე წერია ზემოთ. დოს შეცვლა შეუძლიათ როგორც მილიტარი იუნიტის მეთაურებს, ასევე მის თანაშემწეებს, მეორე მეთაურებს და მუს კაპიტნებს.



მუ-ს ასევე აქვს მუ-ში ხალხის შემოსვლის ფუნქციის კონტროლი (შეგიძლიათ ჩაკეტოთ და ხალხი მოიწვიოთ, ეგიძლიათ გააღოთ, შეგიძლიათ გარკვეული რანკის მქონე ხალხისთვის გააღოთ მხოლოდ)

და ბრძოლის პრიორიტეტების ავტომატურად არჩევის ფუნქცია.
როდესაც გაქვთ დაყენებული ავტომატურად ბრძოლის პრიორიტეტები, თუ თქვენ არ შეცვლით დო-ს ხელოვნურად, ავტომატური დო დაყენდება. თქვენ შეგიძლიათ პრიორიტეტად დააყენოთ როგორც რომელიმე ქვეყნისთვის ბრძოლა, ასევე რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ ბრძოლა.

როდესაც შედიხართ მუ-ს წევრების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მოთამაშის სტატუსი აქედან:

დააჭერთ ,,manage"-ს და შედიხართ შემდეგ გვერდზე


აქ ამჯერად არაა კაპიტნის დანიშვნის ფუნქცია, ვინაიდან დანაყოფში კაპიტანი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაინიშნოს თუ დანაყოფში წევრთა ოდენობა 20-ზე მეტია.

როგორც ზემოთ ჩანს მუ-ს ასევე აქვს ხალხის მუ-ში მოწვევის ფუნქცია. იწვევთ მეგობრებს, ან თუ ის ადამიანი ვიი მოწვევაც გინდათ მეგობრებში არ გყავთ აიდით უნდა მოიწვიოთ. იუზერის აიდი რომ ნახოთ შედით მის პროფილში და ლინკის ბოლოს რომ ციფრები წერია ესაა მისი აიდი. ეს ციფრები უნდა ჩააკოპიროთ.

კომბატ ორდერი



კომბატ ორდერის დაყენებისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ქვეყანა მხოლოდ რომლისთვისად დაყენდება კო, თუ არ აირჩევთ ავტომატურად ყველა ქვეყნის მოსახლეობისთვის იქნება კო მიწვდომადი. ასევე ცალკე შეიძლება აირჩიოთ 1 მუ, და მხოლოდ იმ მუ-ს წევრებისთვის დაიდება კო.
როდესაც აირჩევთ ყველა კომპონენტს, აწვებით ღილაკს ,,წევიდააა" ( 😃) და კო დადებულია. დადებული კოები შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორ ,,იჭმება", რამდენი დარჩა კო-ს ბიუჯეტში ფული და ა.შ.

ერთი პრაქტიკული რჩევა, სიჩქარეში შეიძლება აგერიოთ მებრძოლი მხარე რომლისთვისაც კო-ს დებთ, ამიტომ თუ თქვენს დივიზიონში დებთ კო-ს აუცილებლად შეამოწმეთ სწორ მხარეს დაიდო თუ არა, ხოლო თუ სხვა დივიზიონებში დებთ იმ დივიზიონის ხალხს თხოვეთ შემოწმება.

კოს მართვა

აქ მხოლოდ პრაქტიკული რჩევებია, ჩემი გამოცდილებიდან და შეიძლება არც გამოგადგეთ, მაინც იცოდეთ.
როდის დავდოთ კო?
მე პირადად ვარჩევ კო ბრძოლის დასაწყისიდანვე დავდო, მაგრამ ყველაზე უფრო პრაქტიკული 30 წუთის მერე დადებაა, როდესაც ვისაც სასროლი აქვს ისვრის და ვინც დაქირავებულია უკვე კო-სთვის შემოვა.

