საგარეო საქმეთა სამინისტრო

Day 2,869, 09:38 Published in Georgia Georgia by L 1 0 N


მოგესალმებით

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მინდა მოკლედ გადმოგცეთ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია მსოფლიო ასპარეზზე. მთავარი ცვლილება თურქეთის რუკაზე დაბრუნებაა, დიდი ხნით სერბეთის მმართველობის ქვეშ ყოფის შემდეგ ქვეყანა განთავისუფლდა და ფეხზე დადგომის გზას დაადგა.

მიუხედავად ჩვენი მწირე რესურსებისა ჩვენ მათ ყველანაირი დახმარება და გვერდით დგომა შევთავაზეთ. ამ მომენტისთვის მათი მთავარი პრობლემა დასუსტებული ეკონომიკა და 0-ზე დამჯდარი ხაზინაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაბრკოლებებს გადალახავენ და თავიანთ საუკეთესო ფორმასაც დაუბრუნდებიან.

ასევე დიდი ამბავია ესპანეთში, იბერიელ ძმებს არაერთი მხრიდან შემოუტიეს მაგრამ ყველასდა გასაკვირად მეგობარი ქვეყნების დახმარებით არაერთი შეტევა მოიგერიეს და მტერშ ტოლი არ დაუდეს, რათქმა უნდა არც ჩვენ გამოვრჩით ამ ღონისძიებას და არა მხოლოდ ომში არამედ ომს გარეთ რესურსების მოგროვებაშიც მოვეხმარეთ და ქართველების სახელით გადავეცით.

რაც შეეხება ჩვენ ძმობილს უკრაინას, ვერ ვიტყვი რომ მათი მდგომარეობა იდეალურია მაგრამ ამ მომენტისთვის სიტუაცია სტაბილურია, რათქმაუნდა არსებობს საფრთხე მაგრამ ჯერ ჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის.

ირანთან ხელშეკრულება ისევ ძალაშია და არანაირი პრობლემა მათ მხრიდან არ არსებობს, ასევე სიმშვიდეა ჩრდილო მეზობლებთან, ჩვენი ინფორმაციით მათ გეგმებში საქართველო არ არის და მოქმედ მთავრობას მტრული განწყობა არ გააჩნია.

ხო ეხლა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, თურქეთის რუკაზე დადგომას თან ახლავს ჩვენი შეთანხმების განახლება და აფხაზეთის მათ მმართველობის ქვეშ დაბრუნება.

ვინც არ იცის მინდა გითხრათ რომ ჩვენს და თურქეთს შორის დიდი ხნის წინ დაიდო შეთანხმება რის თანახმადაც თურქებს აფხაზეთი ქირით ეკუთვნოდათ.

კიდევ ერთი დიდი საკითხია ალიანსი, ისმის არაერთი კითხვა, როდის იქმნება ალიანსი, ვინ აპირებს ალიანსის შექმნას, რატომ არ მუშაობს მთავრობა ამაზე, რატომ არ ვაკეთებთ ალიანს-ს თურქეთთან და ა.შ
ასევე შევამჩნიე რამდენიმე კანდიდატის დაპირება თუ როგორ შექმნიან ალიანს-ს.

მეგობრებო მინდა იცოდეთ რომ ალიანსის შექმნა არის ძალიან რთული და ძალიან, ძალიან გრძელი პროცესი. აქ საუბარია რამდენიმე ქვეყანაზე რამდენიმე ათასი მოთამაშით. ნუ გგონიათ რომ ალიანსში შესვლა ქვეყანაზე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმავს და კანდიდატებო ნუ დაპირდებით მოთამაშეებს ისეთ რამეს რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

გეტყვით რომ არის ამ თემაზე მოლაპარაკებები და იდეები, მაგრამ ამ მომენტისთვის ვერაფერს ვერ დაგპირდებით.

ეს იყო ჩემი მცირე მიმოხილვა. დიდი მადლობა ყურადრებისთვის

მუდამ თქვენი მონა მორჩილი
Vettel