[DoG] ესაქართველოს ისტორია

Day 2,782, 19:34 Published in Georgia Australia by NO.ONE.

ესაქართველოს ისტორია [ eDay: 2,766 - 2,782 ]


დიქტატურა #2 და საქართველოს სომხეთზე გალაშქრება.

წინასიტყვაობა: იქედან გამომდინარე რომ მინდა დამახინჯებულად არ გადაეცეს ეს ფაქტი მომავალ თაობას მინდა პირადად აღვწერო ეს პერიოდი, მომავლისთვის.


eDay 2,766: დღე როცა საქართველოში მეოთხე დიქტატორი დაინიშნა [ ზერო - CharlieArg ], საიდანაც დაიწყო ქვეყანაში ცვლილებები. ქვეყანას პრეზიდენტი ჯიმი მართავდა, დიქტატორი ქვეყნის მართვაში პირადად არ ერთვებოდა. ყოფილი დიქტატორი და მომავალში ვახსენებთ მომავალ დიქტატორს მშვენირი ურთიერთობა ქონდათ(დღემდე აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დღეს კითხულობთ ამ სტატიას). მომავალი დიქტატორს და ყოფილ დიქტატორს შორის იყო საუბარი სადაც შეთავაზებას ქონდა ესეთის სახე რომ დიდი ფული ჰქონდა მომავალ დიქტატორს და დიქტატორის მედლების აღების საშინელი სურვილით იყო. ამიტომ შესთავაზა რომ გადმოელოცა და ფულს ქვეყნისთვის დახარჯავდა. იქედან გამომდინარე რომ საქართველოში რეალურად დემოკრატია და აზრის თავისუფლება არის ყოფილმა დიქტატორმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მომავალმა დიქტატორმაც შესაბამისად იმოქმედა, ქმედება რომელზეც უფრო დეტალურად ქვემოთვ ვისაუბრებთ.
Ex-Dictator: Thomas Crown Jr (Gio)
Future Dictator: Georgian Shield (Jango)

ამავე დღეს ჯანგომ დანაპირები შეასრულა და როცა ყველას ეძინა ჩვენი დროით ღამის 3 საათზე გასცა ბრძანება გადატრიალების დაწყების. ბრძოლა ღამის 6 საათზე დაიწყო როცა თითქმის ყველას ეძინა. იქედან გამომდინარეც რომ კოეფიციენტი 7,14 იყო დიქტატორული რეჟიმის გადაგდება არ გასჭირვებია მეამბოხეებს.

eDay 2,767: დღე როცა ქვეყანაში დემოკრატიული მართვის რეჟიმი ვიზუალურადაც აღსდგა. დღე რომელიც მომავალი დიქტატორის ეცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო. როცა ადამიანები აკრიტიკებდნენ იმიტომ რომ თვითნებურად მოიქცა. ბევრი მუქარაც იყო. მაგრამ რამდენიმე სტატიის შემდეგ ექართVელთა უმრავლესობა მის საქციელს გაგებით მოეკიდა. ყველაფერი ამის პარალელურად ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობდა ქვეყნის წინსვლისთვის. გაჩნდა სურვილი რომ დემოკრატია დარჩენილიყო და ბევრი სჯა ბაასი იყო ამის თაობაზე.

eDay 2,768 - eDay 2,775: ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მოხდა დემოკრატიულ საქართველოში კონგრესის არჩევნები, რომლის დასრულების შემდეგ ერთმანეთის მიმდევრობით მოხდა უაზრო კანონების გამოტანა(იმპიჩმენტი, გადასახადების დაწევა, სომხეთის ბუნებრივ მტრად გამოცხადება, ასევე ეგვიპტის.)

რატომ უაზრო?

1. იმპიჩმენტის საჭიროვება არ იყო იმიტომ რომ არსებული პრეზიდენტი იმაზე კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას ვიდრე ამას ვინმე მოელოდა.
2. გადასახადების დაწევის კანონი სრულიად უმიზეზოდ და განხილვის გარეშე გამოიტანეს.
3. სომხეთის ბუნებრივ მტრად გამოცხადება მთავრობის დაუდევრობის ბრალი იყო, კონკრეტულად არავისი მაგრამ დაუგეგმავად და შესაბამისად ეს გეგმა ჩავარდა იმიტომ რომ იმ დროისთვის რა დროსაც კანონი ძალაში შევიდა მთელი სომხეთი ეგვიპტის მფლობელობაში იყო.
4. მეოთხე კანონი ყველაზე მთავარი, მთავრობას შეცდომის გამოსწორებაზე დიდი ხანი იზრუნა და საგარეოს აქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა ერთობლივად მოახდინეს მოლაპარაკებები ეგვიპტესთან და მოხდა შეთანხმება საიდანაც სომხეთის 2 მიწა უნდა დაგვეპყრო. ყველაფერი დაგეგმილი იყო, არაკეთილმა ადამიანმა მოვლენები დააჩქარა და არასწორი კანონი გამოიტანა და ეს კანონიც ჩავარდა.

