[RPG] - ისრაელი ინ აქტიონ
ubralo me
სალამი ექართველებო
ისრაელის დაპყრობასთან დაკავშირებით გეტყვით ამ სტატიაში ერთი-ორი სიტყვით.
მოკლედ ხელშეკრულების თანახმად:
-საქართველო წაშლის რუქიდან ისრაელს და შეინარჩუნებს 3 რეგიონს (Nazareth,Haifa,Tel Aviv)
-ისრაელი განმანთავისუფლებელი ბრძოლით დაიბრუნებს 2 რეგიონს და შეინარჩუნებს მათ (Jerusalem & Beerseba)
-საქართველო გადაიხდის ქირას 25,000 ის ოდენობით და დააბრუნებს რეგიონებიდან მიღებულ შემოსავალს .
-გადახდის დღეებია 1-ლი,მე-2 ან მე-3 რიცხვი ყოველი თვისა. ამ წესის დარღვევა გამოიწვევს თავდაუსხმელობის პაქტის გაუქმებას ან საქართველოს დაჯარიმებას,მეორე მხარეს აქვს არჩევანის უფლება.(ჯარიმა არ უნდა შეადგენდეს 50%-ზე მეტს ქირის გადასახადისა)
-თუ საქართველო დაკარგავს რომელიმე რეგიონს , გამოაცხადებს ne-ს ისრაელზე და დაიბრუნებს მათ, თუ პირიქით მოხდება , ისრაელი დაიბრუნებს რეგიონს განმათავისუფლებელი ბრძოლით .
-ორივე ქვეყანა თანხმდება,რომ არ დაესხან თავს ერთმანეთს და არ დაუწესონ Co ერთმანეთის საწინააღმდეგონ.
-ნებისმიერი საზიანო ქმედება ისრაელის მიმართს საქართველოს მოკავშირე ქვეყნებისგან , საქართველოს ინტერესების შეურაცხყოფას და მის საშინაო საქმეში ჩარევას ნიშნავს.
-ნებისმიერი თავდასხმა მე-3 მხრის მხრიდან,რომელიც არ არის საქართველოს მოკავშირე, ნიშნავს საქართველოზე თავდასხმას
ეხლა მოდი ამ ხელშეკრულების ეკონომიკურ აქტს შევეხოთ. 1-ლ დღეს საქართველომ ისრაელის დახმარებით 141.20 გამოიმუშავა. მე-2 დღეს 163,86. პირველ დღესთან შედარებით 16%-ით მეტი მოგება ვნახეთ. მე-3 დღეს 278,72. ეს არის პირველ დღესთან შედარებით დაახლოებით 97%-ით მეტი მოგება. და ამავდროულად მე-3 დღესთან შედარებით 70%-ით მეტი მოგება გვხვდება. ეს პროცენტულობა ყოველდღიურად მატულობს. 324,35 , 333,53 , 351,99 და 442,27. როგორც ხედავთ ჩვენი ეკონომიკა იზრდება ისრაელის ხარჯზე.
მაგრამ...
მოდი ეხლა გამოვითვალოთ რამდენი დაგვრჩება მოგება ან ზარალი ისრაელისთვის ქირის გადახდის შემდეგ. ბოლო მონაცემებით მოგება 442,27 ელარი იყო. პირველი მონაცემი 141,20. მოდი გამოვიანგარიშოთ საშუალოდ 7 დღეში რამდენი მოგვება გვაქ.
(141,20+163,86+278,72+324,35+333,53+351,99+442,27)/7=2036,07/7=290,86
ეს არის პირველი 7 დღის საშუალო და როგორც ვხედავთ ისრაელიდან შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება. მოდი ჯერ-ჯერობით ამ ციფრს დავეყრდნოთ და გამოვითვალოთ თუ რამდენ ხანში დავფარავთ 25 000 ელარს ხარკის დასაფარად. თუ ვიფიქრებთ რომ ყოველდღე 290,86 ლარს ვიმუშავებთ მაშინ ერთი თვის გადასახადის დასაფარად დაგვჭირდება 86 დღე მუშაობა, მაგრამ თუ ჩავთვლით რომ 442,27 ლარს არ ჩამოვაცილებთ მაშინ 59 დღე დაგვჭირდება მუშაობა რომ გადავიხადოთ ერთი თვის ხარკი. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ საჭიროა წარმოების გაზრდა მინიმუმ 833 ელარამდე რათა წაგებაში არ დავრჩეთ. ჯერ-ჯერობით ისრაელს ფულს ვუხდით უბრალოდ მიწების გამო. ჩვენ ამ მიწებით მოგებას ვერ ვნახულობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ გვინდა რომ ისრაელსი დაპყრობილი ტერიტორიებით ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდეთ 442,27 ელარი კი არა მინიმუმ 833 ელარი უნდა იყოს შემოსავალი.
