პრეზიდენტის მიმართვა

Day 3,152, 00:28 Published in Georgia Argentina by M i r M i

მოგესალმებით კეთილო ხალხო.

ჩვენი გუნდი უკვე შეუდგა მუშაობას, ახალი მინისტრებიც დავნიშნე და მოკლედ ან ვრცლად მოგახსენებთ იმ გეგმებზე თუ რას ვაპირებთ.

http://www.erepublik.com/en/country/politics/Georgia

ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო მოცემულ ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტროებია და ამით დავიწყებ.

თავდაცვის მინისტრი თქვენთვის უკვე ცნობილი, ყოფილი განათლების მინისტრი The wolf of Georgia იქნება.
თავდაცვის მინისტრს ჩაბარდება ჩვენი საერთო მილიტარი იუნიტი.
მას ეყოლება ორი აქტიური მოადგილე, და ასევე აქტიური კაპიტნები ყოველ რეჯიმენტში.
იმ ფონზე რომ მალე წაშლა გვემუქრება, მობილიზებული და კოორდინირებული თავდაცვის მექანიზმის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს კადეტთა აკადემია და ბევრი კადეტი საერთო მილიტარი იუნიტშია, რამდენიმე დანაყოფი გამოეყოფათ მხოლოდ კადაეტებს სადაც კაპიტნები განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან.
ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ერთობლივი ბრძოლა, ამიტომ მე მივმართავ ყველა საშუალებას, რომ სტრაიკების ,,კულტურა" აღდგეს და ყველამ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის დაცვაში. ამ ყველაფერზე შესაბამისი მინისტრები ალბათ უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ.

საგარეო ურთიერთობების მხრივ, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე შევიძინოთ.

პრემიერ მინისტრს, ასევე ექნება მიგრაციის კონტროლის ფუნქცია და ყველას გთხოვთ, ნუ მისცემთ მოქალაქეობას უცხოელს თუ ის როგორ ქართველი (რეალურ ცხოვრებაში) იდენტიფიცირებული არ არის. აუცილებლად უნდა შეავსონ უცხოელებმა ის ფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეადგინა და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მივცეთ მას მოქალაქეობა, თუ არა. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

ასევე გთხოვთ, წინასწარი განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად ნუ გამოიტანთ კანონებს, მინიმუმ თქვენს პარტიასთან განიხილეთ.

ეკონომიკის მხრივ დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ სავარაუდოდ მალე წაგვშლიან და ჩვენი ეკონომიკა მოკვდება 🙂 იმედია ეს წაშლა დროებითი იქნება.

ალბათ ყველას გაინტერესებთ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და ა.შ.
რუმინეთმა ომი გამოგვიცხადა და მალე დაგვარტყამს.

ზოგიერთი, უძველესი პროფესიის წარმომადგენელი რუმინეთი იმასაც ამბობს, რომ საქართველო მისი კოლონიაა და ასე იქნება ყოველთვის.
ჩვენს ქვეყანას უარესი მტერიც უნახავს მის მიწაზე, მათ შორის რუმინეთიც ორჯერ მოვიგერიეთ, ამიტომ ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, რომ ჩვენი ნების გარეშე ვიღაც ძუნძგლიანმა ჩვენი მიწები დაიპყროს.
მათთან გარიგებას ამ ეტაპზე კატეგორიულად არ ვაპირებ.

ჩვენი მთავრობა მინიმუმ ყოველკვირეულად მოგაწვდით ახალ-ახალ ინფორმაციებს მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასევე მე ვაპირებ სტატიებში ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და გითხრათ სუბიექტური აზრი იმაზე, რასაც სხვა სტატიებში თამაშის მექანიზმის შესახებ, ვერ ნახავთ. შეიძლება ჩემი მოსაზრებები მცდარი იყოს, შეიძლება - არა, მაგრამ ინფორმაცია საინტერესო იქნება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაპირებთ რომ შევაგროვოთ რეალური ფული, რომ ამ რეალური ფულის კონვერტაცია მოხდეს აქაურ ფულში და რუმინეთის აქედან ასაძუყნად კარგი კუში დავაგროვოთ. 5 და 10 ლარიც კი დაეხმარება ქვეყანას, ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ ამაში მიიღოთ მონაწილეობა, დაუკავშირდით პმ-ში სენას, ფულს ის შეაგროვებს.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა.

ყურებს ნუ ჩამოყრით, არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება 🙂