[F.G.M] წინასაარჩევნო გეგმები
The Georgian Knight
გადაწყდა ჩვენს პარტიაში რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავდივართ, ხოლო კანდიდატი გახლავართ მე, მინდა ამ სტატიაში დავწერო ის თუ რა გეგმები მაქვს მე და ჩემს მეგობრებს.
საქართველო უნდა განთავისუფლდეს მალე, გვაქვს შანსი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ჩემი მთავარი მიზანი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იქნება ეკონომიკური განვითარება, საჭიროა ავიღოთ +100% ბონუსები, ვიქირაოთ ტერიტორიები რომელიმე ქვეყნისგან, ქირის ფულს მთლიანად მე და ჩემი თანაპარტიელები დავფარავთ, საქართველო უნდა გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, უნდა დავწიოთ გადასახადები და მოვიზიდოთ უცხოელები ეს მისცემს ახალბედებს საშუალებას რომ უფრო სწრაფად განვითარდნენ, უნდა მივწეროთ მოკავშირეებს, გავაღრმავოთ ურთიერთობები და დავიწყოთ საერთო ეკონომიკური პროექტები, შეიძლება სხვა სახის თანამშრომლობაც დავიწყოთ მთავარი იდეაა.
აქამდე სულ ბრძოლაში ვიყავით და არ გვქონდა საშუალება დაგვესვენა, მემგონი ამდენი რამის შემდეგ დავიმსახურეთ კარგი დასვენება, ქვეყანაში რომელიც ნამდვილად დაიწყებს განვითარებას.
კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილი ვინ რა პოზიციაზე იქნება მთავრობაში, თუმცა აუცილებელი იქნება არა თითო ადამიანის დანიშვნა არამედ ჯგუფ-ჯგუფად მუშაობა, თუ ყველამ ერთად არ ვიმუშავეთ ისე არაფერი არ გამოგვივა.
აუცილებლად ველოდები მინისტრებისგან სხვადასხვა მრავალფეროვან კონკურსებს.
ასევე კარგა ხანია ერთი იდეა მაწუხებს და შეიძლება გამოგვადგეს 2 თვის წინ მომაფიქრდა მაგრამ სისრულეში არ მომიყვანია და ახლა მეძლევა შანსი, ზოგიერთ ახალს არც სკაიპი აქვს და არც სხვა რაიმე რომ მარტივად დავუკავშირდეთ ერთადერთი ერეპის ჩათია, იქ წერა საკმაოდ გამაღიზიანებელი და რთულია, რას ფიქრობთ თუ იქნება წუთნახევრიანი ვიდეოები რომლებიც კონკრეტულად რაიმე თამაშის სქემის ახსნას მიეძღვნება, ბევრი წერის მაგივრად ძალიან მარტივად ჩაუგდებდით ლინკს და აუხსნიდით ყველაფერს ასე.
მოკლედ რომ ჩამოვწერო პუნქტებად :
• ეკონომიკური პროექტები
• გადასახადები დაიწევა
• ესაქართველო გახდება ეკონომიკური ზონა
• საერთო ეკონომიკური პროექტები მოკავშირეებთან
• დაიწყება ახალბედების უფრო სწრაფი განვითარება
• გადასახადების დაწევისგან შემცირებულ ყოველდღიურ შემოსავალსაც ჩვენი პარტია შეავსებს სრულად
• ვიქირავებთ მიწებს რომლის გადასახადს ჩვენი პარტია დაფარავს
• გაღრმავდება ურთიერთობები მოკავშირეებთან და მოიძებნება სხვა საჭირო ქვეყნები რომლებიც მომავალში დაგვეხმარებიან.
ეს არის ის ძირითადი იდეები რომლებიც სხვადასხვა ნაირად იშლება და კიდევ უფრო ღმა პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგვცემს, მუდმივი ომი ნიშნავს იმას რომ არავის არ სცალია ახალბედებისთვის, ნიშნავს რომ არავის არ სცალია ეკონომიკისთვის, ჩვენ კი პირიქით გვირჩევნია ვისაც სროლა და ომი უნდა სავარჯიშო ომებში ისროლონ, ხოლო დანარჩენებმა მიხედონ თავის აქაუნთებს რომ მომავალი დიდი ომებისთვის (რომლებიც აუცილებლად გველის) ვიყოთ სრულად მზად.