ეს სურათი ისე საჩვენებლად
🙂
მადლობა ყურადღებისთვის
🙂
Comments
o7 მეგობარო o7
იარაღის კომპანია გაქ? რა გამოტვლებს აკეთებ და არც შენ და არც სახელმწიფო არ იხდის ამ თანხას და რატო წუხდები?
იარაღის კომპანია არ მაქ და ვიცი რომ არც სახელმწიფო არ იხდის მაგრამ ფული რომ პიროვნებებიდან იხარჯება მაგას ვამბობ. ესეთ მოგებას ვერ ვნახულობთ რომ ამდენს იხდიდნენ, და ისინიც ვინც ამ ფულს იხდიან ზარალში მიდიან. არ ჯობია სხვა ალტერნატივა მოეფიქრებინათ ისე რომ არ დაეხარჯათ ამდენი ფული და მოგებაზე წავსულიყავით წაგების ნაცვლად 🙂
სხვა ალტერნატივა უფრო ძვირი დაჯდებოდა.
შენი ჯიბიდან არ მოდის,სხვა ფულს გადაყრის თუ არა,რა აზრი აქვს.
მეორე ვეთანხმები გიოს.:პ
is kaci tavisi pulidan ixdis am tanxas da alternativebis mopiqrebas azri ar aqvs.
არასწორი ინფორმაცია გაქვს მეგობარო და გთხოვ მიუთითო ეს შენ სტატიას, რომ სხვებიც არ შევიდეს შეცდომაში.
ამ 25 000 ლარს თავიდან ბოლომდე იხდის Sebastian Vettell თავისივე ჯიბიდან. ბიუჭეტის არც ერთი თეთრი არ იხარჯება ამ ქირისთვის (ნუ როგორც გვეუბნებიან)
პ.ს. ეს გამოთვლებიც მთლად სწორი არ არის, აქ არაა გათვალისწინებული საბაზო შემოსავალი..
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2566622/1/20 აი ეს სტატია წაიკითხე და ბოლოში წერია თუ როგორ გამოითვლება საგადასახადო შემოსავლები ოკუპირებული ქვეყნიდან.
ნტნტ, დაწერა რაღაც და ეგრევე ამ ქვეყნის დამაქცევარმა ედპ-უგპ-მ არ დაინდო , ტნტნტნ :დ .
Ra cudad itvlis 😃 gamocdili gama ki ar auxsnis 😃
Shen megona guli aicrue e-saqartveloze 😃 😃
gulacruebuli vwer 😃
სტატიის ავტორო, რომ იცოდე:
ის რაც შენ დათვალე არის გადასახადები.
გარდა ამისა ეს რეგიონები იძლევა ბონუსს.
რადგან ჩვენი ტერიტორიები შეერთებული არაა და დედაქალაქს არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი მაგ ორ რეგიონთან, ორივეს ბონუსი არის 10-10%, ანუ ჯამში 20%. საზრვარი რომ გვქონდეს 40 % იქნებოდა. შესაბამისად ყველა ვინც საქართველოში აწარმოებს ვთქვათ 10 იარაღს, მაგ რეგიონების დაპყრობის მერე ათის ნაცვლად აწარმოებს 10 ცალს + 20% იარაღს. ეგ არ ითვლება ხოლმე როგორც წესი და ზედაპირზე არ ჩანს. მოსახლეობისთვისაა კარგი ეგ, მათთვის ვისაც იარაღის ქარხნები აქვს. ამიტომ იკლავენ სხვა ქვეყნები თავს უცხო რეგიონებისთვის, და არა გადასახადებისთვის.
რეალობაში, ჩვენ ცოტა იარაღის ქარხანა გვაქვს და ეგ შეთანხმება ყველა ვარიანტში წამგებიანია, მაგრამ თუ თავისი ჯიბიდან აფინანსებს ვიღაც, შენი ქვეყნისთვის ყველა ვარიანტში კარგია.
ამიტომ გამას ყური აუწიე და გამოცდილებაზე რომ დებს თავს უთხარი მეტი გასწავლოს.