გეოპოლიტიკური ძვრები ,,პერიფერიებში''

Day 2,932, 09:55 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

პირველ რიგში მინდა შევეხო ალბანეთს, რომელმაც მართალია დაკარგა საკუთრივ თავისი ტერიტორიები, ,,კეთილი მეზობლის'' გამო, თუმცა ამ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდა კანადის ტერიტორიები და დღეს მის ოთხ პროვინციას აკონტროლებს. ვფიქრობ კანადასა და სერბეთს შორის შესაძლოა უკვე არსებობს რაღაც სახის შეთანხმება და ეს სტატუსი შენარჩუნდეს. აგრეთვე იგივე ალბანეთმა პირდაპირი რეისით, უკვე მეორედ, შეასრულა ფრენა და ამჯერად შვედეთში დაჯდა, სადაც უკვე ხუთი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. კანადამ კი ყველა ტერიტორია გაათავისუფლა დასავლეთში და ახლა იტალიის ბოლო ფორტპოსტს ანადგურებს, თუმცა არ ვიცი ალბანეთის ყოფნის საკითხი კანადაში ჯერ კიდევ ღიაა.
ალბანეთს არ ჩამორჩა მისი მეზობელი მონტენეგრო და მოლდოვას დაესხა თავს, როგორც ჩანს მობეზრდათ მისი რუკაზე ყოფნა და სხვებს დაასწრეს, არაა ცუდი ვარაუდი. მოლდოვეთის არ იყოს ბელარუსსაც არ უდგას ნათელი დღეები, ახლახანს მას ლატვიამ შეუტია და ერთი პროვინცია წაართვა მეორისათვის კი იბრძვის. ეს იმ დროს როცა რუმინეთს უკვე დაკავებული აქვს ბელარუსის ოთხი პროვინცია და ახლა ყირიმისთვის ებრძვის უკრაინას.
ბოლო ,,დიდი ომის'' შემდეგ შვეიცარიამაც მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა მალე გაიზიარებს მოლდოვეთის ბედს და ამაზე სლოვენია იზრუნებს, რომელსაც პარალელურად ავსტრიის ბედ-იღბალიც აშფოთებს და არც იტალია გამოსულა მისი თვალთახედვიდან. მოკლედ პოზიციების დაბრუნება და განმტკიცებაა მიზანი.
ძალიან საინტერესოა ეგვიპტე, რომელმაც ჯერ გაათავისუფლა ტერიტორიები საბერძნეთისგან თუმცა მალევე დაკარგა, ისევე როგორც ისრაელის მიწები. თუმცაღა აფრინდა და ბრიტანეთში დაფრინდა, დაიკავა ორი პროვინცია და აქტიურად იბრძვის მესამის დასაპყრობად. (არაფერი განსაკუთრებული, აღარ უკვირთ ევროპაში არაბების მიგრაცია).
ისე კი მიკვირს ამ ბოლივიელებს და პარაგვაელებს რაღა უნდოდათ იმ თბილი ტოპიკებიდან სკანდინავიაშ, რომ დასხდნენ მაგრამ ვისას რას გაიგებ.ამგვარად მოჰპარეს ნორვეგიას თითო-თითო პროვინცია.
ჰაჰ მინდა გახაროთ რომ ნიგერია თავისუფალია! ამავდროულად შეუტია ყოფილ დამყრობლებ ურუგვაის და ბრაზილიას. ისე ეს რაღაც საინტერესო ტენდენციაა, იგივე მოხდა იაპონია-საემიროების შემთხვევაშიც, მაშ შემდეგ რაც იაპონელები თურქებმა ჩაანაცვლეს ყურეში (სპარსეთის/არაბეთის), გაგიკვირდებათ და საემიროებმა იაპონიის თითქმის ყველა ტერიტორია შთანთქეს (დარჩენილი 5დან 4ი, დანარჩენი 3 ტაივანს უჭირავს).
და ბოლოს მინდა გახაროთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა ესპანეთიდან გაათავისუფლეს ოთხი ტერიტორია და აგრძელებენ ბრძოლას აჯანყებებით (ლოზუნგი ალბათ ასეთია ,,გასათავისუფლებელი კიდევ ბევრია''). წარმატებებს ვუსურვებ გულწრფელად!
კიდევ მინდოდა კოლუმბია-ვენესუელაზე რაღაცის თქმა თუმცა პირველი რომ უმნიშვნელოდ ჩავთვალე და მეორე ის რომ კაი დომხალია მანდაც, ვისი ვისაშია კაცი ვერ გაიგებს (ტერიტორიებს ვგულისხმობ).
ამ დროისთვის სულ ეს იყო...