პრეზიდენტის განცხადება

Day 3,011, 08:36 Published in Georgia Iran by Hepesto

გაზეთი The Patriot Voice _ ი გთავაზობთ პრეზიდენტის განცხადებას , გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ , ამას ვაკეთებ იმიტომ , რომ შემდგომში არ ატყდეს პანიკა რატომ ვთმობთ მიწებსო ?! , ასე რომ დაკვირვებით წაიკითხეთ და გაავრცელეთ 🙂

ყველგან და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის
The Patriot Voice

"სამთავრობო ჩატში, ბიჭებმა გადავწყვიტეთ ბრაზილიას დავაპყრობინოთ თავი ბოლომდე და მერე აჯანყებებით წამოვიღოთ.
რატომ?
იმიტომ რომ ისინი გვირტყამენ ღამით, როცა ჩვენ გვძინავს. ასევე მაშინ როცა ჩვენს მოკავშირეებს სძინავთ. ამიტომ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. დაგვიპყრონ, წამოვიღოთ აჯანყებებით და ნე დავასწროთ. ნე თუ დავასწარით მაშინ ბრაზილიას გავაძევებთ ჩვენი რეგიონიდან, ამაში 99% პროცენტით დარწმუნებული ვარ.
რატომ?
იგივე პრინციპით ვიმოქმედებთ ჩვენ დავარტყამთ დღე, როცა მათ ეძინებათ, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები კი ფხიზლად ვიქნებით.

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი თავგანწირვისთვის, ვინც თავი გაწირა.
მეც რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე. ბოლოს კი შეუძლებელი იყო მაგ ხელის მოტრიალება და შევეშვით.

ასევე მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვისაც რაიმე თანხის დახმარების საშუალება გაქვთ დაგვეხმარეთ. დაინიშნება ვინმე ერთი ნდობით აღჭურვილი პირი და იმას ჩაურიცხეთ>
მე ამ ომში ნახევარ მილიარდზე მეტი დავხარჯე. კიდევ მოვქუჩავ ერთი ორასი ათასს, ვიცი რომ ვეტელიც აპირებს კიდევ დამატებით ნახევარი მილიარდის ყიდვას. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ყოფნის მწვანეების გაძევებას.
ჩენ უნდა გავატაროთ აგრესიული პოლიტიკა. აგრესიულად უნდა შევუტიოთ. ამისთვის ფულია საჭირო.

ბიჭებო, მოემზადეთ. შეივსეთ მარაგები და დავამყაროთ ნანატრი მშვიდობა.

დიდება საქართველოს. დიდება ერთიანობას. დიდება მეგობრობას.
"