- SPA - საერთო მუს იდეა

Day 2,993, 06:21 Published in Georgia India by Ready to Die G

გამარჯობათ ბიჭუნები.

მინდა სარიჯას სტატიას გამოვეხმაურო, ძალიან მაინტერესებს მისი გეგმა, იქნებ დაწეროს...
გამოვეხმაურე .

ახლა რაც შეეხება საერთო მუ-ს, მინდა გაგანდოთ ჩემეული ხედვა ამ დანაყოფის მიმართ, რომელიც იდეაში - SPA -ს ლოგოს ქვეშ უნდა განხორციელდეს.
ჩემი შეხედულება საბოლოოა და იგი არ შეიცვლება, არც ფორმულირდება სხვანაირად.
ერთადერთი ვარიანტი, როგორც საერთო მუ-ს ვხედავ არის კოორდინირებული და დალაგებული მუშაობის მქონე აპარატი, რომელიც არ იქნება უნიათო და თავისი დანიშნულების შესრულებას აქტიურად შეძლებს, ყველა მომენტში, ნებისმიერ დროს.

შესაბამისად ამ იდეის განხორციელებისთვის მთავარი ელემენტებია:

*რეჯიმენთების სწორად დალაგება, კაპიტნების განსაზღვრა, შიდა სათამაშო ჩათის შექმნა ბრძანებებისთვის
**ბრძანებების ჩათში ნებისმიერი სხვა მოქმედების განხორციელება დაუყოვნებლივ გამოიწვევს დამრღვევის მუ-დან გარიცხვას და იგი უკან აღარ მიიღება.
***ბრძანებების ჩათს ეყოლება ქომანდერი, რომელიც იქნება ან კაპიტანი, ან საერთო დანაყოფის მეორე ქომანდერი, მის გარდა ბრძანებას გასცემს სხვა პიროვნება, რომელიც იქნება მისი შემცვლელი, ან მის მიერ დავალებული მოთამაშე.

*საერთო ავატარის ტარება.
**საერთო სამხედრო ფორმის ტარება(a.k.a. ავატარი) სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის უკლებლივ, გამონაკლისი შემთხვევები არ დაიშვება, რადგან ფორმა წარმოადგენს ე.წ. TradeMark-ს, რომელიც უნდა იყოს ცნობადი და წარმოაჩენდეს ქართულ დანაყოფს.

*ძლიერი მოთამაშეების, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ დანაყოფებში არიან, გადმოყვანა არ მოხერხდება, მათი იძულება არ იქნება გონივრული, თუმცა მათ შეუძლიათ თავისი შეხედულებით შეუერთდნენ ან გაეცალონ სამხედრო დანაყოფს.
**მსგავსი მოთამაშეები მოთავსდებიან შიდა სათამაშო ბრძანების ჩათში, სადაც ადვილად შეძლებენ მიიღონ ბრძანებები, მიუხედავად სხვა სამხედრო დანაყოფის კუთვნილებისა.

*მოთამაშეების მიერ ბრძანების აუცილებლად შესრულება.
**მიუხედავად იმისა, როდის მოვა ბრძანება(არ იგულისხმება საათი, დღე etc.) მოთამაშე მზად უნდა იყოს საბრძოლველად, მას უნდა გააჩნდეს გარკვეული ენერგია და არ უნდა გაფლანგოს იგი ტყუილად სხვადსხვა სამხედრო დანაყოფისთვის არასაჭირო და არამომგებიან ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო დანაყოფის იდეა და ეფექტურობა, ისეთი მცირე ძალის პატრონი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, უტოპიაა.
***ბრძანება უნდა შესრულდეს დროულად, რათა ყველა მოთამაშემ შეძლოს მონაწილეობის მიღება ოპერაციაში და შესაბამისად დამატებითი ეფექტი შესძინოს საერთო დანაყოფის წევრების გამოჩენას ბრძოლის ველზე.

