მენტორობა საქართველოში Vol .2

Day 2,624, 12:38 Published in Georgia Pakistan by MNOSTER

გამარჯობა, დიდი ხანია ,რაც გავიგე მენტორების არჩევის შესახებ და ერთი წინ გავაგზავნე განაცხადი და გავხდი ერთ-ერთი მათგანი.
მინდა გითხრათ თუ რა სირთულეებს ვხვდები და შეიძლება სხვა მენტორები შეხვდნენ (არ ვიცი ასეთები თუ არიან ) მომავალში.
დავიწყებ სტატისტიკით.
წინა სტატიაში მქონდა ორი კვირის ანგარიში, ახლა ორი კვირის თავზე მეორე ანგარიშს ვდებ . წინა სტატია
ამ დროის განმავლობაში , დავუკავშირდი 31-32 ახალბედას .
32 დან პასუხი მხოლოდ 15 მა გამცა.(იგრძნობა ,რომ არა მარტო ახალბდების რაოდენობა კლებულობს ,არამედ მათი აქტიურობის რიცხვიც)
30 დან მხოლოდ 10 მა გამოთქვა სურვილი მიეღო დამატებითი დახმარება დახმარება , ყველას ვთავაზობ გაეცნონ ჩემს სტატიას, რომელიც 2 კვირაა გავაკეთე ,კონკრეტულად ახალბედებისთვის. სტატია

მიუხედავად კითხვების არსებობისა ,თუ არარსებობისა ვცდილობ ყველა მოვამარაგო გარკვეული ინფორმაციით ,თუმცა ზოგისთვის უკვე დაგვიანებულია ხოლმე.

ასევე,გთხოვთ, თუ ვინმე დაიწყებთ საკვებისა და იარაღის დარიგებას , უპირველეს ყოვლისა, მაცნობეთ მე და მომეცით შესაბამისი ლინკი, თქვენც გაგიადვილდებათ ასე მოქმედება და მეც , რათა ახლებმა მიიღონ საკვები ,რომელსაც ითხოვენ ხოლმე.

სირთულე ისევ და ისევ ის არის, რომ ახალბდებმა არ იციან , თუ ვინ არის და რას აკეთებს მენტორი, საწყის ეტაპზე მათ შეიძლება უბრალოდ დამაიგნორონ და არ შეეცადონ მიიღონ ინფორმაციული დახმარება .


ასევე მაინტერესებს სხვა მენტორებისგანაც , როგორ მოქმედებენ ,და რა სახის სირთულეებს აწყდებიან , ვთხოვ ასევე ახლაბედებს რომ აქტიურები იყვნენ ,განათლების სამინისტროს და პარტიებს კი,რომ იზრუნონ თავიანთ მოთამაშეებზე , და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და მიეხმარონ თამაშის ათვისებაში.

Vote.