ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატთან SuperManteX_თან

Day 2,630, 00:50 Published in Georgia Ukraine by UkrainischGuerrilla


1) გამარჯობა ირაკლი, როგორც მე გავიგე თქვენ ხართ რესპების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ადასტურებთ ამ ფაქტს?
- გამარჯობა გამა, მიხარია რომ კვლავ მომეცა საშუალება შენი გაზეთის მეშვეობით მივვმართო ე-საქართველოს მოსახლეობას. ამ თამაშმა ბევრი ახალი მეგობარი შემძინა და კარგი ადამიანი გამაცნო, მათ შორის შენც განსაკუთრებულად. 😉 რესპუბლიკური პარტია ჩემი მეორე ოჯახივითაა, მისი თითეული წევრი მიყვარს და პატივს ვცემ. თავისთავად, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ რესპუბლიკელებმა ერთხმად დამიჭირეს მხარი და მიაჩნიათ რომ მე ვიქნები ღირსეული კანდიდატი ე-საქართველოს სათავეში. ეს უდიდესი სიამაყის გრძნობით აღმავსებს და მაძლევს ძალას მაქსიმალურად დავიხარჯო ამ წინასაარჩევნო ბრძოლაში.
2) თუ გაიმარჯვებთ არჩევნებში და გახდებით პრეზიდენტი რას გააკეთებთ პირველს?
-პირველ რიგში მკაფიოდ ჩამოვაყალიბებ მთვრობის სრულ სტრუქტურას. მიმაჩნია ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მინისტრები და მათმა მოადგილეები ხშირად ვერ განსაზღვრავენ ბოლომდე რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. ჩემი მიზანია ყველას მკაფიოდ განვუსაზღვროთ უფლება-მოვალეობანი და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ სათანადო მუშაობას. ეს მოგვცემს საშუალებას გავაცოცხლოთ ბევრი მივიწყებული პროექტი და სისრულეში მოვიყვანოთ ძალიან ბევრი კარგი იდეა. რესტრუქტურიზაცია ასევე მოგვცემს საშუალებას მთავრობა იყოს მოქნილი და მიიღოთ შემოთავაზებები ე-საქართველოს მოქალექეებისგან, გაზარდოს კომუნიკაცია.
3)ვინ იქნება პრემიერმინისტრი? ანდა როგორ აპირებთ სამინისტროების განაწილებას?
-გუშინდელი დღიდან მინისტრთა კაბინეტზე ბევრს ვფიქრობ, ვფიქრობ რამდენიმე აქტიურ ადამიანზე მინისტრის და მათი მოადგილეების ადგილებზე. ასევე არ გამოვრიცხავ დამატებითი სამინისტროების ჩამოყალიბებას. თუმცა ამ შენ კითხვაზე შემდეგ ნაირად ვუპასუხებ, მთავარი ის კი არაა “ვინ” იქნება პრემიერ-მინისტრი, არამედ რა უფლება-მოვალეობანი ექენაბ მას მთვრობის ახალ სქემაში.
4)სტივი კიდე საგარეო მინისტრი იქნება?
-ბევრს მიაჩნია რომ სტივი ჩვენი უცვლელი საგარეო საქმეთა მინისტრია. მეც თავისთავად არ ვებრძვი ამ იდეას, მიმაჩნია რომ მას აქვს უზომო გამოცდილება. პირადად მიმაჩნია, რომ სტივს სჭირდება აქტიური მოადგილე, რომელიც მის ტვირთს შეამსუბუქებს და ასევე მიიღებს გამოცდილებას დიპლომატიურ ფრონტზე.
5)პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველა პარტიასთან ითანამშრომლებთ?
-თავისთავად, მიმაჩნია რომ რესპუბლიკელებს ჰყავთ ერთგული მეგობრები პოლიტიკურ ასპარეზზე. მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლო იქნება საერთო წარმატებისთვის. მეტსაც გეტყვი - მე ძალიან მომწონს მულტიპარტიული მთავრობის იდეა. პარტიის ლიდერებმა არა მარტო პოლიტიკური, არამედ რეალურად, მთავრობაში მუშაობის გამოცდილება უნდა მიიღონ.
6) პირველი ლედი ვინ იქნენა? 😃😃😃
-პირველი ლედი იქნება ჩემი მეუღლე, რომელიც ახლა ჩემგან შორსაა და ბუნებრივია, ძალიან მენატრება 🙂
7)რომელიმე ქვეყანასთან ხო არ გავაღმავებთ ურთიერთობას?
-შესაძლოა,ჩვენ გვჭირდება საკუთარი მოკავშირეების ბანაკის გაფართოება, ამიტომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი მხარს დავუჭერ ალიანსის გაფართობას და მასში ახალი წევრების შემატებას. სანამ სირიუსი დაშლილია, წინ ბევრი გამოცდა გველოდება, ამიტომ უნდა გავძლიერდეთ, ვიმუშაოთ იმისთვის რომ 10 საფეხურით ავიწიოთ ქვეყნების სიძლიერის რეიტინგში.
😎და ბოლოს რატომ უნდა დაგიჭიროთ ესაქართველოს მოქალაქეებმა მხარი?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია ნამდვილად. ამის რამდენიმე ობიექტური მიზეზი არსებობს ალბათ. ლიდერობის გამოცდილება, პოლიტიკური სიმწიფე და კრიტიკის, საპირისპირო მოსაზრებების გაანალიზების უნარი და სიტუაციიდან მაქსიმალურად მომგებიანი გამოსავლის მოძიების უნარი ალბათ.