NFG-ს ქრონიკებიდან .

Day 2,873, 08:50 Published in Georgia Georgia by J.Volandi

შავბნელი დღე იდგა ათენში.
თენგიზი ,ჭირ-ვარამ ნახული განმანათლებელი ათენისა , ბოლთას სცემდა ჰესტიას ქანდაკებასთან(ჰესტია თუ არ იცით ვინაა,იპოვეთ ! :დ) და თავისი ერის მომავალზე ფიქრობდა.
ამ დროს ,ცამ იქუხა და ატმის ახლად გაფურჩქნული ყვავილსავით გადმოესხა მზის სხივები თენგიზის ფეხებთან .
-ეს რაღაც ცუდის ნიშანი არის ,გაიფიქრა თენგიზმა,თენგიზს ინტუიცია არასდროს ღალატობდა და ახლაც მისი სათავისო შეგონება მართალი აღმოჩნდა .
სად იყო და სად არა , ცეცხლის ზვირთიდან სილუეტი გამოიკვეთა.
ჰოი საოცრებავ, ეს ხომ სარაჯიშვილია , სარაჯიშვილი ,სარაჯიშვილი (სკანდირებს თენგიზის გონებაში წარმოსახვითი აუდიენცია)
დასწყევლოს ზევსის იმან , ხზ რამ, თქვა თენგიზმა და სარაჯიშვილს მკაცრი მზერა მიაპყრო და ქედმაღლური ტონით მიაპკურა სიტყვები:
-აქ რა გინდა შენ , მოღალატევ?!
სარაჯიშვილი გაოგნდა, არ იცოდა რა ეთქვა, სახეზე ფერი დაეკარგა ,ჩაიკეცა და ჰესტიას მუხლებს დაეკონა.
-ჰესტიას ვფიცავ,აღმოხდა მას, მე არაფერი დამიშავებია .

-რაოოო?! გაცეცხლდა თენგიზი და თავისი იმპერატიული სიმძვინვარის მეტად წარმოდგენას შეეცადა- ცალი წარბის მაღლა და ოდნავ მარცხნივ აწევით(სადღაც 35 გრადუსით დახრილიყო).
-მოღალატე სარაჯიშვილო, ვითხოვ ახალვე ჩატარდეს ოსტრაკიზმის ცერემონია .
-სცოდავ,თენგიზ, უპასუხა სარაჯიშვილმა, თუ ვინმეს გააგდებენ ქალაქიდან ,ეს მხოლოდ შენ იქნები და უკან აგუგუნდნენ ათენელები, შემოჰკრეს ბუკს და ნაღარას(თუ ეს სხვა პოემიდანაა).
მოკლედ,ბევრი რომ არ გავატრაკო,ხმათა უმრავლესობით ,ტირანი თენგიზი,რომელმაც სარაჯიშვილის აზრით ათენის უზურპირება და თავისი ჰეგემონიური მმართველობის დამყარება სცადა , ქალაქიდან მოისროლეს .
გავიდა დრო, და ათენელებმა შერიგება გადაწყვიტეს, სარაჯიშვის დაავალეს თენგიზთან მისულიყო და პატიება ეთხოვა .

ასეც მოხდა ,განვლო ხანმა და ბევრი ძიების შემდეგ იპოვეს თენგიზი.
თენგიზს სახეზე ნაცრისფერი შეფერილობა ჰქონდა,თვალის გუგები ჩაცვენოდა და გაუნძრევლად იწვა მდინარის პირას .

სარაჯიშვილმა ძლივს დაილუღლუღა მომაკვდავი თენგიზის დანახვაზე
-„თეეეეენგიიიიიიიიზ“
თენგიზმა ძლივს გაიხედა ხრინწიანი ხმის მიმართულებით და წარმოთქვა:
-წყეულიმც იყავ,ათენი მაინც ჩემია.
სარაჯიშვილის ჩვილმა და სათნო გულმა ვერ გაუძლო ამდენს და გადაწყვიტა ათენისთვის თენგიზის სახელი დაერქმია და ისინი კვლავ შერიგებულიყვნენ.
მან საუკეთესო ექიმები მიუჩინა თენგიზს და იგი ფეხზე დააყენა,საზოგადოებაში რეაბილიტაციაც გაატარა და ათენს „თენგიზის წმინდა სამფლობელო“ დაარქვა.

ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად გადაფარა სარაჯიშვილის საძულველი პარტია. გაქრა თავკიდული ბაღები, რომელიც ფრონტს თენგიზის ტაძართან აერთებდა... გაქრა გაერთიანებული ქართული ფრონტი, დიდებული პარტია,თითქოს არც არსებულა ამქვეყნად ... (c) R.P.McMurphy

ჭირი იქა ,ლხინი თენგიზთან .

მადლობა 😃