eDay 2,776: დღე როცა ქვეყნის უმრავლესობა მიხვდა ქვეყანაში დიქტატურის საჭიროვებას ისევ, და მომავალმა დიქტატორმაც(ჯანგომ) არ დააყოვნა და გადატრიალება დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ზედმეტი ხარჯების გარეშე მოხდა დიქტატურის დამყარება. 2,777 დღეს ბრძოლაც დასრულდა და ქვეყანას ახალი დიქტატორი ყავდა. Georgian Shield. ამავე დღეს დიქტატორს ქონდა დიალოგი ეგვიპტის დიქტატორთან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დადებითად დასრულდა. ეგვიპტე საბოლოოდ დათანხმდა რეგიონის დათმობაზე სადაც იყო რესურსი რომელიც ჩვენ ქვეყანას ჯერ არ ქონდა და დაიწყო ამ რეგიონის სომხებისთვის დაბრუნების ბრძოლა. გადატრიალების ბრძოლის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეთანხმებით გამოცხადდა სომხეთი ბუნებრივ მტრად.

eDay 2,778 - 2,780 იმის მიუხედავად რომ რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ძალიან ცუდი გზებით ხელის შეშლას(ისეთი გზებით რაც მიუღებელია, უბრალოდ იმის პატივისცემით რომ ამ ადამიანებს ქვეყნისთვის სასიკეთოც გაუკეთებიათ, ამიტომ ამაზე დეტალურად საუბრისგან თავს შევიკავებ) დიქტატურა დამყარდა წარმატებით. და უკვე მთელი ყურადღება სომხეთის ბრძოლაზე იყო გადატანილი. წინა დღეს პრეზიდენტმა სექმნა ძალიან აკრგი სამთავრობო ორგანო სენატი: რომელშიც ზედმეტად კომპეტენტური ადამიანები შეკრიბა. სომხეთის კანონის დასრულება დილით 9ის ნახევარზე სრულდებოდა და 15 წუთის განავლობაში უნდა შეგვეტია. სენატის ჩატში ღამის 4 საათამდე მიმდინარეობდა ბრძოლის დაგეგმვა. დიქტატორმა თავისი სიყვარულის ძილისადმი წინასწარ თავი დაიზღვია და ტელეფონის ნომერი დაუტოვა თანამოაზრეებს რომ დილით ყოველი შემთხვევისთვის დაერეკათ დილით მისითვის. და მართლაც დილის 8 საათზე მის ნომერზე ჯერ სანზონიდან (Georgian Woolf) და შემდეგ უკვე გერმანიიდან(Jimmy Lev) განხორციელდა ზარი.

საბოლოოდ 9-ის ნახევარზე დავიწყეთ შეტევა, ონალინში 20ზე მეტი ადამიანი ვიყავით დილით უთენია და და ბრძოლას მოწყურებულები ცოტა ზემდმეტად გულიანადაც ვიბრძოდით.. მთლიანი ბრძოლა ჩვენს სარგებლოდ წავიყვანეთ. ამას მოყვა მეორე დღეს მეორე ბრძოლა და ასევე მისი წარმატებით დასრულება.

Georgia - Armenia
at North Armenia..


Overall Rating

Victory - Heroes





Georgia - Armenia
at Gegharkunik..
Overall Rating

Victory - Heroes


და საბოლოო შედეგიც:




ამის შემდეგ სიმშვიდე დამყარდა ქვეყანაში, სიტუაცია დალაგდა. დიქტატურა მხოლოდ ფორმალური აღმოჩნდა და ადამიანები ვისაც ნამდვილად აღელვებდა ქვეყნის ბედი განაგრძობენ ქვეყანაზე ზრუნვას. პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო აქტიური აგხდა.. ესაქართველოს სიტორიაში პირველად დაკარგა ერთპიროვნულმა ლიდერმა პირველობა პარტიების რეიტინგში. მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო მთელი ყურადღება ამ მარათონზეა გადატანილი. ამჟამინდელი მთავრობა კიდევ ისევ აქტიურად მუშაობს ქვეყნის ახალი მიზების დიდი ხნით ჩვენს შემადგენლობაში ყოფნისთვის და ასევე ახალ და საინტერესო გზებზე და იდეებზე აგრძელებს მუშაობას..

ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა, ისეთი მიწების ათვისება რომელის დიდი ხნით ქვეყნის შემადგენლობაში დარჩენის შანსები გაჩნდა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა! გააქტიურდა პოლიტიკა, შემოგვემატა ახალი ხალხი, გააქტიურდა ფბ გვერდი საქართველოს ერეპუბლიკის, დაგვიბრუნდა და გააქტიურდა რამდენიმე ძველი(ბრძენი) მოთამაშე. ჯიმიმ ყველას დაუმტკიცა თავის გუნდთან ერთად რომ ის წარმოდგენა რაც მასზე ჰქონდათ მცდარი იყო და მას შეეძლო საქმის გაკეთება.

ამ წუთებშიც სტატია იწერება და პარალელურად ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფაზე მიმდინარეობს მუშაობა და ტარდება შესაბამისი ქმედებები.



ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და შემოვუნახოთ მომავალ თაობას.


ამ პერიოდში განხორციელებული ყველა დადებით ნაბიჯში ყველა ქართველს თანაბარი წვლილი მიუძღვის. არავის არავიზე მეტი და არავის არავიზე ნაკლები!

მევასებით ექართველნო! მადლობა ყველას ერთმანეთის გვერდით დგომისთვის

P.S: ასეთი ტიპის სტატიებს ვინმე თუ მოუყრის ერთად თავს და მოკლედ ისტორიის სახელმძღვანელოსავით სეკრავს არ იქნება ურიგო.


წარმატებები ესაქართველოს!
eDay: 2,782
eRep time: 19:30
Time of Georgia: 06:30 AM



VOTE!! / Comment!! / Subs!! / Endorse!!