ეძღვნება მიშას :))

Day 3,156, 10:15 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.

სტატიის დაწერას დღეს ისედაც ვაპირებდი, მაგრამ მიშამ ისე დაიბდღვნა რომ ეს სტატია მინდა მას მივუძღვნა.

რუმინეთი


სულ რამდენიმე საათში ბოლო რეგიონს დავკარგავთ და სრულიად წავიშლებით.
პირდაპირი ბრძოლა რუმინეთთან როგორც ვნახეთ ხორვატიასაც კი არ შეუძლია, ამიტომ ასე უბრძოლველად დავთმეთ ყველაფერი და ვეცდებით სხვა ტაქტიკით ამოვადინოთ მტერს ცხვირში ძმრად ყველაფერი. ყორებს ნუ ჩამოყრით, რუმინეთი პირველი არ არის ვინც ჩვენს მიწაზე ფეხის მოკიდებას ცდილობს, არც უკანასკნელი იქნება. ასევე რუმინეთი არ იქნება პირველი ვისაც ჩვენი მიწიდან გავაბუნძულებთ და ასევე არც უკანასკნელი იქნება. მე კატეგორიულად უარზე ვარ დავდოთ რაიმე შეთანხმება რუმინეთთან და ვეღრიტინოთ იცი რა, აი ეს რეგიონი შენი იყოს და აი ეს დამიტოვე მეთქი. მით უმეტეს ასეთი პოსტების შემდეგ.
Cipriannnnn wrote 4 minutes ago
as we said GEORGIA ROMANIAN LAND
#neverforget
grats georgia for your win against evil cro 😉 we are here to save our land

ბოლომდე ძმრად უნდა ვადინოთ ცხვირში ყველაფერი, რაც კი დაუშავებიათ. და ამის დროც მოვა, მე ვერ დაგპირდებით, რომ ეს დღეს და ხვალ იქნება, მაგრამ მალე დაიწყება ანტიასტერიული მოძრაობები, იქნება ეს ჩვენს მიწაზე თუ ხორვატიის მიწაზე.

მპპ უნგრეთთან

რამდენიმე დღის წინ მპპს კანონი გავუშვი უნგრეთთან, რომელიც უნგრეთის კონგრესმა ჩააგდო. ამან კითხვები გააჩინა, რატომ ვუშვებდით თუ აგდებდნენო, უნგრეთი ხო ისედაც პროასტერიული ქვეყანააო და ა.შ.

აგიხსნით.

როდესაც ამ საკითხზე უნგრეთის პრეზიდენტთან საუბარი ვცადე სრული იგნორი მივიღე. ასევე როგორც მე მაქვს ინფორმაცია ჩვენი მოფა დაეკონტაქტა მათ მოფას და პირდაპირი უარი მიიღო. ამ ფონზე მე მაინც გავუშვი მპპ მათთან, შემდეგი ლოგიკით:

1. როცა წაშლილი ხარ პა ბალშომუ არავის ჭირდები და მერე მპპს მოპოვება უფრო რთულია.
2. უნგრეთი და რუმინეთი ერთმანეთის მტრები არიან, და შუაში სერბეთი რომ არ იდგეს კარგა ხანია დაჭამდნენ ერთმანეთს. თუ გადახედავთ უნგრეთის კანონებს მინიმუმ თვეში ერთხელ აცხადებენ მტრად რუმინეთს, უბრალოდ ეს კანონი ვარდება.
3. რახან მათ არ აქვთ საშუალება პირდაპირ ეომონ ერთმანეთს, ვიფიქრე რომ გამოიყენებდნენ შანსს, ჩერეზ ჩვენით ეომათ მტერთან.
4. მიმაჩნდა, რომ იქნებ კონგრესი არაა ისეთი, როგორიც აღმასრულებელი ხელისუფლება მეთქი.

9 კაცი დაეთანხმა ამ მპპს, 22-მა უარი თქვა. როგორც ჩანს უნგრეთი ჯერ კიდევ არაა მზად სერბეთის ჩრდილიდან გამოძვრეს და ის გააკეთოს, რისი სურვილიც აქვს.

ენივეი, თუნდაც 1% შანსის არსებობის დროს, ეს შანსი უნდა გამოიყენო, მით უმეტეს როდესაც რუმინეთი გაზის კუდთან, ამიტომ მე უნდა მეცადა, იქნებ და ეს კანონი გამძვრალიყო.

ეს იყო და ეს.

