მთავრობა და კონგრესი

Day 2,929, 01:05 Published in Georgia Georgia by Gunnar Hamundarson

ამ სტატიაში მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა მთავრობაზე და კონგრესსზე.
დღეს ესაქართველს მთავრობის მთავარი მინუსი ალბათ ინფორმაციული ვაკუმია. როდესაც კანონი შემოდოს კონგრესში, მის შესახებ მხოლოდ არის სტატია სადაც, ხშირ შემთხვევაში მთავრობა გვამცნობს რომ კონგრესმენები უნდა დავთანხმდეთ. რატომ ან რას ემსახურება ეს კანონი გაურკვეველია. ჩემი აზრით ნებისმიერ კანონზე კარგი იქნება თუ დებატები იქნება და განხილული იქნება შესაბამისი კანონის დადებითი თუ უარყოფითი შედეგები.
მაგალითისთვის ისრაელზე შეტევა მიდა მოვიყვანო. როდესაც სტატია ვნახე რომ ისრაელზე ვახორციელებდით აირსტრაიკს, და ვაპირებდით მის ხუთივე რეგიონის დაპყრობას, ეს წინადადება მიმზიდველი ჩანდა. თუმცა ბრძოლის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაპყრობილი ტერიტორიებით არათუ რამე მოგება ვნახეთ არამედ "ხარკის" გადახდა გვიწევს.
ასევე ალიანსის კანონს მინდა შევეხო რომლის, დადებითი ან უარყოფითი მხარეები ალბათ ბევრისთვის უცნობია და პასუხი მთავრობიდან "რატომ კი"-ზე არის "რატომ არა"
ასე რომ მეგობრებო ჩემი აზრით კარგი იქნება თუ სამომავლოდ ყველა სერიოზულ ნაბიჯზე გვექნება მსჯელობა და სანამ კონგრესმენები კი ან არას დავაჭერთ,გააზრებული გვექნება ჩვენი გადაწყვეტილების სამომავლო (სავარაუდო მაინც ) შედეგები.