☼ უბრალო მოქალაქის კომენტარი
Ashmalaxa
გამარჯობა მეგობრებო!
ეს დღეები ბევრი სტატია იწერება თურქეთთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე და მეც გამიჩნდა სურვილი საკუთარი აზრი გამომეხატა ამ ყველაფერზე.
დავიწყოთ იმით რო ეს თამაში დავიწყე ერთ წელზე მეტია, მაშინ როდესაც საქართველო ახალდამატებული იყო რუკაზე.
მაშინაც როგორც მახსოვს მსგავსი სიტუაცია იყო აფხაზეთთან მიმართებაში (თუმცა მაგ დროს თუ არ ვცდები აფხაზეთში სხვა რესურსი მოიპოვებოდა, მაგრამ ეგ არ არის მთავარი..), მოკლედ თურქეთს ჭირდებოდა ეგ რესურსი, არამარტო თურქეთს, რუსეთსაც და სხვა იმ დროისთვის ძლიერ ქვექნებს.
მაშნდელმა მთავრობამ გადაწყვიდა (და ჩემი აზრით სწორი სტრატეგიული სვლა გააკეთა) რომ სანამ სხვები რაიმეს მოიმოქმედებდნენ, თავად მიგვეცა ეს ტერიტორია თურქეთისთვის ქირის სახით და ამით ჩვენ მივიღეთ ყოველთვიური შემოსავალი ბიუჯეტში და სხვა ქვეყნების შემოტევებისგანაც თავი დავიზღვიეთ.
რა თქმა უნდა ბევრ ქართველ მოთამაშეს არ მოეწონა ეს, მეც მათ შორის ვიყავი! ვიხსენებდით გეორგიევსკის ტრაქტატს და სხვა უამრავი მაგალითი მოგვყავდა რაც ამ თამაშთან საერთოდ არ იყო კავშირში, და იყო გაუთავებელი დავა და კამათი.
მეც არ მომწონდა როდესაც საქართველომ თავისი ნებით მიუქირავა ვიღაცას ჩვენი კუთხე აფხაზეთი. მაგრამ მაშინ ახალბედა ვიყავი, არ მესმოდა თამაშის ტექნიკის და სტილის (ნუ ეხლაც დიდი გამოცდილი არ ვარ მაგ საკითხში :დ), თუმცა ეხლა ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო ყველაზე სწორი არჩევანი რისი გაკეთებაც კი შეიძლებოდა!
თურქეთს ჭირდებოდა რესურსი, ჩვენ - მეგობარი, ძლიერი მეგობარი, რომელიც გვერდში დაგვიდგებოდა და დაგვეხმარებოდა განვითარებაში. ესეც მოხდა, რამოდენიმე თვის შემდეგ ჩვენ სხვა ქვეყნებზეც შევძელით თავდასხმები, სომხეთიც კი ავიღეთ და კიდე დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი რამ მოხდა, სამწუხაროდ მე უკვე დანებებული მქონდა თამაშისთვის და ყველაფერს ვეღარ ჩამოვთლი..
მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ, ამ თამაშში იმისათვის რომ ლიდერი იყო საჭიროა ან ბევრი ფული გადაყარო, ან გყავდეს ბევრი მეგობარი, ძლიერი და ერთგული მეგობარი. მაგრამ შენ ვერ შეიძენ ეგეთ მეგობრებს თუ არ გექნება რაიმე რასაც შესთავაზებ მათ, რითიც დაუმტკიცებ, რომ ღირს ჩვენთან მეგობრობა. ჩვენ კი ამ ეტაპზე ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ძალით მათ ვერ დავეხმარებით - არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ძლიერი მოთამაშეები. არც ბიზნესი ხარობს ჩვენთან.. ერთადერთი ვარიანტი არის ტერიტორიები, რომლის ბონუსები დიდ გავლენას ჩვენ ეკონომიკაზე ისედაც არ ახდენს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით..
ასე რომ ჩემი აზრით არაფერი ტრაგედია და საშინელება არ ხდება იმით, რომ თურქეთს 2 თვით ვუთმობთ აფხაზეთს. ამით ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით მეგობარს, რომელიც მომავალში დაგვეხმარება ჩვენ, ისევე როგორც ადრე! ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ სხვა ქვეყნებისთვისაც ძალიან მაგარი მაგალითი იქნება ეს, როდესაც ნახავენ რო ერთი მეგობარი მეორისთვის ასეთ დათმობაზე მიდის! დაინახავენ თუ როგორ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, იქნება ეს თურქეთი, უკრაინა თუ სხვა რომელიმე ქვეყანა!
