მოვლენათა ანალიზი + Farewell.

Day 3,014, 11:07 Published in Georgia India by Ready to Die G

მაშ ასე ბიჭებო და გოგონებო, დროა, სავარაუდოდ, ჩემი ბოლო სტატია გამოქვეყნდეს ამ გაზეთში, ბოლო ტკივილისგან და დარდისგან განთავისუფლების აკვანი უნდა გაირწეს და მეც გავთავისუფლდე, გავთავისუფლდე თქვენგან და ამ ყლეობისგან, რომeლსაც ერეფაბლიქი ჰქვია.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- ტყუილი დროისა და ფულის ხარჯი, რაც არც თუ ბევრი გვაქვს, ზოგ-ზოგიერთს, რაც არ უნდა ბევრს ვეცადოთ ყველაფერი მაინც ტრაკისკენ მიდის, ასეთია სამწუხაროდ რეალობა.
- ჩვენი სულისკვეთება არ არის საკმარისი პატარა საქართველოს დიდ ძალად გარდასაქმნელად და უბრალოდ დავიღალე, დავიღალეთ ყველა, დაიღალა საქართველოც, დროა ვისაც გაგისწორდებათ იმათმა შეყოთ და დაატრიალოთ, ან ხელები ააფარეთ ჩვენს უბიწო საქართველოს ტაკოებზე.
გადავიდეთ მთავარზე:
[ჰო, ისე, სხვას რომ არ გადავულოცო(ანუ უცხოელს) ექაუნთი, შემომთავაზეთ თქვენი ფასი, რამდენს გადაიხდით ამ ექაუნთში, ვნახოთ, იაფადაც გავცემ]

დღევანდელი განხილვის მთავარი საკითხები:

1. ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

2. ანტი ასტერია, ანუ არ შემდგარი ისტორია თუ სულისკვეთების ყიჟინა რომაულად.

3. ამერიკული თებერვალი

4. რუსული ჭვავის პური უკრაინაში.+ ბულგარეთი

5. გერმანული სარდელისთვის ბრძოლა.

6. Farewell


1:

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიამ თავისი სექსუალური ტრაკი ჩვენს რეგიონში მოათავსა და ყველას ერთი სული გვაქვს, როდის შევყოფთ, სათითაოდ, შეიძლება ერთად, შეიძლება ჯგუფურად, გვინდა ვისეირნოთ რიოს ქუჩებში და მოსახლეობა ავათვალიერ-ჩავათვალიეროთ და დავთვალოთ.
ბრაზილიის უკანალის მოქნევა ჩვენს სანუკვარ სამხრეთ კავკასიაში, დაკავშირებული იყო რამდენიმე მიზეზთან:
*ბრაზილია არ იყო ჩართული რაიმე სერიოზულ კონფლიქტში და ბრძოლას მონატრებული მუდმივი TP-მედლისთვის განკუთვნილი ბრძოლების ინტერესით დაჯდა ჩვენ მეზობელ სომხეთში.
*ბრაზილიას ნორმალური დამოკიდებულება აქვს ირანთან, რომელიც ვერ შეძლებდა კავკასიის რეგიონისა და თურქეთის შემოტევების ერთდროულად გამკლავებას, შესაბამისად მათი მოწვევით ბრაზილიამ სცადა განთავსებულიყო რეგიონში და გაუადვილა ირანს თურქეთთან მიმდინარე ბატალიებში მოქმედება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამართა მოლაპარაკება ბრაზილიასთან ზავის თაობაზე[უკვე როდესაც ჩვენ ისინი გავაძევეთ საქართველოდან და სომხეთში ვაკავებდით], თუმცა მათგან უარი მივიღეთ ჩვენს მოთხოვნაზე.(ჩვენი მოთხოვნა ითვალისწინებდა მათთვის სომხეთის გადაცემას, იმ პირობით, რომ ისინი თურქეთს მტრად არ გამოაცხადებდნენ, სამწუხაროდ ამან არ გაჭრა და ჩვენ ისევ აღმოვჩნდით წაშლის პირას(უკვე თითქმის წავიშალეთ).
ჩვენი მთავრობა ყველანაირად ცდილობს ბრაზილიის უკან გაძევებას, ამისთვის ხდება თანხის შეგროვება და(სავარაუდოდ ხვალ, წაშლის შემდეგ) შევეცდებით კვლავ გავმართოთ ბრძოლა და არ შევეგუოთ მტრის ტაკოების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებას.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქეთი ვერ იღებს დახმარებას სხვა ქვეყნებიდან და მათ უწევთ პირდაპირ ეომონ საკმაოდ ძლიერ ირანულ MPP-ებსა და ფულს, რასაც ხან წარმატებით-ხან წარუმატებლად ახერხებენ.
ვნახოთ რა იქნება მეგობრებო, ლელა კაკულია და ჯაჯანიძე არს ჩვენთან.