აბა, დავდგეთ ერთად ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის და ყველაფერი გამოგვივა.
Comments
კარგია წარმატებები! ო7
ერთადერთი პარტია რომელსაც ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა შეუძლია.
ო7 წარმატებები ლუკა იმედიმაქვს ესაქართველო გაიმარჯვებს ო7
o7 საკმარისი რესურსები გვაქვს იმისთვის რომ ქვეყანა გავაძლიეროთ. წარმატებები 😉
წარმატებები ო7
ჯერ გაგვეცანი ვინ ხარ ვერ მივხდი :დდ
• გადასახადები დაიწევა-გადასახადები რატომ დაიწევს? და ეს რას მისცემს ქვეყანას? არ თქვა ახალბედები ამოისუნთქებენო.
• ესაქართველო გახდება ეკონომიკური ზონა-ეკონომიკური ზონა რას ნიშნავს/?
• საერთო ეკონომიკური პროექტები მოკავშირეებთან-ოცნებაააა მეტი არაფერი.
• დაიწყება ახალბედების უფრო სწრაფი განვითარება-- ანუ რას იზავთ ყველა ახალბედას 200კ მისცემთ ანგარიშზე?
• გადასახადების დაწევისგან შემცირებულ ყოველდღიურ შემოსავალსაც ჩვენი პარტია შეავსებს სრულად-მოეშვით ამ ბავშობას 🙂
• ვიქირავებთ მიწებს რომლის გადასახადს ჩვენი პარტია დაფარავს-ვერ შეძლებთ, თქვენი ხარჯებით.
• საერთო მუ, ჩვენივე ინიციატივით ამიერიდან დაფინანსდება სრულად ჩვენი პარტიის მიერ-ამაზე იქ დავწერ.
• გაღრმავდება ურთიერთობები მოკავშირეებთან და მოიძებნება სხვა საჭირო ქვეყნები რომლებიც მომავალში დაგვეხმარებიან-მეტი ქვეყანა არაა და ასტერიასთან აპირებთ რამეს?
უკეთ ვერ დავწერე უბრალოდ ეკონომიკური პროექტები სადაც წერია იმის ქვევით მისი ქვე პუნქტებია, გადასახადების დაწევა და უცხოელების მოზიდვა ნიშნავს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ქვეყნის ქცევას, ეს ნიშნავს იმას რომ უცხოელს საკომისიო არ ექნება, თუ არ იცი რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, გეტყვი, ეს ნიშნავს ეკონომიკის რეგულირების გამარტივებას, საერთო ეოკნომიკური პროექტები მოკავშირეებთან-ში იგულისხმება, ის რომ მე კი არ დავუძახებ აქ ჩამოსასვლელად და გასაყიდად სერბეთიდან ვინმეს არამედ დავუძახებ უკრაინიდან, თურქეთიდან და ა.შ. ასევე იგულისხმება კონკურესები რომლებიც დიდი ალბათობით სრულად სხვა ქვეყნის მიერ იქნება დაფინანსებული, ახალბედები იმით განვითარდებიან რომ, წარმოება იქნება ბევრად მარტივი, + ამას თუ დაემატა 100% იანი ბონუსი ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ალბათ შენთვითონაც იცი როგორ დაეხმარება არამარტო ახლებს, საქართველოს ყოველდღიური შემოსავალი ახლა არის დაახლოებით 3კ ცც თვეში 90კ ცც გამოდის, ჩვენ ჩვენივე სახსრებით შევავსებთ ამას, ბავშვობა რა შუაშია არ მესმის, ასევე მიწის საფასურსაც ჩვენ დავფარავთ, საიდან იცი შევძლებთ თუ არა არ ვიცი, არის ქვეყნები რომლებიც ჯერ მთლად ასტერიაში არ არიან, ასევე ქვეყნები რომლებთანაც კავშირი აქვს ყველა ჩვენ მოკავშირე მაგრამ ჩვენ არა, მაგალითისთვის ინდონეზია, ირლანდია, რთულ სიტუაციაშია სხვა ბევრი ქვეყანაც თუ კარგად იმუშავებს მინისტრი შეიძლება ზოგიერთის მობრუნება, ბოლოს და ბოლოს განხეთქილების გარედან შეტანა შეიძლება, იმედი მაქვს ამომწურავად გიპასუხე, ჯერ ჯერობით მაინც გეგმებია, თუმცა უაზროდ არაფერს არ დავწერდით ყველაფერი ავწონ დავწონეთ რას შევძლებდით და მხოლოდ ისეთები ჩამოვწერეთ.
