პრეზიდენტობის კანდიდატი Gama Datoshvili

Day 2,509, 12:28 Published in Georgia Georgia by Gama Datoshvili


მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ Gama Datoshvili. ამ თვეში მინდა საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩემზე და ჩვენ გუნდზე. როგორც მოგეხსენებათ, მე გახლდით კადეტების მეთაური წარსულში, ისეთ პერიოდში როცა კადეტების სამხედრო დანაყოფი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა - სწრედ ასეთი სახით ჩავიბარეთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მუ. ამის მიუხედავად, მე და ბენდო მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით და სიტუაცია საგრძნობლად გამოვასწორეთ.

მოგვიანებით, ასევე ვიყავი ფინანსთა მინისტრის პოსტზე. მქონდა მცდელობა რამოდენიმე ქვეყნისთვის სასიცოცხლო პროექტი განმეხორციელებინა, რომელიც სათანადოდ შეავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს და გააუმჯობესებდა ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. სამწუხაროდ, ოპოზიციამ მხარი არ დამიჭირა (არადა პროეტების სრული მონახაზი მქონდა ჩამოყალიბებული). ამის შედეგად, დავფიქრი და მივხდი რომ ამ სიტუაციაში შეუძლებელი იქნებოდა სათანადოდ მუშაობა და ამრიგად, მე და მანტექსმა შევქმენით ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც არ ეყოლებოდა ერთპიროვნული მმართველი. ამჟამად უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ასეთმა პოლიტიკურმა მიდგომამ გაამართლა და ეხლა აქ ვართ 🙂 საბოლო ჯამში მგონი ბევრი რამ გავაკეთე ესაქართველოსთვის. ალბათ ფიქრობთ, თუ რატომ უნდა დამიჭიროთ მხარი? პასუხი მარტივია, როდესაც მე მოვალ ხელისუფლებაში მე არ ვიქნები პრეზიდენტი, ერთპიროვნული მმართველი ქვეყნისა - პრეზიდენტი იქნება თითოეული ჩვენგანი! შეიქმნება ჯგუფი, სადაც კენჭისყრის საფუძველზე ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს. მეგობრებო, თუ გინდათ რომ საქართველოს მართვაში მიიღოთ მონაწილეობა, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამიჭირეთ მე, Gama Datoshvili-ს!