[Avengers] ჩემი თვალით დანახული

Day 2,769, 12:50 Published in Georgia Australia by NO.ONE.

5 წუთის წინ შედგა უკვე შეთანხმება ჩილესთან. ესეც სიახლე რომელიც ამ სტატიაში არ ეწერა და ჩავამატე. აბა კონგრესმენობა თქვენ იცით და როგორმე არ დაეთანხმოთ 😉

უნდა დაეთანხმოთ რათქმაუნდა.


მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო ამ სტატიით მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ამჟამინდელი მდგომარეობა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ თუ რას ვაპირებ. და ასევე მინდა გითხრათ თუ როგორ ვხედავ ჩემი დიქტატორობის ხანაში ქვეყნის მართვლი გუნდის ფორმას და ასევე მინდა ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე გელაპარაკოთ..

1. ისევ და ისევ საბრძნეთზე მინდა გითხრათ. როგორც იცით 3 დღის წინ ველაპარაკე მოფას საბერძნეთისა რომელმაც მიტხრა რომ თურქეთთან უნდა გაევლო ეს საკიტხი. თურქეთმა მწვანე შუქი აანთო იასნია. ამდენი ხანი რომ არ მომწერა მეთქი დროს წელავს და უარის თემა ვიფიქრე და დღეს მივწერე რომ მეთქი მარტივად თუ გინდათ მომწერეთ კი თუ არადა მარტივად არათქო. რომელმაც მომიბოდიშა და მიპასუხა რომ დიქტატორული რეჟიმი არ არის საბერძნეთში და კონგრესში გადააგზავნა სამსჯელად და ამის დამადასტურებელი სქრინიც მაჩვენა და მითხრა რომ უნდა დაველოდოთ აუცილებლად მის გადაწყვეტილებას.

მოკლედ ისევ ველოდებით რამდენიმე დღე საბერძნეთის კონგრესს. ასევე შევეხმიანე ჩილეს მთავრობას, ასევე პერუს მთავრობას. იტალიაზე კი იცით გითხარით მგონი. მითხრეს რომ ამ თვეში მპპ-ს ფული აღარ გვაქვსო და მეთქი ბიუჯეთი არც ჩვენ გვაქვს სავალალო და ვერ დავაფინანსებთ ორივე მხარესთქო და გავშორდით. პერუსგან, ჩილესგან პასუხი არ არის უკვე ერთი დღეა.

2.
ეხლა კიდე რაც შეეხება ჩემი თვალით დანახულ ქვეყნის მმართველი გუნდის ფორმას. პირველი რაც მინდა ვთქვა ისაა რომ ამას პრეზიდენტები გადაწყვიტავს მაგრამ ჩემი პოზიცია და სურვილიც მინდა დავაფიქსირო.

a) პრეზიდენტი - ყველაფრის მმართველი, რომელსაც მოადგილე არ ესაჭიროვება დამატებითი რათქმაუნდა.
b) პრემიერმინისტრი - ეს არის ვიცე პრეზიდენტი და არც ამ ადამიანს ესაჭიროვება დამატებითი მოადგილე. ეს ადამიანი თავად პრეზიდენტის მოადგილეა.
c) თავდაცვის მინისტრი - ამ თანამდებობაზე უნდა შეირჩეს ადამიანი ვინც დიდ დროს ატარებს თამაშში და ყოველიშემთხვევისთვის დაზღვევა რომ ქონდეს მხოლოდ ერთი მოადგილე საკმარისია რომ მის არ ყოფნაში ქვეყანას მოუწოდოს საჯარისო აქტივობისთვის.
d) განათლების მინისტრი - გამოცდილი მოთამაშე ვინც შემეცნებით სტატიებს დაწერს და ყველა კითხვას უპასუხებს ახლებისა. არაა საჭირო არანაირად მოადგილე არც აქ.
e) ფინანსთა მინისტრი - მოადგილის გარეშე რათქმაუნდა.
f) საგარეო საქმეთა მინისტრი - ინგლისურის მცოდნე უნდა იყოს და ერთი ასევე ინგლისურის კარგი მცოდნე უნდა ყავდეს მოადგილე რომელსაც აღწერაში უნდა ეწეროს პროფილზე მიის თანამდებობა და საგარეო საქმეთა მინისტრსაც უნდა ეწეროს პროილის აღწერაში რომ მოადგილე ყავს.