რამდენი უნდ იყოს კო?
გააჩნია სიტუაციას.
თუ მოწინააღმდეგეც კო-თი მოგყვება და დარწმუნებული ხარ რომ ფული მასზე მეტი გაქვს, მაშინ შენი კო ყოველთვის მეტი უნდა იყოს მოწინააღმდეგის კო-ზე. თუ იცი რომ მოწინააღმდეგეს შემზე მეტი ფული აქვს, სცადეთ დადოთ მასზე მეტი კო, მაგრამ თუ ის შეცვლის და გაზრდის, ნუ გაეკიდებით, თორემ დაიწვებით. მოწინაარმდეგის კო-ზე დაბალი კო-ც მოქმედებს ხოლმე და იზიდავს ხალხს.

თუ ბევრი ფული გაქვს რასაკვირველია დიდ კოს დებ (როგორც კოლინი აკეთებს ხოლმე) და ხშირად მტრის ჯარისკაცებიც კი შენკენ ისვრიან, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა.

როგორ ვაკონტროლოთ კო?

როდესაც გაქვთ დადებული კო აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ბრძოლის ველი, თუ ხედავთ რომ თქვენს კო-ს შედეგი არ მოაქვს, მაშინ ან უნდა გაზარდოთ ან უნდა აიღოთ, იმიტომ რომ ფულს ტყუილად ყრით. თუ კედელი თქვენკენაა გადმოწეული, მაგრამ მტერი ნელ-ნელა ექაჩება, საჭიროა დროულად შეცვალოთ კო, თორემ კედელი გადმოიწევა და მერე უფროპ მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევთ უკან გადასაწევად.

რამდენიმე კო
ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს არა მხოლოდ რთი, არამედ რამდენიმე კო დადებული. პირველ რიგში, როდესაც ერთ-ერთი იწურება, ან გინდა შეცვალო, კედლის დაჭერაში სხვისი კო გეხმარება, მეორეც რაც უფრო მეტი კო დევს, ეს უფრო მიმზიდველი ჩანს დაქირავებული მებრძოლისთვის. როდესაც თამაშობთ რამდენიმე კო-ს დადების ტაქტიკით, რაც უფრო დაბალ პროცენტზე გაქვთ დადებული კო, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დადებული თანხა და პირიქით.

მაგალითად: 51%-მდე 25 ლარი, 52%-მდე 20 ლარი, 60 %-მდე 10 ლარი და ა.შ.

ტაქტიკური კო

ბრძოლის დროს შეიძლება ტაქტიკური კოების გამოყენება, მცირე ბიუჯეტით მაგრამ სასარგებლო ეფექტის მისაღებად.

მაგალითად, დევს 25 ლარიანი კო და კედელი ,,მოფამფალებულია" შენ დებ 50 ლარიან კოს, მცირე ბიუჯეტით და იღებ მოკლე დროში (სანამ ბიუჯეტი გათავდება) დიდ დემიჯს შენს მხარეზე და მოფამფალებული კედლის გამაგრებას.

თესლი კო

ასეთი კო შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ როცა ფული ბლომად გაქვთ და გინდათ ერთი ქვეყანა მეორეს გადაკიდოთ.
ასეთ შემთხვევაში დებთ მაღალ კოს, მხოლოდ 1 ქვეყნის მებრძოლებისთვის, რომლებიც როგორც წესი არ იბრძვიან შენს მტერთან, მაგრამ ამ კო-ს დახამდებიან. საბოლოოდ მივიღებთ მინიმუმ იმას რომ მათ ურთიერთობაში თუნდაც მცირე, მაგრამ ბზარი მაინც ჩნდება 😁))

საშუალოდ კოს ოდენობა დივიზიონების მიხედვით შემდეგია:

დ1 - 80-100 საშუალო კო.
დ2 - 70-80 - სასუალო კო.
დ3 - 50-70 საშუალო კო.
დ4 - 15-20 საშუალო კო.

ამაზე მეტი დიდ კოდ ითვლება წესით, ამაზე ნაკლები პატარა კოდ.

და როგორ დავდოთ კო, საჭირო მომენტში რა უნდა ვქნათ, ეს პრაქტიკაში ისწავლება, თქვენი გამოცდილებით და შეფასებებით, ამიტომ ამას ვერავინ გასწავლით თუ თქვენ თვითონ არ დაამხეცეთ.

გუდ ლაქები.