☼ სა პრეზიდენტო კანდიდატი ^_^

Day 3,006, 02:51 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


ალოჰა მეგობრებო! 😁,
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომანატრეთ თავი 🙂

თითქმის ერთი კვირაა რაც დავტოვე პოსტი და აღარ ვარ თქვენი განათლების მინისტრი. რა თქმა უნდა ცოტა ამოვისუნთქე და დავისვენე, მაგრამ ხანდახან მაინც მიჩნდება სურვილი ისევ ამ საქმით დაკავების და თქვენი ასე ვთქვათ განათლებით

მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე ბოლომდე "ჯიგრულად" დასვენებას ვაპირებდი, რამოდენიმე დღის წინ გავიგე რომ თურმე ეკონომიკის სამინისტრო ჩაუბარებიათ ჩემთვის
წინა სამინისტროსგან განსხვავებით ეს ნაკლებად დამტვირთველი მომეჩვენა, ასე რომ დავთანხმდი.

შესაბამისად მოემზადეთ ჩემი ახალი "გაიდებით", განსაკუთრებით პირველით, სადაც ახსნილი იქნება თამაშში ფულის შოვნის ყველა ცნობილი ხერხი და ასევე მათი მიღების მარტივი გზები

ეხლა კი ნელნელა მივუდგეთ იმ მთავარ სათქმელს რის გამოც აქ შემოგიყვანეთ 🙂

გუშინ მე დავტოვე ეროვნულ დემოკრატიული პარტია და შევუერთდი პარტია Georgian Reformers!

ამის მიზეზები ბევრია, შევეცდები მოკლედ აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილება.

ე.დ.პ. ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი პირველი პარტია რომელშიც გავწევრიანდი როცა თამაში დავიწყე და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში!
თუმცა ყველას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, მათ შორის ე.დ.პ._საც.

ბევრი სიტყვა რომ არ გამომივიდეს, მოდით ამ სტატიაში ვისაუბრებ მხოლოდ ახალ პარტიაზე და ჩემ გეგმებზე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Georgian Reformers_ში გადასვლის გახლდათ ახალბედები!

მოგეხსენებათ ორი კვირის წინ გაკეთებული Baby Boom_ის შედეგად ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოგვემატა.
მათი უმეტესი ნაწილი გამოირჩევა დიდი აქტიურობით და ჩვენი ვირტუალური საქართველოსადმი თავდადებით.

ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ახალი ბაზა, სადაც ყველა ახალწვეულს შეუძლია შემოვიდეს და განვითარდეს როგორც პოლიტიკურად, ასევე თამაშის სხვა საკითხებშიც.

ამ საქმისთვის კი Georgian Reformers ყველაზე უკეთ გამოდგება, რადგან ეს პარტია გამოირჩევა თავისი დამოუკიდებლობით სხვა პარტიების მიმართ და მას აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში.

მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ამ პარტიიდან ერთი დაუსაბუთებელი კრიტიკაც არ გამოქვეყნდება!

ამ თამაშში ვერავინ ვერ დამადანაშაულებს რომელიმე პარტიისადმი ხელის გადასმას. თუმცა რა თქმა უნდა მე ყველასთან ვცდილობ დავიჭირო მეგობრული ურთიერთობა, ჩემთვის მიუღებელია თამაშის გამო ვინმეს ლანძღვა და შეურაცჰყოფა!
თუ ვინმეს აკრიტიკებ, უნდა გააკრიტიკო მისი თამაში და არა თავად პიროვნება!
და კრიტიკაც ყოველთვის უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული!
დემაგოგობისთვის სხვაგან მიმართეთ!

ყველა ახალწვეულს და ასევე ძველ გამოცდილ მოთამაშეებს მოვუწოდებ შემომიერთდეს!

მეგობრებო ეს უბრალოდ პოლიტიკის ამბავი არაა!
გაითვალისწინეთ, რომ აქ ზოგიერთები წლებია თამაშობს, ბევრი კარგი ძველი მოთამაშე წავიდა თამაშიდან, ასევე კიდე ბევრი წავა.. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა თამაშში.

ჩემი სურვილია ქვეყანას ყავდეს ახალი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალში დაიკავებს ძველების ადგილს და თავად ჩადგება ქვეყნის სათავეში.

სწორი და სამართლიანი მართველობისათვის კი აუცილებელია ისინი არ იყვნენ დამოკიდებულები ტოპ პარტიებზე, რადგან მათ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი იდეოლოგია და დასახულ აქვთ გზა!

ჩვენ კი მეგობრებო უნდა შევქმნათ ახალი ძალა, ახალი იდიოლოგიით და ახალი მიზნით!
რომელიც არ იქნება სხვა პარტიების მიმართ მტრულად განწყობილი, არამედ ყველასთან შეეცდება თანამშრომლობას და პირველ რიგში ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას!

ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩემ გეგმებს რომლებიც დამეხმარება ზემოთ მოყვანილ მიზნების მისაღწევად :

• პირველ რიგში შეიქმნება შიდა საპარტიო ჩათი, სადაც განიხილება ყველა პოლიტიკური და სხვა მოვლენები.
• საწყის ეტეპზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება 12 დღეში ტოპ 5 პარტიაში შესვლა, რათა შევძლოთ კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა და ახალბედების კონგრესში მოხვედრა!
• შეიქმნება საპარტიო ბიუჭეტი, რომელიც დაფინანსდება მთავრობის და პარტიის წევრების დახმარებით. იგი გამოყენებული იქნება ახალწვეულთა მომარაგებაში და მათ განვითარებაში.
პარტიის სახელით გამოქვეყნდება სტატიები სადაც განხილული იქნება ქვეყნის შიდა თუ გარე მოვლენები.

ჯერ-ჯერობით ეს არის ჩემი პრიორიტეტული გეგმები უახლოესი 2 კვირის მანძილზე (მიუხედავად იმისა გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები).
ასევე გეგმაში მაქვს პარტიას შევუცვალოთ სახელი და გერბი, თუმცა ამას გადავწყვეტთ მთლიანი პარტიით არჩევნების შემდეგ.

გელოდებით მეგობრებო Georgian Reformers_ში!
იმედია დამეხმარებით ამ წამოწყებაში და ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას!!

ყველას გისურვებთ წარმატებას როგორც თამაშში ასევე რეალურ ცხოვრებაში :3
o7 და ჰაკუნა მატატა!