[MOFA] კვირის შეჯამება

Day 2,917, 23:26 Published in Georgia Japan by yBasara


მოგესალმებით მეგობრებო,

მინდა წარმოგიდგინოთ ამ კვირის მოვლენების მოკლე მონახაზი:



სამინისტრომ დაიწყო ანალიზური სტატიების კონკურსი, სადაც ავტორები დაჯილდოვდებიან 400-1500 ლარის ოდენობის ანაზღაურებით თითო სტატიაზე. აღნიშნული კონკურსი ჩემი მინისტრობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, შეგიძლიათ კიდევ გამოაგზავნოთ სტატიები.



ჩვენი მოკავშირე ესტონეთი აპირებს AS-ს განხორციელებას, მათმა მთავრობამ გვთხოვა დახმარება რესურსების შეგროვებაში. მე შევატყობინე აღნიშნული პრეზიდენტს, მთავრობას და დამსახურებულ მოთამაშეებს, თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ესტონელებს ძირითადად ენერგიის შევსებაში



ასევე ჩვენმა მეორე პარტნიორმა სამხრეთ კორეამ მოგვწერა და დახმარება გვთხოვა, ვინაიდან, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი სახელმწიფო აპირებს თავდასხმას ქვეყანაზე რესურსების გამო. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით ამ 1 თვის განმავლობაში გაფორმდება ურთიერთდახმარების შეთანხმება (mpp) ჩვენს მოკავშირესთან, რათა დახმარება გავუწიოთ ბრძოლაში.

http://www.erepublik.com/en/main/law/Georgia/167901
http://www.erepublik.com/en/main/law/South-Korea/167902



ჩვენს პარტნიორ საბერძნეთს მალე უნგრეთი დაესხმება თავს, საჰაერო თავდასხმის კანონი უნგრეთის კონგრესმა უკვე დაამტკიცა და პრეზიდენტის ღილაკიღა აკავებს ომის დაწყებას. ამ ბრძოლაში ჩვენი ჩართულობის და პრიორიტეტების შესახებ თავდაცვის სამინისტორს სტატიიდან შეიტყობთ