რაც შეეხება იმას გაგვეცანიო, მაგაში მართალი ხარ, მე ვარ რესპების ყოფილი პრეზიდენტი, ადრე ვთამაშობდი hostfire ით 2 თვე, მანამდე კი ParanoidPunk ით, ვთამაშობ უკვე 7 თვეა, ვარ 21 წლის და სახელი ლუკა.
ბევრი წერა მეზარება ამიტომ ისე გკითხავ რაღაცას და მოკლედ მიგიწერ :დდ
რას მომცემს მე ვიღაც უცხოელის შემოყვანა? არ თქვა ბაზარი დასტაბილურდებაო, ისედაც სტაბილურია 🙂 შენს მიერ დაწეული გადასახადების ფონზე ბიუჯეტი კი არ გაიზრდება პირიქით შემცირდება, რადგან ჩვენი მცირე ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მიწოდება -მოთხოვნის ისე დარეგულირებას, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდოს. ამიტომ ოცნება, თუ არ დამიჯერებ თვითონვე დარწმუნდები.
ახლა ბონუსებს რაც შეეხება, როგორც მივხდი მინიმუმ 10 რეგიონი გინდა იქირავო? ნუ უფრო მეტიც გამოდის. და შენი აზრით ამ ქირავნობის საფასურს გაწვდებით? ეს მილიონებია, თუ ამდენი გაქვთ სხვისი დედაცმოვდღან ყოველთვიურად შემოაგდეთ ბიუჯეტში უკეთესი არ იქნება? :დდ
შეუძლებელია ეს ყველაფერი და რომ მოჯდები ხელისუფლებაში, (თუ მოჯექი) დაინახავ. რეალისტურად მიუდექი, ამ მეოცნების გეგმებით ამ საქმეში ჩაუხედავის გარდა არავინ გამოგყვება 🙂
აქვე დავამატებ, აქ ეკონომიკის გაზრდის ერთადერთი სასუალება ქარხნებია, მაგის გარეშეე... ასე რომ ამ მხრივ თუ ჩადებთ მაგ თქვენ მილიონებს, თორე ისე მართლა უაზრობააა 🙂
სტაბილურობა ნაღდად არ არის ჩვენს ეკონომიკაში, უბრალოდ ეკონომიკა არ არსებობს, ჩვენ ვწირავთ იმ დაბალ შემოსავალს და ვიძახით რომ ჩვენითვე ვავსებთ ჩვენივე ფულით, კარგი ის არის რომ კონკურენცია იქნება ბაზარზე, ეკონომიკა არ უნდა იყოს ლოკალური უნდა იყოს გლობალური, რამდენიხანია ქ7 იარაღს ვყიდულობ ჩვენ ყველას გვიდევს 19+ ლარად და ერთი ბულგარელია რომელსაც 500-700 უდევს ხოლმე 18-19 ად, მთელი კვირა მისგან იყიდება იარაღი, ჩვენ ვთვლით რომ შესაძლებელია ეს ფასები ცოტათი დაიწიოს, საჭირო რესურსი ყოველთვის იქნება ქვეყანაში, ასევე ეს გადასახადები დააგდებს საკომისიოებს რაც საჭიროა, მუშაობისთვის და ასევე წარმოებისთვის ესეც შეღავათი იქნება, პატარ პატარა შეღავათებით საბოლოო ჯამში, უფრო მარტივი გახდება ახალი მოთამაშისთვის ამოქაჩვა, ძალას თუ ვერ აიმატებს სწრაფად, წარმოებას მაინც მიხედავს, შენთვის შეიძლება ის 3-4 ლარი არაფერია მაგრამ ყოველდღიურად რომ გადათვალო იმისთვის ვისაც 200-300 ლარი აქვს მხოლოდ, უკვე რთული ხდება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ ამის გამო ბევრი ანებებს შემდეგ თავს თამაშს, ტერიტორიებს რაც შეეხება