პრეზიდენტობის კანდიდატი გიგი სარიჯაშვილი (Casper.orillion)

Day 2,749, 22:42 Published in Georgia Iran by Pan.MJ.BY

მოგესალმებით მე ვარ პრეზიდენტობის კანდიდანტი Casper.orillion ალბათ ყველანი მიცნობთ.

მე ბევრი რამ გამიკეთებია ე-საქართველოსათვის ეს ყველა თქვენგანმა იცით. მე საქართველოს მოთამაშეებს ძალიან ხშირად ვეხმარებოდი მატერიალურად და თუ ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა ზედმიწევნით ვუხსნიდი ყველაფერს, ახლა კი გამიჩნდა სურვილი გავხდე პრეზიდენტი და გავატარო ძლიერი რეფორმები რომ ყველა მოთამაშის ე-ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო და სახალისო.

გეგმები:
1.ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო [კულტურის სამინისტრო] სტატია ახალი სამინისტროს შესახებ იხილეთ აქ
ასევე მინდა გითხრათ რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში MORAL1994 იქნება პირველი კულტურის მინისტრი საქართველოში ვინაიდან და რადგანაც მას ეკუთვნის ეს იდეა.
2. ასევე გავაცოცხლებ კონგრესის მუშაობას
დაწვრილებით იხილეთ აქ.
3.დავიწყებთ მოძიებას მოკავშირეებისა და პირადად მე დავაფინანსებ 3 MMP -s
4. ყველა მოთამაშე ჩაებმევა ქვეყნის მართვაში. კონგრესი კი მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველა მოთამაშეს შეეძლება გამოხატოს თავისი აზრი ყოველკვირეულ გაზეთშო რომელსაც წარმოადგენს კომუნიკაციის მინისტრი. იქ დაიწერება შეჯამება კვირის და ასევე ახალი გეგმები დაიწერება კომენტარებში მოსახლეობისაგან. იქ ხალხი გამოთქვამს თავის აზრს განხორციელებული რეფორმების შესახებ და დაწერს თავის იდეას.

ესაა ჩემი გეგმები პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში. მინდა მოგიწოდოთ რომ მე დამიჭიროთ მხარი.

[იფიქრეთ განსხვავებულად.]


პატივისცემით: პრეზიდენტობის კანდიდანტი გიგი სარიჯაშვილი (Сasper.orillion)