ინტერვიუ პრეზიდენტთან

Day 3,012, 20:57 Published in Georgia Iran by Hepesto

მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაზეთ The Patriot voice _ ში სტუმრად გახლდათ ესაქართველოს პრეზიდენტი , ბ.Sebastian Vettell რომელმაც ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩვენს პრეზიდენტთან .


The patriot Voice : თქვენ ამ არჩევნებზე , თქვენი კანდიდატურა მოხსენით და მხარს უჭერდით სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს, ამისდამიუხედავად ესაქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მაინც თქვენ აგირჩიათ , როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა დასკვნა გამოიტანეთ აქედან ?


Sebastian Vettell : კანდიდატურის მოხსნა გვიან გადავწყვიტე, ისეთ დროს რომ თამაში ჩემი სიიდან ამოღებბის უფლებას არ გვაძლევდა. ეს გადაწყვეტილებაც უცებ მივიგე, ემოციურ ფონზე შემეცვალა აზრი, იყო თუ არა სურპრიზი, სიმართლე გითხრა არა, როცა ლუკამ მომწერა სიიდან ვერ გიღებო ავდექი და სტატია დავწერე მაგრამ გულის სიღმეში ვიცოდი რომ ისევ ჩვენ გავიმარჯვებდით, ალექსანდრეს არავინ იცნობდა და ისე გამოვიდა რა შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველსო.

The patriot Voice : რა პოლიტიკური გეგმები გაქვთ მომდევნო არჩევნებიზე , გეგმავთ თუ არა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ?

Sebastian Vettell : არა რაღა მონაწილეობა, ჯერ ერთი რომ დავიღალე მეორე კიდევ უნამუსობაა, აწი სხვამ უნდა ჩაიბაროს ქვეყანა.

The patriot Voice : რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემდით საბერძნეთის, მე ვიტყოდი ღალატს და მოწინააღმდეგის ბანაკში გადასვლას ?

Sebastian Vettell : ბევრმა არ იცის რა ხდება საბერძნეთში, საბერძნეთი ორადაა გახლეჩილი, ნახევარი ემხრობა ასტერიას მეორე ნახევარი თურქეთ/ხორვატიას, ადრე როცა საბერძნეთის მთავრობა ედენს გამოეყო და გადაწყვიტა ასტერიას დაახლოვებოდა რამდენიმე ბერძენმა ჩამოაყალიბა სამხედრო დანაყოფი სახელად ტერორისტები ახლა ცნობილი როგორც GAMA. ეს დანაყოფი არ ემხრობოდა მთავრობას და იჭერდა თურქეთ/ხორვატიის მხარეს. რამდენიმე თვის წინ როცა ქვეყანას სათავეში Myrmid0nas-ი ჩაუდგა ყველაფერი დალაგდა და საბერძნეთი ასტერიას მაქსიმალურად დაშორდა, მაგრამ ახალმა მთავრობამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილებები და ისევ უკან სვლა დაიწყო, ასე რომ ერთი სიტყვით საბერძნეთი რთული თემაა. ვნახოთ რას იზავს შემდეგი მთავრობა.

The patriot Voice : როგორ ხედავთ საქართველოს ხვალინდელ დღეს, მოვახერხებთ თუ არა ბრაზილიის რეგიონიდან გაძევებას ?

Sebastian Vettell : მოვახერხებთ ოღონდ ეს ხვალ იქნება, 1 კვირაში თუ 1 თვეში რთული სათქმელია, ვაკეთებთ ყველაფერს რასაც შეგვიძლია, ამ ბოლო 1 თვეში გვქონდა აუღწერელად დიდი ხარჯები რამაც ცოტა დაგვასუსტა მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგში ჩადგება და ისევ მივიტანთ შეტევას.

The patriot Voice : რა გეგმები გაქვთ მას შემდეგ თუ თქვენი გეგმა გაამართლებს და მოვახერხებთ ბრაზილიის გაძევებას და გაქვთ თუ არა სათადარიგო გეგმა და რაში მდგომარეობს იგი ?

Sebastian Vettell : ბრაზილიის გაძევების შემდეგ მოხდება შიდა პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილება, კერძოდ კი ახალწვეულებზე, მიუხედავად იმისა რომ ავთომ,გამამ,ვენდეტამ და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ფენომენალური სამუშაო გასწიეს კადეტების დივიზიაში, მთავრობისგან საჭიროა მეტი ყურადღება, არა მათგან არამედ პრეზიდენტისგან და დანარჩენი წევრებისგან, ჩვენ ეს 100% ვერ მოვახერხეთ იმიტომ რომ როგორც იცით მე,ლუკა და ჩვენი პრემიერი საგარეო საქმეებზე ვართ გადართულები.

გაზეთი The patriot Voice კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ბ.Sebastian Vettell , ვისურვებთ წარმატებებს და წინ სვლას .

ყველგან და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის The Patriot Voice