Why So Serious-25 თებერვალი!

Day 3,019, 04:00 Published in Georgia Serbia by MORAL1994

როგორც ხედავთ,ქვეყანას ძალიან უჭირს.
დაივიწყეთ ყოველგვარი კონკურენცია და შური,არ იქნება სამშობლო?!
-მაშინ რათ გვინდა თანამდებობა?

არ იქნება სამშობლო?!
-მაშინ რათგვინდა ფული?

არ იქნება რწმენა?!
-მაშინ ვერ გავიმარჯვებთ!

არ გაქვს იმედი?
-მაშინ რატომ იბრძვი?!

ჩვენ ქართველები ვართ,ეს არ დაგავიწყდეთ!

მინდა ეს ლექსი ყველამ წაიკითხოთ და გისურვებთ,ამაყი საქაღრთველოს,ღირსეული პატრონები ვყოფოლიყოთ ყველანი!

გაუმარჯოს საქართველოს!!!
Vive la Géorgie!!
!


არ შეშინდეთ,ვერც მაშინ და ვერც ახლა წითლები ვერ დაგვაჩოქებენ!!!

25 თებერვალი, 1921წ.
თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ავტორი:კოლაუ ნადირაძე

მშვიდობას და სიყვარულს გისურვებთ-WSS-ის სახელით
ყოველთვის და ყველგან"WSS"-თქვენთან!!!