[FGM] ახალი პოლიტიკური ძალა

Day 3,071, 09:54 Published in Georgia Georgia by Vendetta.


ყველას მოგესალმებით


მოგეხსენებათ სულ რამოდენიმე კვირის წინ შეიქმნა ახალი პარტია რომელსაც თავისუფალი ქართული მოძრაობა ჰქვია
მე გახლავართ ამ პარტიის პრეზიდენტი...
სულ 7 თვეა რაც ვთამაშობ თამაშს და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ბევრ აცცზე მაქვს ნათამაშები... მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი ახალი ექაუნთია და მე ადრე Vendetta X თ ვთამაშობდი... მოკლეთ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩემზე მოკლედ მინდა გითხრათ რომ მაქვს სამაოდ დიდი პარტიული გამოცდილება... მოგეხსენებათ მე ჩემს მეგობარებთან ერთად ერთერთი პორველი ვარ ვინც 11 კაციან რესპუბლიკურ პარტიას ჩაუდგა სათავეში და 1 თვეში საქართველოში პირველ პარტიად აქცია რაც კონგრესის არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა...
პარტიის ეს ძალა რაღაც მიზეზებისდა გამო გამოეყო პარტიას და შევქმენით ახალი ძალა რომელსაც ზემოთხსენებული თავისუფალი ქართული მოძრაობა ეწოდება...


რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი პარტია?

პარტიელების განვითარება

იმისათვის რომ თამაში გაგიადვილდეთ საჭიროა გქონდეთ საკმარისი იარაღი საკვები ფული და ოქრო... ჩვენთან გადმოსვლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი პოლიტიკური მიმართულება და ამავდროულად ამაში მიიღოთ ანაზღაურება( ფული,ოქრო,საკვები და იარაღი.

პარტიის ჩატი


ჩვენთან არსებობს პარტიის ჩათი სადაც განიხილება სხვადასხვა თემები როგორც თამაშის შესახებ ასევე სხვა თემებზეც... ჩვენ ვართ ვირტუალური სამეგობრო...
ჩათი ასევე არის სკაიპშიც.ჩვენი გამოცდილი მოთამაშეები სიამოვნებით ეხმარებიან ჩათში დახმარების სურვილის მქონდე მოთამაშეებს.
იმისათვის რომ პარტიის ჩათში მოხვდეთ უნდა იყოთ პარტიის წევრი და პარტიის პრეზიდენტი გამოგეხმაურებათ...

საკვების,იარაღის,ფულის,გოლდების და სახლების დარიგება


ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღე საყოფაცხოვრებო პროდუქტებს რომლის განაწილება მოხდება პარტიაში ყოველკვირეულად...
თუ მისი მიღება გსურთ ჩვენთან უბრალოდ უნდა მოითხოვოთ ის...

კარიერული პოსტი
პარტიის აქტიურ და შრომისმოყვარე წევრებს შესაძებლობას ვაძლევთ თავი წარმოაჩინონ ყველაზე მაღალ დონეებში, როგორც კანონშემოქმედ, ასევე აღმსრულებელ ნაწილებში. სულ რაღაც რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კონგრესმენი, იმუშავოთ სახელმწიფოს მთავრობაში და ასევე გახდეთ ესაქართველოს პრეზიდენტი. სურვილი და შრომა ყოველთვის დაჯილდოვებული იქნება.

ურთიერთდახმარება

ყველას ესმის, რომ მხოლოდ საერთო შრომით შევძლებთ საჭირო რეზულტატის მიღებას. ამიტომ, თვეში ერთხელ, ჩვენ ვაგროვებთ შემოწირულობებს ყველასგან, ვისაც ეს სურს, რათა დავაფინანსოთ პარტია, მისი პროგრამები და ინიციატივები. ძლიერებს შეუძლიათ და ეხმარებიან სუსტებს. ამაშია გაერთიანების ძალა


წამახალისებელი პრიზები


ხარ აქტიური? შემოდი ჩვენ პარტიაში და ეს აქტიურობა დაგიფასდება... ჩვენ თვეში რამოდენიმეჯერ დავწერთ სხვადასხვა საკონკურსო სტატიას რომელშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ პარტიის წევრებს შეეძლებათ და ამ კონკურსში გამარჯვებულებს კი გადავცემთ სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს...


ხოდა, თუ თქვენ ხართ აქტიური, მიზანმიმართული პატრიოტი თქვენი ქვეყნისა, გინდათ მიიღოთ ამ თამაშისგან მეტი ვიდრე უბრალოდ შესვლა, ვარჯიში, დარტყმა და თამაშის დატოვება - გიწვევთ ჩვენს მეგობრულ პარტიაში...

პარტიაში გასაწევრიანებლად გადადით მოცემულ Link ზე