საპრეზიდენტო არჩევნები #3 საქართველოში

Day 2,447, 07:25 Published in Georgia Georgia by Mephistophiles

გამარჯობა მოქალაქეებო,
მალე (5 აგვისტოსს) არის ესაქართველოს მესამე საპრეზიდენტო არჩევნები.
ესაქართველოს ყველაზე დიდი და ძველი პარტიის გაერთიანებული საქართველოს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ მე.

წინა თვის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა ესაქართველოში, ბევრი კარგი, ზოგი არც ისე, მაგრამ მინდა დავწერო ყველაფერი კარგი, რაც ჩვენმა მიმდინარე მთავრობამ გააკეთა, რათა დაგეხმაროთ არჩევანის გაკეთებაში.

ჩვენი მთავრობა შემდეგნაირად გამოიყურება:
პრეზიდენტი - Rosmedian
პრემიერ-მინისტრი — R. P. McMurphy
თავდაცვის მინისტრი — paskunji
საგარეო საქმეთა მინისტრი — xSteviex
ეკონომიკის მინისტრი — Jimmy Levy
განათლების მინისტრი — Aveun

ყოფილი პრემიერ-მინისტრი — Georgian wolf (გადადგა თავისი ნებით)
ყოფილი თავდაცვის მინისტრი — Temsona777 (გადადგა თავისი ნებით ინტერნეტის პრობლემების გამო)


განათლების მინისტრმა კარგად იმუშავა და შეასრულა თავისი საქმე, რომელიცაა ახლების დახმარება. მან გამოუშვა რამდენიმე სტატია ახლების დასახმარებლად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თავდაცვის მინისტრი ყოველთვის დროულად უშვებდა ძალიან კარგად გაკეთებულ ბრძანებებს.
მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ აქ, დანარჩენი ყველა შეგიძლიათ ნახოს მის გაზეთში.

ფინანსთა მინისტრის შექმნილი გეგმაც, ფიქსირებულ ფასებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ საგარეო საქმეებშიც. ჩვენი ქვეყანა გახდა ერთი დიდი ოჯახის, ახალი ალიანსის წევრი, სახელად Root. (რეფერენდუმის შემდეგ) ალიანსი შექმნის დღიდან გვეხმარება ბრძოლებში და დიპლომატიაშიც, ასევე ვეხმარებით ჩვენც, რაც კარგად გამოჩნდა ლიტვაზე თავდასხვის დროს.



ამჟამად, აფხაზეთი მიქირავებული გვაქვს თურქეთისთვის, რისთვისაც 25 000 ლარს გვიხდიან ყოველთვე. ეს ბევრად მეტია იმაზე, რასაც ჩვენ ავიღებდით ამ რეგიონიდან.

დასავლეთ საქართველო უკავია ჩვენი მოკავშირე ალიანსის წევრს, პოლონეთს, რომელიც გადმოგვცემს ამ რეგიონს ოქროს ამოწურვის შემდეგ. ასე, რომ ამ რეგიონის დაბრუნებაც მალე მოხდება (თუ ჩვენ დავრჩით მთავრობაში). ყველა დანარჩენი რეგიონი დაბრუნებული გვაქვს. პოლონეთმა 5 000 GEL გადმოგვირიცხა (რომელიც ბიუჯეტში ჩაირიცხა) რეგიონის დროებითი "ოკუპაციის" გამო.
წინ საფრთხე გველის რუსეთისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლეთ საქართველოს რეგიონზე. ისინი დამიკავშირდნენ და არენდა შემომთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ჩვენი გამოცდილი მთავრობა შეძლებს ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს ამის შენარჩუნებისთვის და თუ საქმე ომამდე მივიდა, ჩვენი ახალი ალიანსის დახმარებით, არც მაგას შევუშინდებით.


ყველა სამინისტროს უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ყველა მინისტრს ეყოლება ერთი ან ორი მოადგილე. მინისტრა კაბინეტის ნაწილიც შეიცვლება.
ფასკუნჯის აღარ უნდა მინისტრობა, ამიტომ მის ადგილს დაიკავებს ManteX (რომელიც აირჩევს მის დამხმარეებსაც). როგორც ფასკუნჯი დაგვპირდა, გაზეთთან დაკავშირებით ჩაუტარებს კონსულტაციებს ახალ მინისტრს :დ
მთავრობას შემოუერთდება ასევე Besman.
ფინანსთა მინისტრი აღარ იქნება ჯიმი და მის ადგილს დაიკავებს ვინმე სხვა.
სავარაუდოდ, კაატინგაც დატოვებს მის პოზიციას (მისი ნების თანახმად)
ასე, ვინმეს თუ აქვს ამბიციები ჩვენთან მოხვედრის, ყველას აქვს შანსი. ამისთვის საჭიროა დამიკავშირდეთ პმ-ში და მითხრათ, რა გეგმები გაქვთ და რის გაუმჯობესებას შეძლებთ.



ჩვენთან მედია მკვდარია და ვაპირებთ მის გაცოცხლებას.
დაინიშნება ფულადი პრემია მათთვის, ვინც დაწერს კარგ სტატიებს, სხვადასხვა სახის. გამარჯვებულები მოაგროვებენ Subscriber-ებს და ასევე მიიღებენ მთავრობისგან ჯილდოებს.
ჩვენი აზრით, ეს უბიძგებს ხალხს, რომ მეტი წერონ და ასევე შეიქმნება კონკურენცია.

ჩვენი მიდგომა Military Unit-ების მიმართ შეიცვლება.
დაკვირვების შედეგად, აღარ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ეფექტურია მათი გაერთიანება.
პირიქით, მხარს ვუჭერთ კერძო დანაყოფებს, რადგანაც ეს ხელს უწყობს მათ ეფექტურობას და ორგანიზებას, რაც კარგად ვნახეთ N7-ის მაგალითზე.
აღარ გვეყოლება სახელმწიფო დანაყოფი, ყველა იქნება კერძო. გამონაკლისი იქნება კადეტების დანაყოფი, რომელიც კარგად ეხმარება ყველა ახალ-მოსულს.

ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, აქ არ დაეტევა, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რამხელა პროგრესი გვქონდა ამ თვის განმავლობაში, თუ გინდათ ასე გაგრძელება (არა, უკეთესადაც კი), ხმა მოგვეცით ჩვენ, კარგად გამოცდილ მთავრობას, რომელიც ყველაზე კარგად გაუმკლავდება მომავალ საფრთხეებს, რომელიც მრავალი მხრიდან გველის.