g) დანარჩენი სამინისტროების საერთოდ საჭიროებას და მიზანს და აუცილებლობას ვერ ვხეედავ საჭიროდ მაგრამ რადგან გინდათ და ჯიგარი ქავთ და აქტიურობთ ბაზარი არაა იყოს კულტურაც, იყოს იუსტიციაც მაგრამ არ გინდათ ეს 37 მოადგილე იყოს ერთი მინისტრი და თუ რამე გაკეთდება ერთი ადამიანიც გააკეთებს... არაა საჭიროა 27 სტატია 5 განსხვავებული ადამიანისგან. თან ეს ყველაფერი ისე ოფიციალურად ხდება ხოლმე რომ ცოტა სასაცილოა არ მიწყინოთ. იფიქრეთ ამაზე. საჭირო არაა მოადგილეები იყოს სამინისტროები და იყოს მხოლოდ ერთი კაცი მმართველი.

h) ახლების თამაშში დატოვებაზე კარგი იდეა აქვს ავეუნს ახალ სამინსიტრსთან დაკავშირებით და ის გააჟღერებს ახალ პრეზიდენტთან ერთად ამ სიახლეზე და მგონი კარგი იდეაა იმიტომ რომ ამ კუთხით ნამდვილად არის სამუშაო.


დასკვნა: ძალიან მწირი საზოგადოებაა და აქედან 50% თანამდებობაზეა შესაბამსიად აღარ მიდიას პოლიტიკის აქტივობა და რაც უფრო ნაკლები თანამდებობის ადამიანი იქნება მით უფრო გააქტიურდება თანამდებობაზე არ მყოფი ადამიანი პოლიტიკაში. ამ კუთხით შეხედეთ ჩემს სურვილს.




3. აი ამ სიახლეზე კიდე მთლიანად ვიყენებ ჩემს მომავალ პოსტს და გეტყვით რომ ეს სიახლე იქნება განხილვის გარეშე! ყველა აქტივობა გახდება დაბეგვრადი! ბეგარა ვინც ფინანსებში ერკვევა მიხვდება რაცაა და ვინც ვერ ერკვევა ავხსნი კარგად. ბეგარის ოდენობა იქნება 20%.

ნებისმიერი აქტივობა რომელიც სატიის სახით არის გათამაშება თუ საჭმლის დარიგება(რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეთით არ ხორციელდება) ყველა ოპერაცია დაიბეგრება..

მაგ1: ბოლო დროს ჩატარებული თავდაცვის სანიმინსტროს კონკურსი ავიღოთ სადაც მე მივიღე 5000ლარი და სტრატეგიმ 3500 ლარი, ამ თანხების 80% მივა ადრესატამდე და დანარჩენი წავა ბიუჯეტში. ამას გააკეთებს ადამიანი ვინც ატარებს კონკურსს.

მაგ2: საჭმლის დარიგებას რომელსაც სახელმწიფო არ დააფინანსებს მოუწევს დაბეგვრაც.. როცა საჭმლის დარიგება შეწყდება პირადად მე ან ფინანსთა მინისტრი დაითვლის რამდენი დარიგდა მერე საბაზრო ფასსზე გაამრავლებს და გამოთვლის რამდენი ექნება საჭმლის დამრიგებელს ბიუჯეტში შესატანი..


ეს არის ძალიან კარგი სიახლე და კარგად დაფიქრდით სანამ ცუდ იტყვით რამეს ამ იდეის შესახებ! ყველანაირად ვცდილობ რომ ბიუჯეტის გაზრდის გზები მოვიფიქრო ამ არსებულ სიტუაციაში და ეს ერთ-ერთი კარგი ღონისძიებაა..
დევიზით: დაიბეგრება ყველაფერი, გარდა სახელმწიფოს მიერ საჭმლის დარიგებისა!

კონკურსები სახელმწიფოს მიერ ჩატარებულებიც დაიბეგრება.


კითხვები და შენიშვნები კომენტარებში გამოუშვით.. ნებისმიერი უსაფუძვლო და უაზრო კომენტარი ჩემგან უყურადღებოდ იქნება დატოვებული. ნორმალურად დაფიქსირებულ აზრს კიდევ ჩემს დაწერილზე მეტი ყურადღებით წავიკითხავ.