*სამხედრო დანაყოფში გაწევრინებულნი უნდა იყვნენ ბრძოლისუნარიანი და მობილიზებული მოთამაშეები.
**მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამხედრო ძალის 90%ს შეადგენს 10-15 მოთამაშე, სხვა მოქალაქეებისთვის სავალდებულოა ბრძოლის ველზე ბრძანების შესრულება, მათ მიერ განხორციელებული ზიანი შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუმცა მათი ერთგულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში .
***მოთამაშის სამხედრო დანაყოფში ყოფნას, ბრძოლის გარეშე ეკარგება ყოველგვარი აზრი და იგი გარიცხული იქნება სამხედრო დანაყოფიდან, არააქტიური მოთამაშეები ვერ შეძლებენ უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს მსგავსი ტიპის სამხედრო დანაყოფისთვის.

*ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია სურვილისამებრ დატოვოს დანაყოფი გარკვეული დროით.
**რეჯიმენთების დალაგება მოხდება ყოველ 5(ხუთ) დღეში ერთხელ და მას ექნება რეგულარული ხასიათი.
***ამ დროს ასევე შემოწმდება მოთამაშის აქტიურობა და ბრძანებების შესრულების ხარისხი.

შიდა სათამაშო ჩათის გარდა, სამხედრო დანაყოფის ჩათრუმში, შეგიძლია წეროთ ყველაფერი ყველაფერზე, რაც მოგესურვებათ ის, ფლუდეთ სპამეთ, თუმცა ნებისმიერი მსგავსი მოქმედება განხორციელებული ბრძანების ჩათში, პირდაპირ ნიშნავს მოთამაშის მიერ სამხედრო დანაყოფიდან გაძევებას.

ჩემთვის მნიშვნელოვანია აქტიურობა და დაინტერესება და არა მხოლოდ კონკრეტული მოთამაშეების გავლენა ბრძოლის ველზე.

ივენთების დროს, სადაც საჭირო იქნება რეჯიმენთების ხელახლა დანაწილება, მოთამაშეები ივენთისთვის მზადმყოფ რეჯიმენთში გადანაწილდებიან აქტიურობის ხარისხის მიხედვით. სხვა დანაყოფში გაქცევა ივენთის მიმდინარეობის დაწყებისას და საერთო დანაყოფის დაუხმარებლობა ავტომატურად გამოიწვევს პირის გარიცხვას სამხედრო დანაყოფიდან.

თუ თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს, ბეიბი ბუმის დამთავრების შემდეგ - SPA - ს კარი ღია იქნება შესაბამისი რანკის მქონე ყველა ვალიდური მოთამაშისთვის, სამხედრო რანკის მოთხოვნა არ იქნება მინიმალური.

მიღება იწარმოებს 10 თებერვლამდე, 10 თებერვლის შემდეგ სამხედრო დანაყოფში დალაგდება რეჯიმენთები და დაინიშნებიან კაპიტნები, ასევე შეიქმნება შიდა სათამაშო ბრძანების ჩათრუმები დივიზიების მიხედვით, პირველ დივიზიას სავარაუდოდ გამოეყოფა 2-3 ჩათრუმი და ამდენივე კაპიტანი.

კაპიტნები, ქომანდერები და ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც აქტიურად იბრძვიან დაემატებიან სპეციალურად განკუთვნილ Viber-ის ჩათში, რათა ოპერატიულად მოხდეს ბრძანებების გაცემა და შემდეგ მოთამაშეებისთვის მალევე გადამისამართება.

მადლობა ყურადღებისთვის.

სულ მალე შემოგთავაზებთ მსოფლიო მოვლენათა ანალიზს.

[ჰო, ზოგიერთთან ლაპარაკით დავიღალე უკვე, ვისაც რამე არ მოგწონთ, აგერ, ა, 5-6 დღეში არჩევნებია, ბიჭებო]