დიქტატორის იდეა

Day 2,712, 05:02 Published in Georgia South Africa by Excellence.

მოგესალმებით მეგობრებო
როგორ ხართ?!



საქართველო-თურქეთის ომმა არ შეგაშნოთ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ჯერ ჯერობით გეგმას მივსდევთ. თბილისი არ დაეცემა არც სავარჯიშო ომში. იმედია...

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც ამდენი ხანი მიძლებდით. ბევრი თქვენგან არც მიცნობს და კარგიცაა 😃
ნაკლები ტვინის ბურღვა შემხვდა.
როგორც იცით ვეტელის მხრიდან თამაშის დანებების შემდეგ დიქტატორის ტვირთი ჩემზე გადმოვიდა.
ჯერ ჯერობით თავს ვართმევ.
მინდა გითხრათ რომ არც ისეთი სახალისოა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დროის უქონლობის გამო რთულია ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა მე კიდევ პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ და არ მინდა იმ პოზიციაზე ვიყო რასაც ვერ ვუმკლავდები.
მიუხედავად იმისა რომ დიდი რისკია მაინც ჩავთვალე საჭიროდ რომ იდეის დონეზე გამოვთქვა დიქტატურის გადაცემა სხვა პიროვნებაზე რომელიც გაუძღვება ქვეყანას.
მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყოთ დებატები და დიდი სურვილი მაქვს რომ ამ დებატებში ძველი მოთამაშეებიც ჩაერთონ აქტიურად. მიუხედავად იმისა რომ აღარ თამაშობენ კარგი იქნებოდა მათი აზრის დაფიქსირებაც.

გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ თქვენ თქვენი იდეები. ვიმსჯელოთ ჩამოვყალიბდეთ. მივიდეთ კონსესუსამდე და ეგრე ერთიანად გავაგრძელოთ ესაქართველოში ცხოვრება.

p.s. გამოსავალი ყველა შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ.
p.p.s. თუ გვერდში არ დამიდგებით მარტო ვერაფერს გავაკეთებ.

ნებისმიერის აზრი საჭიროა. ახალბედას, ძველბედას.... ყველამ თქვით თქვენ თქვენი აზრი.