ლირიული გადახვევა Vol. 2

Day 2,977, 10:50 Published in Georgia India by Ready to Die G

რატომღაც ვიღაც ფიქრობს, რომ ჩვენი გამოწვევა შეუძლია.
ნუ, ამაზე სრული იგონირი შემიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა პოეზიის დაკნინებას ვერ ავუვლი გვერდს.

ჰოდა შემოგთავაზებთ ლექსს, თუმცა მხოლოდ ცალს, რადგან წყვილში ვერ გუობენ ერთმანეთს :პ.

მინდა მივუძღვნა შებოლილებს, სკაიპის ბიძებსა და თენგიზის დამოძღვრილთ .
მცირე პროზაიკულ ექსკურსსაც შემოგთავაზებთ აქვე :3 .

***
პირველი ნაბიჯი-სიზმრის დაჯერება-

შენი დახატული ზამთრის პეიზაჟი,

რომ ჩემს ლურსმანზეა ცერად დაკიდული

და თოვს ამ ოთახში თეთრი საღებავით.



და რომ ბარგს მილაგებს ახლა თოვლისკაცი,

თოვლის ხეივანში ისვრის სამუდამოდ,

ღილებს იხსნის ნელა ,თითქოს უღიმღამოდ ,

ვხვდები,ვცვლით ადგილებს მე და თოვლისკაცი.

თვითონ იტანჯება ,რომ არ დავიტანჯო ,

თითქოს მიხარია ,მაგრამ უცაბედად ,

გონში გაიელვა შიშმა სიკვდილისა,

სიზმრის უარყოფა - შემდეგ ნაბიჯებად-



იქნებ როგორია იქით სამყოფელი,

ახლა აღარც დროა გზების სამკითხაოდ,

უშნო თოვლის ცაში,ალბათ,ნანობს ღმერთიც,

რომ თვით გაფიქრებაც ბედს ცვლის სამუდამოდ

***
მე შემიყვარდი იმ მარტის ქარში,
როდესაც წვიმა ჰყვებოდა ზღაპრებს
და სასწაულის მზირალი ბავშვი
ჩუმად აპობდა ქუჩების ტალღებს.

მომსდევდა წვიმა,მომყავდა ღამე
და ვარსკვლავებით შეკრული მეხი.
თვლემდა სამყარო,სხვის კაბის კალთებს
უცქერდა სევდის თვალებით ხელში.

მე შენ მიყვარდი აპრილის ქარშიც,
როდესაც წვიმა სამყაროს გლეჯდა
და ქუჩის პირას მზირალი ბავშვი
წვიმის ქვეშ,ალბათ, ეძებდა დედას.

ნეტავ მე ვიყო ობოლის კანში
და სიყვარული შემეძლოს მეტად.

***

ნაწვალებ ზურგზე, ათასგვარი გხვდება ზამთარი,
კვალი ,რომელიც დაემჩნია სულს სამუდამოდ.
ზოგი სიცივით, სუსხის თმენით გადატანილი,
ზოგიც ისეთი, გაზაფხულიც სიზმრად რომ ნატრობს.

ახლა გაზაფხულს გაუზამთრდა . ბეჭებს ადგილი
აღარ შემორჩათ , რომ დატიონ მისი ცრემლები,
სადღაც გლეხი რომ ატირდება თმენით დაღლილი,
და დაეცემა გულით ხელში ნათოვ ველებზე.

ხმლით მოაკვეთეს თითქოს ფეხი ,ისე ირწევა,
თუ არ წუხილი ექიშპება კართან სიხარულს,
ზეცა,ზეცა კი გადაღლილი ფიქრის ფერია,
ფხვიერ მიწაში გაჟღენთილი რწმენის ხილვა სურს.

***


ერთხელ ,როდესაც ბურბუშელა ისე ძლიერ მომინდა,რომ ყველა გეგმა შევცვალე და მიკროავტობუსსაც გულგრილად ჩავუარე ,რათა მაღაზიაში მეყიდა ბურბუშელა,და უკვე მეორე ნახევრის შეჭმას ვაპირებდი, მოვიდა ბავშვი, ყურის აპარატი ეკეთა , ეტყობა ნორმალურად არ ესმოდა, ცალი თვალით მკერდზე,ცალით კი თვალებში მიყურებდა,მოვიდა და მთხოვა ,ერთი ცალი ბურბუშელა მიმეცა, ხოლო შემდეგ დააყოლა ,რომ რაც კი მქონდა მისთვის დამეთმო, ჯერ გავუღიმე , და გზა გავაგრძელე, ორიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გავჩერდი და რამდენიმე წამში შემოვტრიალდი, ისევ იქ იდგა და მიყურებდა, მივედი და დარჩენილი ბურბუშელა ვაჩუქე, მან კი იქვე მდგომ 2 ბიჭს გაუყო...

***
გატყავებული ტყე საუკუნეების ზღვარზე ელის ხეების ბალახივით ამობიბინებას.მწვანე რქებში უნდა გახლართოს ხარირემმა თავისი ნაშიერი და ისე მოირბინოს მთელი სიშიშვლე,რადგან ,რასაც სიყმაწვილეში გრძნობდა ის აგრძნობინოს . მთელი გალაქტიკის დატევა შეუძლია ერთ, უბრალოდ დაკოჟრილ , სპირალივით მბრუნავ რქაში,როდესაც ტყეც კი არ სჭირდება ისე ქუხს და შრიალებს მისი ქერქი.
ტანზე საოცარი ნიავი ეტანება და მიაქვს სიზმარში ნაშიერის სველი სხეული, ჯერ არ დაბადებულა , ჯერ არ მოუნანიებია დედის ცოდვები. მხოლოდ მიაქროლებენ და მზის ქარში მოუთმენლად ექერცლება ბადე სუნთქვის ამარა დარჩენილ ,ფილტვებდაბერილ, ნაშიერს.
ბადე ირღვევა და თავისუფლების სურნელით ივსება შიშველი ტყე, ხავსისფერი ნისლით ასკდება დედის რქებს ბალახი და ისე ენარცხება. დარცხვენილი კვდება, სისხლის მორევში იძირება ნაშიერი, მაგრამ რაღაც ძალა აქვს , რომ ამოვიდეს და დედის სისხლით განბანილი ისევ თავისუფლებას დაუბრუნდეს.მგლების საძიძგნად დატოვა მშობელი ქარმა ,და ქარია ახლა დედაცა და მამაც.

People Always Look Better in The Sun .