[MOC] _ გამოკითხვის შედეგები!

Day 2,914, 10:18 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ ყველასთვის ცნობილია რომ ახალი მთავრობა მოვიდა და ტემსისიმ თავისი ერთი წინადაპირება აასრულა და დიქტატურა დაამხო. ამასთან დაკავშირებით კი კულტურის სამინისტრომ გამოკითხვა ჩაატარა და 3 დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პასუხი მივიღეთ, კითხვა ასე ჟღერდა როგორ შეაფასებდით დიქტატურის დამხობას და კონგრესის აღდგენას?

Strategi1 _ დემოკრატია კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ქართველი მოთამაშეები და კონგრესი დღემდე არ არის მზად იმისთვის რომ იყვნენ სრულიად დამოუკიდებელნი.
Georgian woolf _ ხალხი თუ გააქტიურდა დადებითად.
S T O R M _ ცოტა სახიფათოა. თუმცა ეგ გამოაცოცხლებს თამაშს და ხალხს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილს მისცემს.
Georgian Shadow _ უარყოფითად.
Georgian Adapter _ დადებითად.
Mr Chkadua _ დაუნ ვი დიქტეიტე! როუზიზ არ ვილთინ!
tbilisi my town _ 5 ქულით.
Lt. Georgia _ დადებითად
QUTAISII _ დადებითად, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვიტან დიქტატორებს.
lashasiradze _ დადებითად
lasha mouravidze _ გაუმარჯოს დიქტატურას! 😃
MORAL1994 _ დემოკრატია კარგია მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ ვინმე უცხოელი არ მოვიდეს.
GRAFGEGA _ ესაქართველოს დემოკრატები , ყველანაირ დემოკრატიულ წინსვლას და გადაწყვეტილებას ვემხრობით.
HORRORsan _ კარგია.
Georgian Sword _ არ მანაღვლებს.
Maggot Zorbeg - ნეიტრალურად.
Mrkeko _ არ მაინტერესებს.
NikaGogola _ ცუდად.
Tbiliseli1121 _ ნეიტრალური პოზიცია მაქვს. არც დადებითი არც უარყოფითი.
Gunnar Hamundarson _ დადებითად რათქმაუნდა.
Baristan Selmi _ რათქმაუნდა დიქტატურის დამხობა ქვეყანას წაადგება რადგანაც პარტიებს შორის კონკურენცია გაიზრდება.
lord avto _ მემგონი კაია.. ბიუჯეტში ყოველთვიურად ოქრო შევა და ეკონომიკური პოტენციალისთვის კარგია.. თუმცა საფრთხეა უცხოური დიქტატურის.. ნუ დრო გვიჩვენებს რამდენად კარგი ვქენით ..
Le Saliery _ სასიხარულოა.
Georgian L1ON _ ყველაფერს ორი მხარე აქვს. როგორც წარსულმა გვიჩვენა კონგრესმა ბევრი სისულელე გააკეთა
deme74 _ სიმართლე გითხრათ მაგრა მკიდია.
EL FAT DUKAMAN - დადებითად რათქმაუნდა.
Pridestalker _ სულელური კანონები თუ არ გამოვა ისევ, კარგია პოლიტიკური განვითარებისთვის.
Georgian Shield _ რავიცი აბა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ერთი ის მინდა გაიაზრონ ადამიანებმა რომ ვინც მხარი დაუჭირეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე.
guramikaka3 _ შესანიშნსავია, როგორც იქნა მივიღებთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას.
The Panthera _ ძალიან მომწონს.
Giorgi Khvedelidze _ ლიდერის შეცვლა ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული, არავინ იცის რესპუბლიკელები როგორ წაუღვებიან ქვეყანას, წყლის ამღვრევა არ მომწონს თუმცა ახალ მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ
The Wolf of Georgia _ სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით რადგან ქვეყანა და მოთამაშეები გააქტიურდებიან უფრო და მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მართვაში
Luka Koberidze _ ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, ამას გვაჩვენებს რა მოხდება არჩევნებზე, როგორი აქტიურობა იქნება და ასევე რა მოხდება კანონპროექტების შემოტანისას.
Shred Them All _ დიქტატურის დამხობის შემდეგ, ყველა მოქალაქეს გაუჩნდა შანსი, მონაწილეობა მიიღოს მმართველობაში, თუნდაც ყველანაირად ჩაუვარდეთ იდეები და მცდელობები, ამითი ისინი მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას, რაც ისევ ესაქართველოს წაადგება მომავალში.
Tomm Hagen _ უარყოფითად
NicKs777 _ ჯერ ადრეა შეფასებები გაცივდეს სკამი და მერე 😃
Ashmalaxa _ დადებითად
Mr.Shamo _ დადებითად. არ უნდა იღებდეს მხოლოდ ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას.
This is georgia _ დადებითად
imklove _ ჩემი აზრით დიდად არაფერი შეიცვლება რადგან დიქტატურის დროს, დემოკრატიის მსგავსად მთვრობა და დიქტატორი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. კონგრესის მუშაობა ცოტა დასახვეწი იქნება ჩემი აზრით რადგან მოსალოდნელია მათი მხრიდან ბევრი ახალი კანონის გამოტანა.
Vanja Carica _ ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით. კონგრესის პერიოდში არ ვმუშაობდი და არ ვიცი რა პლიუსები აქვს. 2 კვირის შემდეგ ალბათ შევძლებ პასუხის გაცემას.
Giorgi Gelovani _ დიქტატურის დამხობს არ ვემხრობი. ჩემი აზრით, ეს ის სიტუაციაა, როდესაც ბევრს ერთი ჯობია. მიუხედავად ამისა, რადგან დემოკრატია ავირჩიეთ მთავრობას და კონგრესს მხარს ვუჭერ.

სულ კითხვა დავუსვით 100 მოთამაშეს, პასუხი კი 44 გაგვცა.

P.S Vote არ დაგავიწყდეთ!