პრეზიდენტის არჩევანი

Day 2,998, 02:04 Published in Georgia Iran by Hepesto

პირველ რიგში მოგესალმებით , მინდა დღეს შევეხო საპრეზიდენტო არჩევნებს , რომელიც შეიძლება ითქვას კარზე მოგვადგა . საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ როგორც ესაქართველოს მოქალაქეები ვალდებულები ვართ კეთილსინდისერად მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში და პატივი ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ზოგადად სწორედ ეს არის დემოკრატიული არჩევნების არსი , მაგრამ დღეს მოხდა ჩემთვის სრულიად აღმაშფოთებელი რამ, ესაქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ( რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ) სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, და ეს საქციელი ახალი სისხლის საჭიროებით და ერთგვარი შანსის მიცემით ახსნა, მაგრამ შანს აძლევს ვის ?! ახალ კანდიდატს თუ ესაქართველოს, განა ეხლა არის ის დრო როცა ექსპერიმენტების ჩატარება გამართლებული იქნებოდა ?! ან ეს გადაწყვეტილება არღვევს თუ არ დემოკრატიული არჩევნების პრინციპს , რომელიც როგორც ზევით ავღნიშნე დაფუძნებულია ხალხის თავისუფალ არჩევანზე და არა რომელიმე ერთი პიროვნების ინტერესზე და მის გადაწყვეტლიებაზე !!! ასევე ხასგასასმელია ზოგადად ესაქართველოს ახლანდელ მდგომარეობას , რაც სახარბიელო ნამდვილად არ არის , მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა სრულიად არის ოკუპირებული , არც ჩვენ მოკავშირეებს ადგათ კარგი დღე , უკვე მესამე დღეა რაც თურქეთი მეტ-ნაკლებად წარმატებულად ებრძვის ირანს , და ირანსა და თურქეთის ომმს დასასრული არ უჩანს , რაც ჩვენ შანს არ გვაძლევს ირანის მოკავშირისგან ( ბრაზილიას ვგულისხმობ ) თავისუფლება მოვიპოვოთ . დაფიქრდით ამაზე და გთხოვთ თუ სტატია მოეწონებათ ან არ მოგეწონებათ შესაბამისი კომენტარები დატოვეთ და გთხოვთ VOTE 🙂

The Patriot Voice