[MOE] კვირის შეჯამება, კონკურსი და დიდი პურობა

Day 2,765, 08:41 Published in Georgia Japan by Strategi1



მოგესალმებით ემოქალაქეებო, სანამ საქმეზე გადავლ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ჩემი 3 დღიანი გაუჩინარების გამო, ეს გამოიწვია ჩვენს დედაქალაში მომხდარმა საშინელმა ამბავმა, იმედია მსგავსი, რამ აღარასოდეს განმეორდება და ქალაქიც ჩვეულ რიტმში განაგრძობს ცხოვრებას.




რაც შეეხება საქმეს, ცოტა ჩამოვრჩი ესამყაროს და მუშაობა მომიწევს, რომ აღვიდგინო ყველაფერი. როგორც ვხედავ მინისტრებმა უკვე შეაჯამეს წინა კვირა და მეც ვიტყვი ცოტას. ჩემი პირველი კვირა არ ყოფილა განსაკუთრებული და ზე-აქტიური, როგორც ზოგიერთი მინისტრის შემთხვევაში იყო. ძირითადად სტრუქტურას ვეცნობოდი, გავეცანი აკადემიას და ყველა მოთამაშეზე საჭირო ინფორმაცია დამიგროვდა. დარიგდა რესურსები სახელმწიფოს სახელით და რამდენიმე კადეტიც გავისტუმრეთ არმიაში. ჩემა წინამორბედებმა ბევრი იწვალეს და ძირითადი სასწავლო მასალები და საჭირო ინფორმაცია გამზადებული დატოვეს. ახალბედების ტალღაც ასე თუ ისე გადავლია. შესაბამისად მე როგორც მინისტრს ამ მხრივ საქმე არ მაქვს. ისღა დამრჩენია ძველი პროექტები განვაგრძო და მეც შევმატო ახალი იდეის და შემდგომ პროექტის სახით.




მე მინდა დავაანონსო 2 კონკურსი, რომლებიც პრესას და ჟურნალისტების გამოცოცხლებას ეხება.
1.ვაგრძელებ წინა მთავორბის კონკურს, რომელის შედეგადაც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან აქტიური ეჟურნალისტები. კონკურსის დეტალები იხილეთ აქ, მონაწილეობის მსურველებმა კი დამიკავშირდით პირადში, რათა ჩაგწეროთ სიაში.
2. ეს კონკურსი დიდი ხანია მიტრიალებს თავში და თუ შედგა ვფიქრობ მრავლის მომცემი იქნება ჩვენთვის. მინდა ჩატარდეს სტატიების კონკურსი, რომელიც ორიენტირებული იქნება ემსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ავტორი გააკეთებს მათ ანალიზს. სტატიაში წარმოდგენილი უნდა იყოს კონრეტული ფაქტის/მოვლენის (რომელიც სტატიის მთავარი აზრია) მრავამხრივი ანალიზი, მისი გამომწვევი მიზეზები და პერსეპექტივები (თუ რა თქმა უნდა ომის გამოცხადებას ან ალიანსის შექმნას ეხება), ერთი სიტყვით ეს უნდა იყოს გამართული ინფრომაციის მომცემი სტატია, რომელიც საქმის კურსში ჩააყენებს ემოქალაქეებს. ვიცი აქ ბევრს შეუძლია მსგავსი ანალიზური სტატიების წერა, სტივის წასვლის შემდეგ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს, ამიტომ დროა მოგვარდეს ნაწილობრივ მაინც ეს პრობლემა. გამარჯვებულს შრომის სანაცვლოდ გადაეცემა საკმაოდ სოლიდური პრიზი (პრიზი ისეთია ძველ ოლიგარქებსაც არ გაწყენთ). აქაც რეგისტრაციის მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

პ.ს. ეს ორი კონკურსი ერთმანეთისგან გავმიჯნე, რადგან მეორე შედარებით რთულია და მოითხოვს ავტორი ემსოფლიოში კარგად გარკვეული იყოს. პირველი კი, ~ მარტივია და ყველას შეუძლია მონაწილეობა.




აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით დავარიგო საკვები/იარაღი, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე და თქვენი ძალა 1000 არ აღემატება დაწერეთ კომენტარში სამხედრო მისალმება (ო7) და მიიღეთ კუთვნილი ულუფა.