ამაზე მოხდება შეთანხმება სხვა ქვეყანასთან, თუ მოვალთ ამასაც მოვაგვარებთ არ არის პრობლემა, გითხარი რომ რაც ჩამოვწერე იმ ყველაფერს ჩვენ თვითონ დავაფინანსებთ, ისიც გითხარი რომ უაზროდ არ ვწერთ, ყველაფერი ავწონ დავწონეთ და რაც მართლა შეგვეძლო მხოლოდ ის ჩამოვწერე, დავწერდი მაშინ მაგარი აქაუნთები ყველას, ესეც შემიძლია და ფორუმზეც დავწერე სტატია ადრე, მაგრამ არა ისე როგორც პრეზიდენტს ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს და თანაც ბევრს ეზარება, მოკლედ პირველად მოვალთ თუ მოვალთ და უაზროდ და ჩაგდებით მუშაობას ნაღდად არ ვაპირებთ, დავახარჯავთ დროსაც და ფულსაც, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავარი აზრი ის არის რომ აღარ გვინდა ომი, გვინდა შიდა განვითარება...
ასე თუ გჯერა მიდი ბატონო. ერთი იცოდე მენქიუების და ჯეიმსების გაწერილი ეკონომიკური მოედელები აქ ნაკლებად მოქმედებს და ჩაკეტილი და ღია ეკონომიკას სულ ყველას კუტუკვერცხზე ახატია იმიტომ რომ ამ თამაში არ დევს ეგ 🙂
დალშე თუ გახდი პრეზიდენტი, პირადად მოვითხოვ ამ ყველაფრის შესრულებას და ექსელშიც არ უნდა გაგიჭირდეს, ყველა გაღებული ხარჯის ჩამოწერა :
წარმატებები ❤
არავის მოფიქრებულს არ ვწერ, მარტივი ლოგიკაა გადასახადს თუ დაწევ, ცხოვრება გამარტივდება, რეალურ ცხოვრებაშიც ეგრეა და აქაც იგივეა, იმასაც გეუბნები ამის დაწევით ისედაც არაფერი არ შემოდის მაგრამ რაც შემოდის იმასაც ჩვენ დავფარავთ თქო, მეტი რა გითხრა.
რაც შეეხება ჩვენს გაწეულ ხარჯებს ეს პარტიის საქმეა, ხარჯებს ჩვენ მივხედავთ თქვენ შედეგებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
o7
o7ეჭვიც არ მეპარება რომ გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის
momewona ideebi ase rom
o7 warmatebebi 🙂)
o7 gavimarjvebt
DZALIAN KARGI IDEEBIA DA WARMATEBAS GISURVEB.
რაღაც მეჩვენება ეტყობა, თორემ შენი წინა საარჩევნო გეგმა, ე-საქართველოში და ბიძინა მეოცნების საარჩევნო გეგმები, საქართველოში, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.... :დდდდდ
ერთი განსხვავებაა :დ
ლუკას დაპირებები სრულდება :დ
მართლა მაინტერესებს როგორ უნფა შეძლოთ ამხელა ხარჯის დაფარვა. რა მაინტერესებს, სხვა კანდიდატმა, რომ გაიმარჯვოს მაგ თანხით, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს უნდა გამოიყენოთ, თუ დაეხმარებით ქვეყანას?
თავისთავად, აბა რა თუ გავხდი პრეზიდენტი რაც დავწერე მაგ ფორმით ჩაიდება ფული თამაშში, თუ ვერ გავხდი მაშინ სხვა ფორმით ოღონდ ჯერ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია 🙂