2:

ბოლო პერიოდში სერიოზულად განიხილებოდა ე.წ. ანტი ასტერიული(ცნობისათვის ასტერია ყველაზე ძლევამოსილი ალიანსია ერეფაბლიქში) ალიანსის შექმნა, იდეა ძველია, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებები იტალიის ინიციატივით მიმდინარეობდა.
ამ განხილვაში მეც და ვეტელიც აქტიურად ვიყავით ჩაბმულები, თავიდან მე უბრალოდ ვაკვირდებოდი მოვლენათა მიმდინარეობას, რომელიც აუცილებლად ჩიხში უნდა შესულიყო ჩემი გათვლით, და მე, როგორც ამ ალიანსის იდეის მხარდამჭერმა თავად შევიყვანე ჩიხში ეს მოლაპარაკება, როდესაც გამოვყავი უბრალო პრობლემები, რომლებიც ამ ალიანსის იდეას ძირშივე კლავს.

#1 - გახლეჩილი საბერძნეთი:
როგორც ხედავთ, საბერძნეთის მთავრობა და საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები გაყოფილნი არიან(ცნობისთვის საბერძნეთი ასტერიის ყოფილი წევრია). საბერძნეთის გაყოფილი შეხედულებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ალიანსის იდეას, რატომ, შემდეგ განვიხილავ.
#2 - თურქეთი - ბულგარეთი - ესპანეთი : ხორვატია :
ბულგარეთი და თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებია, რომლებმაც ამ ალიანსის იდეის სისრულეში მოყვანა(ანუ ასტერიისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა) უნდა ითავონ , თუკი ალინსი შეიქმნება ასეთი ფორმულირებით, რაც განიხილებოდა კიდეც( თურქეთი, ბულგარეთი, ჩილე, მაკედონია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები):

პრობლემა, რომელიც თავიდანვე სერიოზულად გამოვყავი ხორვატიისა და თურქეთის საბერძნეთისადმი(ან მისი გამა/მირმიდონსის/ინფინიტუმის სამხედრო დანაყოფების მიმართ) აშკარა სიმპათიებია. ხორვატია და თურქეთი სერიზულად ეხმარებოდნენ საბერძნეთს, როდესაც მათ თითქმის 6 თვიანი დაპირსიპირება ჰქონდათ ბულგარეთ/მაკედონიასთან, რაც დღეს თავის ნაყოფს ისხამს და თურქეთ/ბულგარეთის ისედაც ცუდ ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.
თქვენთვის არ უნდა იყოს უცნობი, რომ ბულგარეთი სერიოზულად ეხმარება ირანს თურქეთთან ბრძოლაში და სხვა ქვეყნებისგან მომავალ საფრთხეებსაც ანეიტრალებს(მაგ, უკრაინა).
ბულგარეთისა და თურქეთის შეთანხმება ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დღეს უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია(თუ აკვირდებით ბოლო მოვლენებს, ბულგარეთმა ნე-ს კანონი გაიტანა უკვე თურქეთზე, რომელიც შეიძლება ტროლია, მაგრამ მაინც საგულისხმოა).
ამ დაპირისპირების ერთ მოსმით შეკავება თითქმის შეუძლებელია და ამ ქვეყნების გარეშე, ამ ალიანსის ასეთი ფორმულირებით შექმნა ძირშივე პრობლემაა.
სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და მოლაპარაკებები გაჩერდა.
შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა სტატიებს ამ თემასთან დაკავშირებით, რომელთა მოძიებასაც მარტივად შეძლებთ.

#3:

ამაზე ბევრი ლაპარაკი მეზარება, ბულგარეთმა და მაკედონიამ თავიანთი მეგობარი ინდონეზიის დასახმარებლად გადაწყვიტეს ერთობლივად შეეტიათ აშშ-სთვის, თუმცა მათი შეტევა უშედეგო აღმოჩნდა, გარკვეული წარმატებების მიუხედავად მათ შემდეგ საბერძნეთთან მოუხდათ ურთიერთობის გარკვევა, რამაც ნამდვილად გაფანტა მათი ძალა და აშშ უვენებელი გამოძვრა ამ ვითარებიდან.
აქ აღსანიშნავია საბერძნეთის მთავრობის მოქმედება, რომელმაც გასაჭირში მყოფ იდეაში ყველაზე ახლო მეგობარ თურქეთს არ დაეხმარა და აშშ-ს მხარდამჭერი სამხედრო კამპანია წამოიწყო, რაც საბოლოოდ უკვე დასრულდა და ყველა ქვეყანა თავის ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა.

