გლობალური პრობლემა E-საქართველოში

Day 2,608, 08:20 Published in Georgia Georgia by Tengiz III

სულ რაღაც 8 დღეა რაც ამ თამაშში ჩავერთე და უნდა ვაღიარო ძალიან მომწონს. საკმაოდ სააზროვნო თამაშია.
ასევე მხიბლავს ისიც, რომ E-რესპუბლიკა რეალურ სამყაროს ძალიან გავს და ამავდროულად საკმაოდ განსვავდება კიდეც.
კარგია რომ ასეთი მეგობრული გარემოა და ყველა დახმარების ხელს გიწვდის, ვისაც რითი შეუძლია.

ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო, ან არ ვიცი, შეიძლება მოწოდება დავაქრვათ ან რჩევა.

პირველ რიგში ვფიქრობ E-საქართველოს პრობლემა არის, მოქალაქეების ნაკლებობა, ეს იმით არის გამპირობებული, რომ პოპულარიცაზია არ არის eRepublik-ის (საქართველოში). მაგრამ ამისთვის, თითქმის არავინ არაფერს არ ვაკეთებთ. ვფიქრობ ნებისმიერ E-საქართველოს მოქალაქეს აქვს 1 და 2 ლარი, ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა, გახსნას ბანკში ანგარიში, ყველამ ჩავრიცხოთ 1/2/3 ლარი ვისაც რამდენი შეგვიძლია და ამ თანხით გავაკეთოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში. სადაც არსც ისე ძვირი ჯდება, მაგალითად ფეისბუქსე ჩემი ინფორმაციით 1 დღე 5$ ჯდება. ამით ძალიან ბევრ ადამიანი დაინტერესდება და დაიწყებს თამაშს. 10 000 ნახვიდან 50 კაცი დაიწყებს თამაშ, აქედან 30 მიატოვებს და 20 გააგრძელებს. დღის განმავლობაში კი მინიმუმ 15 000 ნახვა ექნება. ერთი 10/15 დღე რომ გაკეთდეს რეკლამა, სტაბილური მოთამაშეების სახით მინიმუმ 250 ადამიანი შემოგვემატება, ეს კი ქვეყანას საკმაოდ წინ წაწევს.

ასევე მოქალაქეებმა უნდა შევეცადოთ საქართველოში დავსაქმდეთ, ქვეყანას ისედაც უჭირს და ჩვენ უცხო ქვეყანაში გავრბივართ სამუშაოდ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.