[GEO] Georgian Shield!!!

Day 2,583, 17:38 Published in Georgia Australia by NO.ONE.

Georgian Shield

I take 167 BH in two weeks!!






მოგესალმებით!
გილოცავთ ყველას ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მრავალს დაესწარით!



თითქმის ყველა აქტიურმა მოთამაშემ გამიცნო უკვე, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ადამიანი. პირადობაში: ომარ ჯანგავაძე. თქვენთვის: ჯანგო
პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ მიზიდავს საინტერესო სტატიების წერა და მინდა ეს სტატიაც არ იყოს მხოლოდ ჩემ თავზე ლაპარაკი. დასაწყისისტვის მინდა დღეს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სულ პატარა სტატისტიკა გაჩვენოთ. ის ფაქტი რომ ალტერებით გატენილია საქართველო და აქტიურ მოთამასეთა რაოდენობა არ აღემატება 150-ს სამწუხარო რეალობაა. მინდა დღევანდელ არჩევნებში ყველა გამარჯვებულს მივულოცო და ვუსურვო წარმატებები კონგრესის არჩევნებში.


ჩემ სტატისტიკაში ნახავთ თუ რა აქტივობა აღინიშნებოდა საარჩევნო უბნებზე 🙂 საერთო შედეგი ძალიან დაბალია და ძალიან მაგრად ტეხავს : )

სტატისტიკა




რატომ Georgian Shield?

ქართულად შეგვიძლია ვთქვათ "ქართული ფარი" ; "ქართელი მფარველი" და ა.შ სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი ვიფიქრე სახელზე და იქედან გამომდინარე რომ ჰიპერაქტიური ვარ ამ თამაშში გადავწყვიტე ეს სახელი დამერქმია ჩემი ექაუნთისთვის. სტატიაში არსებული სურათები კი ციფრებში დაგანახებთ ჩემი სახელის გამართლებას.


რას ვაპირებ?

ჯერჯერობით ვცდილობ ყველანაირად რომ ესაქართველოს გამოვადგე რამეში და ვნახოთ რა გამომივა. ყოველთვის ვეცდები ამას რა დროც არ უნდა გავიდეს. მე პატრიოტი ვარ, ჩემი ქვეყნის ყველგან 🙂! შესაძლებელია მომავალში თურქეთის მოქალაქეობაც მივიღო ბიზნესის განვითარების გამო არ ვიცი ვნახოთ რა იქნება. ამჟამად ვარ საქართველოს ტავდაცვის მინისტრი და ვცდილობ ეს სამინისტრო იყოს ისეთი აქტიური აქამდე რომ არ ყოფილა.

რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? რა არის ჩემი მოტივაცია?

თითოეული თქვენგანის დაწერილი კომენტარი და ჩემი საქმის დანახვა და დაფასება! სხვა მეტი არაფერი. ბრძოლისთვის კიდე როგორც მოგეხსენებათ ექაუნთი სვიძინე სულ 2 კვირა და ვცდილობ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კვანძი ვიყო. მე მსურს მივაღწიო წარმატებებს ესაქართველოში. პოლიტიკაშიც, ბრძოლაშიც და ეკონომიკაშიც!

ჩემი პირადი სტატისტიკა

წინა კვირის ანუ დღე 2,576 - დღე 2,582

eსაქართველოს მთლიანი ზიანი

მკვლელობების რაოდენობის რეიტინგი _ ყველა დივიზიონი

მიყენებული ზიანის რეიტინგი _ ყველა დივიზიონი





2 კვირის წინ ანუ დღე 2,569 - დღე 2,575

eსაქართველოს მთლიანი ზიანი

მკვლელობების რაოდენობის რეიტინგი _ ყველა დივიზიონი

მიყენებული ზიანის რეიტინგი _ ყველა დივიზიონი






მე მოვხვდი TOP 100 Top Fighters სიაში!
Top 100 Best Damage will be updated daily, around 01:30 eRepublik Time.
The counting for the achievement will start with Day 1,465 of the New World.





გუშინ შევიცვალე დივიზიონი და გავხდი მეორე დივიზიონელი. ჩემთვის ეს მომენტი აღსაღნიშნავი იყო და ფოტო ფირზე აღვბეჭდე და მინდა გაგიზიაროთ 🙂 სხვათაშორის 50 ოქროიანი ფირია 🙂 🙂 🙂


დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!




თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ პირადში.

პატივისცემით ესაქართველოს თავდაცვის მინისტრი:
Georgian Shield