Christlich Soziale Union - მე პრეზიდენტი

Day 2,880, 10:06 Published in Georgia Japan by Strategi1

მოგესალემებით ბატონებო.
ქვეყანაში ახლახანს მორჩა საპრეზიდენტო არჩევნები და ვიწყებთ მზადებას ახალი პარტიული არჩევნებისთვის. მეც გადავწყვიტე კენჭი ვიყარო Christlich Soziale Union-ის პრეზიდენტის პოსტზე. საკუთარ თავზე ლაპარაკს არ დავიწყებ, რადგან საკმაოდ დიდი ხანია და აქტიურად ვეწევი ეცხოვრებას და ვფიქრობ უმრავლესობა თქვენგანს ჩემზე გარკვეული წარმოდგენა გაქვთ, ამიტომ ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.



დიდი რეორგანიზაცია
დიდი ხანია ქართულ რეალობაში პარტიული ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. ძველი თანადგომა და განვითარებაზე ერთად ზრუნვა აღარავის ახსოვს, პარტიები ძირითადად ორიენტირებულები არიან მკვდარი სულებით ტოპ 5-ში მოხვედრაზე, სასურველი ადგილის მიღწევის შემდეგ კი მათი აქტივობა ქრება. ამიტომ პარტის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემთხვევაში შევეცდები გამოვაცოცხლო ჩემი ბიჭები, ყოველკვირეულად დაჯილდოვდებიან აქტიური პარტიელები და ამასთან ერთად ახლებს გადაეცემა საჭირო რესურსები. თვის ბოლოს კი გამოვლინდება "თვის მუშაკი", რომელიც საკმაოდ მსუყე პრიზებს მიიღებს ჩემგან. ასევე შევეცდები დავხვეწო პარტიული კომუნიკაცია და პარტიის წევრები ჩავაყენო თანაბარ პირობებში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ პარტიული "იერარქია" დამოკიდებული იქნება წევრების აქტიურობაზე, სახელის გამო არავინ დაიკავებს პოსტს, დაწინაურდებიან მხოლოდ აქტიური ადამიანები. ალბათ ყველას გესმით, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ საერთო შრომით შეიძლება, ამიტომ თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ ჩაერთოთ პარტიულ ცხოვრებაში და ერთად გავაკეთოთ საქმე.


ეს მოკლედ, მერე განვავრცობ, უბრალოდ რამე უნდა დამეწერა ! 🙁