კონგრესი და მპპ-ები

ძალიან გთხოვთ თუ მპპ კანონი ჩვენი შეთავაზებული არაა, ანუ ჩვენ არ ვართ ინიციატორები პანტა-პუნტით ნუ დაეთანხმებით, იკითხეთ სანამ დაავოუთებთ. ხელისუფლებას აქვს გეგმები, რომელიც შეიძლება ჩაიშალოს იმიტომ რომ ,,ნა ურა" აძლევთ ხმას.

ლატვიასთან მპპ საერთოდ არ ყოფილა ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებული და როცა პანიკა ავტეხე უკვე გვიანი იყო, 20 დადებითი ხმა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა წინა ხელისუფლებასთან შეუთანხმებიათ და ახლა დამახვედრეს ეს სიურპრიზი. დიდი ალბათობით ამ მპპზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ელემენტალური პატივისცემის ამბავია საქმის კურსში ჩააყენო ქვეყნის ხელისუფლება სანამ ამ კანონს გამოუშვებ. ამაზე არც ლატვიის ხელისუფლებამ იზრუნა, და არც იმ ზოგიერთმა ქართველმა ვისაც ეს ინფო ჰქონდა.

ანალოგიური მოხდა კვიპროსთან, მიუხედავად იმისა რომ ადრიატიკის ქვეყნები გავაფრთხილე, სინდიკატს უნდა დავუახლოვდეთ და თუ მათთან სავარჯიშო ომები გაქვთ თქვენთან მპპ-ები უნდა ჩავაგდო მეთქი (იმიტომ რომ თუ ჩვენ კვიპროსთან და საბერძნეთთან ერთდროულად დავდებთ მპპ-ს და მათ ომი აქვთ, ერთ-ერთი მპპ გაწყდება) კვიპროსმა შეუთანხმებლად გამოუშვა მპპ. ამ კანონს 11 დადებითი ხმა ჰქონდა ჩვენი მხრიდან და რომ გასულიყო საბერძნეთთან მპპ-ს ვერ დავდებდით, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია.

ამიტომ, გთხოვთ, გააკეთეთ თქვენი პარტიის ჩათ რუმები და ნებისმიერ კანონს ისე მიეცით ხმა, რომ მოითათბიროთ ერთმანეთში და თუ საგარეო ურთიერთობებს ეხება საკითხი, დაინტერესდეთ და ხელისუფლებას ჰკითხოთ, გვინდა ეს კანონი თუ არა.

სტრაიკები

მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მცდელობისა სტრაიკები ისევ დუნედ და აქტიურობის გარეშე მიმდინარეობს, რაც ძალიან ცუდია.

ძალიან გთხოვთ, ყველამ მიიღოთ მონაწილეობა სტრაიკებში.
დეტალებს თავდაცვის მინისტრის გაზეთში წაიკითხავთ.

ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ სავარჯიშო დარტყმებში, ყოველდღიურად მიეცემა საკვები და იარაღი. ხოლო თუ იმ შემთხვევაში 1 კვირის განმავლობაში არც ერთ დღეს არ ჩააგდებთ, 1000 ლარს მე პირადად გადაგიხდით და თავდაცვის მინისტრს ვთხოვ შეადგინოს დამსწრეების სტატისტიკა.

ეკონომიკა
მას მერე რაც დაპყრობილი ვართ ეკონომიკა რასაკვირველია ტრაკისკენ წავიდა. ბიუჯეტიდან ამას წინათ გატანილი 60 ათასი არ დახარჯულა და ეკონომიკის მინიტრი ამ ფულს აბრუნებს (ოქროს ყიდულობს, ყიდის და ხზ რას აკეთებს) რომ მეტი მოგება მივიღოთ. ფული ისევ ბანკშია.

რუმინეთთან ემბარგოს გამო გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ საჭმლის და იარაღის ქარხნების პატრონებს, მაგრამ მუშაობა კვლავ შეგიძლიათ ამ ქარხნების, უბრალოდ ვინმე უნდა დაასაქმოთ ქარხანაში.

საერთო მუ

ამ მუში აქტიურად მიდის მუშაობა, თავდაცვის მინისტრს და განათლების მინისტრს აქვთ თავიანთი დავალებები და კეთილსინდისიერად ასრულებენ. მკვდარი მოქალაქეებისგან გაიწმინდა იუნიტი, კადეტების ცალკე გადაჯგუფება უნდა მომხდარიყო და იმედია ასეცაა (ამისთვის არ მიმიდევნებია თვალი) და მაქიმალურად ვცდილობთ იუნიტმა პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოს.


არსებითად მგონი სულ ეს იყო.
კიდევ შევხვდებით, მალე, თორე მიშა ტყავს გამაძრობს 😁)))