ვინ არის პრეზიდენტის რჩეული კანდიდატი?!ინტერვიუ პრეზიდენტთან,ლევანი კილასონიასთან ერთად

Day 2,550, 07:24 Published in Georgia Georgia by Levka Kilasonia

ესაქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგისთან ინტერვიუ,ინტერვიუ დაგეგმა და ჩამოართვა ლევან კილასონიამ.ყველაზე ცხელი ამბები,საინტერესო თემები მხოლოდ აქ levka's world news-თან ერთად.

-გამარჯობათ ბატონო პრეზიდენტო!

-გამარჯობათ!

-მოგეხსენებათ ხვალ შიდა პარტიული არჩევნებია.როგორ ფიქრობთ თქვენს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ვინ არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი პრეზიდენტობისთვის?

-george java,ამ მომენტში სხვა კანდიდატს არ განვიხილავ

-რა კრიტერიუმებით შეაფასეთ ბატონი george,როცა პარტიის ლიდერად განიხილეთ?

-george დიდი ხანია ჩვენი პარტიის აქტიური წევრია,მან შექმნა და განახორციელა არაერთი პროექტი,წარმატებულად უძღვება სამთავრობო გუნდს და ასევე კარგად შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები პარტიაში,ასე რომ ვფიქრობ ეს საქმე მანვე უნდა განაგრძოს.

-რა მიზნები აქვს პარტიას დღესდღეობით?

-პარტიის მიზანი ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაა,რასაც უკვე რამდენივე თვეა ვაკეთებთ,მას მერე რაც მთავრობაში მოვედით შიდა პარტიულ სამუშაოებს დიდი დრო ვერ დავუთმეთ,ასე რომ სანამ ქვეყნის სათავეში ვართ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე დავრჩებით კონცეტრირებულები.

-როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება პარტიას,რომ უფრო მიმზიდველი გახდეს?

-ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

-არის თუ არა საჭირო ბატონო პრეზიდენტო,პარტიას შეუერთდეს ახალი სახეები?-ვფიქრობ,ეს პარტიას უფრო წარმატებულს გახდის.

-რათქმაუნდა,თანაბემრძოლების დამატება ყოველტვის საჭიროა.

-მოგეხსენებათ ბევრი ესაქართველოს მოქალაქე წაიკითხავს ამ ინტერვიუს.რა რეკლამას გაუწევდით თქვენს პარტიას ახლა ამ ინტერვიუში?

-არ მინდა ეს ინტერვიუ ცვენს პოლიტიკურ პროპაგანდად ჩაგვითვალონ,ასე რომ რეკლამებისგან თავს შევიკავებ

-თქვენ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი რას ურჩევდით დღევანდელ პარტიებს ან რა შენიშვნები გაქვთ მათ მიმართ.

-ვფიქრობ,მათ ჩემი რჩევა არ სჭირდებათ,მე ახალს ვერაფერს ვეტყვი,რაც მათ უკვე არ იციან.ყველა პარტიას თავისი გზა და ხედვა აქვს,საბოლოოდ ჩვენი ყველას მიზანი მხოლოდ ერთია,საქართველოს წინსვლა და განვითარება,ასე რომ იმედი მაქვს ეს მიზანი არასდროს შეიცვლება

-ასე რომ ბატონო გიორგი,დღეისთვის საკმარისია,გმადლობთ,რომ დამთანხმდით ინტერვიუს ჩაწერაზე.წარმატებებს გისურვებთ!

-არაფრის,პირიქით მადლობა თქვენ.წარმატებები!

ინტერვიუზე იმუშავა: ლ.კილასონიამ