მიგრაციის დეპარტამენტი/Must Read

Day 3,142, 13:49 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

გაუმარჯოს კიდევ ერთხელ მეგობრებო...
ახლა ბევრი ლაპარაკის არც სურვილი მაქვს და არც დრო ასე, რომ მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკს არ დავიწყებ.
გუშინდელმა მოვლენამ ცხადყო, რომ ის რეფორმები, რომლებიც მთავრობამ გაატარა ქვეყანაში არასასურველი ხალხის მისაღებად საკმარისი არ ყოფილა.
პირველ რიგში ესაქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის ფაქტი, როდესაც საქართველოს კონგრესში 5 უცხოელი შევიდა.
უკვე არაერთი სტატია ვიხილეთ ამ ფაქტის შესახებ, ერთნი ამტკიცებენ რომ რაც ხდება არ უნდა ხდებოდეს, მეორენი კი ძირითადად იმის ლაპარაკში ხარჯავენ დროს, რომ ჩვენი ახალი მეგობრები უსაფრთხონი არიან.
ყველაფრისდა მიუხედავად, მთავრობამ მაინც გადაწყვიტა მიგრაციის დეპარტამენტის შექმნა, შეიქმნა წესები და აპლიკაცია, რომელიც იმ ხალხს უნდა შეევსო ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდოდა.
დღეს, როდესაც 2 დღეც კი არ იყო გასული კონგრესის არჩევნების დამთავრებიდან, უკვე დაირღვა წესები და კიდევ ერთ ადამიანს მიანიჭეს ყველას დაუკითხავად მოქალაქეობა.


ახლა კი მებადება კითხვა იქნება კი ეს უკანასკნელი შემთხვევა?
კარგი იქნება თუ პარტიის მესვეურები ამ კითხვას პასუხს გაცემენ.


მიგრაციის დეპარტამენტი და მისი წესები



1) წესები იმოქმედებს ყველა ე-მოქალაქეზე მნიშვნელობა არ ექნება მის ძალას და მოქალაქეობას.
2) კონგრესმენს მასშემდეგ შეეძლება მოქალაქეობის მსურველისთვის მოქალაქეობის მინიჭება, როდესაც ნებართვას მიგრაციის დეპარტამენტის წევრისგან ან პრეზიდენტისგან მიიღებს.
3) კონგრესმენს არ შეეძლება მიგრაციის დეპარტამენტში გაწევრიანება.
4) ქართველებს შეეძლებათ აპლიკაციის შეუვსებლად დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა.

ახალი მოქალაქე ვალდებული იქნება :

5) პოლიტიკური აქტივობებისგან თავის შეიკავოს, სანამ ის ამ უკანასკნელის უფლებას საქართველოს პრეზიდენტისგან არ მიიღებს.
6) იბრძოლოს მხოლოდ საქართველოს და მისი მოკავშირეების მხარეს.

შენიშვნა : ყველა ზემოდხსენებული წესის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევის მიგრაციის შავ სიაში აღმოჩენას. მიგრაციის დეპარტამენტის ან კონგრესმენის მოსყიდვის მცდელობის გამოაშკარავების შემთხვევაში, განმეორდება ზემოდხსენებული სცენარი.

7) კონგრესის არჩევნების გამო მიგრაციის დეპარტამენტი მუშაობას შეწყვეტს ყოველი თვის 23-27 რიცხვში.
😎 ყველა პარტია და პარტიის პრეზიდენტი ვალდებული იქნება თავიანთ კონგრესმენებს გააცნონ მიგრაციის დეპარტამენტის ყველა წესი
9) დღევანდელი ფაქტის განმეორების შემთხვევაში პარტია და მისი უპასუხისმგებლო კონგრესმენი მიიღებენ მკაცრ გაფრთხილებას ან ჯარიმას.

პს.მადლობელი ვიქნები თუ ახლანდელი კონგრესმენები ამ წესებზე თანხმობას კომენტარებში აღნიშნავენ შემდეგი სიტყვებით : "თანახმა ვარ"

აპლიკაციის ფორმა

Migration department and its rules (En)



1) These regulations are formulated for all players who want to immigrate into eGeorgia.
2) Congrassmens can only give someone citizenship, when he are given access from member of migration department or eGeorgia's president.
3) Congrassmen can't become member of migration department.
4) Georgian can become eGeorgia's citizen without fill in a this form.

An eGeorgia's new citizen :

5) Mustn't participate in political activities in eG, untill he doesn't have access from president.
6) Fight in eGeorgia and alliance side according to eG's Military Daily Order.

NOTICE: Any violation of the rules above, may cause the immigrant put on a black list and not allowed to immigrate to eGeorgia again. Anyone who bribes CP, Congress members, or members of immigration Department, will be put on the black list.

7)All immigration application processing will stop during 22nd - 27th each month because of the congress election.
😎 Every party and their presidents will be responsible for their congrassmens.
9) If something like that repeat in the future, party and its irresponsible congrassman will be critiziced or fined.

PS. I will be grateful if congrassmans confirm their acceptions by writing following words in commentars : "თანახმა ვარ"

Form of Application

ვისაც მიგრაციის დეპარტამენტში გაწევრიანება მოუნდება მომწეროს პირადში.
მიგრაციის დეპარტამენტის წევრებს შეეძლებათ შეამოწმონ მოქალაქეობის მომთხოვნის პასუხები აპლიკაციის კითხვებზე, ჩაუტარონ მოკლე ინტერვიუ მათ, ამ ყველაფრის წარმატებით გავლის შემდეგ კი მიუთითონ კონგრესმენს ღირს თუ არა მოქალაქეობის მოთხოვნაზე დათანხმება.

ხო კიდე მაინც ბევრი ლაპარაკი გამომივიდა
ნახვამდის და დროებით...
მუდამ თქვენი მონა-მორჩილი The Wolf of Georgia (Grizzly) 🙂 ...