არავის არ ვაკრიტიკებ და არც ვიცავ, მაგრამ მეეჭვება რომ მთავრობას გეგმაში ქონდეს ჩვენი ქვეყნის დაშლა და განადგურება :დ ისინი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან და რა ვიცი ამ საკითხში ვენდობი მათ.. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ვიზიარებ მათ აზრს და ყველაფერი მომწონს, მაგრამ ამაზე შემდგომში...
ეს მხოლოდ ჩემი, უბრალო eმოქალაქის აზრი იყო, ზოგი დამეთანხმებით, ზოგიც კი არა. მთავარია ერთად ვიყოთ და მერე ვერავინ ვერ დაგვამარცხებს!
ო7 და ჰაკუნა მატატა!
Comments
შენ ,,არავჭამოთპური" ხარ? :დ
კი 🙂
თუ აძლედით ქირით მაინც მიგეცათ.
ხო გეთანხმები ეგრეც აჯობებდა, ქირა კი გაგვიზრდიდა ცოტათი მაინც ბიუჯეტს, მარა ასეც არაა ცუდი, რაც უფრო უანგაროდ დავეხმარებით მით უფრო მეტი პლიუსები ჩვენ 🙂
თან როგორც ვატყობ მთავრობას კიდე რაღაც შეთანხმება აქვს მათთან, რომელსაც ეტყობა ჯერ ვერ ამხელენ, სადღაც ეაირსტრაიკზეც მოვკარი თვალი ლაპარაკობდნენ, ალბათ შეტევაში დაგვეხმარებიან ან რამე ეგეთი...
20კ არის პრობლემა? : ))
20კ კი არა 200 და 400კ დაიხარჯა როცა საჭირო იყო მეგობრებმაც დაგვეხმარეს და მაშინ არავის დაუთვლია ფულები. ახლა 20 კ გახდა დასათვლელი? კულტურის მინისტრს არ გეკადრება მსგავსი კომენტარი..
მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს მოკლედ. დავიღალე უკვე ცუდი კომენტარების კითხვით. გამყიდველოვო და მსგავსები.. იმედია მალე მიხვდება ყველა ვინც მლანძღავს თამაშის სტრუქტურას და სწორად აღიქვამენ ამ ნაბიჯს : ))
სტატიას რაც შეეხება ის ბონუსი რაც აფხაზეთშია ანუ ზროხა თურქეთისთვის ისეთივე საჭიროა ახლა როგორც ადრე რუბერ.. ამიტომ ხდება დახმარების ხელი გაწვდენა მეგობრისთვის.
20 ათასიც ფულია ჩვენსნაირი პატარი ქვეყნისთვის 🙂
ნუ მოკლეთ მე დავიღალე და მოვრჩი ამ თემაზე საუბარს, დრო გვიჩვენებს თქვენი გადწყვეტილებების სისწორეს.
she gamyidvelo 😘 😘
ქუთაისის ბრძოლაში ჩვენს მხარეს კო-დ უდევთ მარტო 20 ათასი. სტატიაც დაწერეს ეს ომი უნდა წავაგოთო. ხალხიც გააფრთხილეს, ამიტომ რა ვალდებულები იყვნენ? მაგრამ შენსავით არ აზროვნებენ.
http://prntscr.com/8re376 საკმარისია,თუ კიდევ დავამატო?
ამაზე ბევრად მეტი გვაქვს,მათ შორის რეალური ფულიც დახარჯული,და ვინმე თუ გამოვა და მეტყვის,რომ 20კ ან 100კ წყვეტს რამეს,როცა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას ეხება საქმე,არ დავინდობ 😁
[removed]
chemtvis mogeca 😶 haerivit mchirdeba exla epuli
საღი აზრი..
ნამდვილად 🙂
ვეთანხმები აფხაზეთის მიქირავებას თურქებისთვის, მაგრამ მიმაჩნია რომ ისინიც თავის მხრივ ირანისგან სომხეთის მიერთებაში უნდა დაგვეხმარონ, სულ მცირე 1 ოლქის გიუმრის დაკავება მაინც შევძლოთ მათი ხელშეწყობით, აი ეს იქნება ღირსეული ნაბიჯი თურქეთის მხრიდან და ვიმედოვნებ რომ ჩვენი მთავრობა სწორედ ამ კუთხით წარმართავს მოლაპარაკებებს თავის თურქ კოლეგებთან 🙂
amaze unda imushaos mtavrobam
apxazetic gavaqiraot kaxetis tbilisic axalcixec qutaisic mtavaria yvela ertad vikot respebshi ❤