სამხრეთი

Day 3,009, 06:09 Published in Georgia Iran by Hepesto

გამარჯობათ, მინდა ავღნიშნო, რომ მე გამოვთქვავ ჩემს აზრს და იმისდამიუხედავად , რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის დემოკრატია , (თუმცა მგონი ყველამ ვიცით რომ დამყარებული დიქტატურა ეს გამოსავალი იყო და ამ თემას აღარ განვავრცობ ) ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
მე ვფიქრობ , რომ ჩვენი თავდაცვისათვის კარგი იქნება თუ ჩვენ სომხეთან დავამყარებთ უფრო ახლო ურთიერთობას , და მოვახდენთ მათთან მოკავშირეობას, მინდა ავღნიშნო , რომ სომხეთი დღეს მარტო ცდილობდა ( და ცდილობს ) ბრაზილიის ( ჩვენი ნაციონალური მტრის ) რეგიონიდან გაძევებას, მე ვფიქრობ , რომ ჩვენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება , რომლის წყალობითაც დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ სომხეთის ტერიტორიის 40% მართებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვახერხებდით ბრაზილიის ( რეალურად ჩვენი ძირითადი მტერის ) რეგიონიდან გაძევებას , თუმცა ეს ვეღარ მოხერხდა , და ჩემი აზრით მიზეზი ჩვენ ვართ, სომხეთმა ვეღარ შეძლო საკუთარი რეგიონების განთავისუფლება , იმიტომ , რომ ჩვენ ზურგში ფრონტი გავუხსენით ?! მე ვფიქრობ , ჯობდა ცოტა მოგვეცადა , და მას შემდეგ დავსხმოდით სომხეთს თავს როცა ბრაზილია რეგიონს დატოვებდა, მანმდე კი ჯობდა ჩვენ მათთვის დახმარება გაგვეწია . ხოლო შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება დაგვედო, რომლის საფუძველზე მათი ჩრდილო რეგიონი ჩვენს კონტროლ ქვეშ დარჩებოდა ნაციონალური ისაფრთხოების თვალსაზრისით.

ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და გთხოვთ დატოვეთ კომენტარები და გამოიწერეთ გაზეთი 🙂

ყველგან და ყოლველთვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის !!
The Patriot voice