#4:

უკრაინის მთავრობა უკვე 3-4 თვეა შედგება ყოვლად გამოუცდელი და როგორც თამაშში, ასევე პოლიტიკაში გაურკვეველი მოთამაშეებისგან, მათი ყველა გადაწყვეტილება ფაქტობრივად უვიცობის ტოლფასია და მათთან ჩვენი ურთიერთობაც საგრძნობლად არის შეცვლილი.
აქ აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მთავრობამ, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს უკრაინასთან, ამ ომში რუსეთის მხარე დაიჭირა, რომელთანაც აქამდე ახლო მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, საბერძნეთის ვექტორი ამ თქვეში საგრძნობად გადაიხარა სხვა მხარეს, თუმცა საბერძნეთის ტერორისტული პარტია, მაინც ჩვეულ გზაზე მიდის.
აქვე საგულისხმოა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ბულგარეთი უკრაინას ეხმარება და უკრაინის მხარეს სეერიოზულად იბრძვის(მოგეხსენებათ უკრაინამ სცადა ირანზე თავდასხმა თურქეთის ვითარებიდან გამოსაყვანად, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ბულგარეთმა შეუტია მათ).
ბულგარეთის ინტერესები აშკრად ნათელია, რაც უკვე სუსტი უკრაინისთვის საკმაოდ მომგებიანი უნდა იყოს და ყველანაირად უნდა შეეცადნონ ამ ვითარებით ისარგებლონ, რათა „დათვები“ ბუნაგში დააბრუნონ და ზამთრის ძილს კიდევ ცოტა ხნით დაუბრუნონ.
პირველი შეტევა რუსეთის დომინირებით დამთავრდა, ახლა ბრძოლა მიმდნარეობს და ვნახოთ რა შედეგით დასრულდება.

#5:

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ბოლო კვირაში.
როგორც ჩანს ასტერიის შიდა საქმეები ნელ-ნელა უარესდება, რადგან როდესაც არგენტინამ გადაწყვიტა ევროპაში კოლონია ჰქონოდა, ჯერი გერმანიაზე შეაჩერა, და ამის შესახებ ასტერიის ყველა ქვეყანას ამცნო, ამ დროს, სად იყო და სად არა,უნგრეთმაც იგივე მოქმედების განხორციელება დაიწყო.
ახლა გერმანია ორ გიგანტს შორის ნაწილდება და არგენტინის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, მათ ასევე მკაცრი პოლიტიკური გზავნილი გამოაქვეყნეს უნგრეთისა და ასტერიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათლად გმობდნენ უნგრეთს ამგვარ ქმედებას და ცდილობდნენ საზოგადოებისთვის აეხსნათ, თუ რა მოხდა და როგორ.
სავარაუდოდ ასტერია ამ პრობლემასაც გადაიტანს, რადგან ასტერია ყველა წევრი ქვეყნისთვის საიმედო ნავსაყუდელი და დაცულობის გარანტია, ამ უპირატესობის დაკარგვა კი მათ 40%იანი ბონუსებზე მეტი დაუჯდებათ.

#6:

მინდოდა ვრცელი სტატია დამეწერა, თუმცა წერის დროს მივხვდი, რომ მეზარებოდა და მოკლედ მიმოვიხილე პირადად თქვენთვის ყველაფერი.

ახლა კი Farewell, ისევ გამცნობებთ, რომ მივდივარ, და თუ ვინმეს ეს ძლევამოსილი და ზე- ექაუნთი სურს რომ შეისყიდოს, შეუძლია პმ-ში დამიკავშირდეს და წინადადება შემომთავაზოს, როდესაც ეს თვე დამთავრდება(ანუ არჩევნები მოვა) შევეცდები ექაუთი უცხოელზე გავყიდო :3 .

მადლობთ ყურადღებისთვის და ბოდიშით, რომ ეს თვე ვერ ვაქტიურობდი კომუნიკაციის მხრივ, ისე, როგორც საჭირო იყო.