მეტი არჩევანი

Day 2,994, 03:29 Published in Georgia Iran by Hepesto

დღეს მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს , მაგრამ სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე მინდა ასევე შევეხო აფხაზეთში დაწყებულ აჯანყებას , რომელიც ჩემი აზრით დემორალიზირებული და ყოვლად უშედეგო იყო და არის სამწუხაროდ , მართალია ჯერ არ დამთავრებულა ბრძოლა მაგრამ შედეგი უკვე სახეზეა 6 - 76 , საერთოდ რატომ მოხდა აჯანყება სოხუმში ? რა სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა სოხუმის აღებას ? ან რატომ აჯანყდა საქრთველო ? როცა მისმა სტრატეგიულმა მოკავშირემ , თურქეთმა სასტიკი მარცხი იწვნია ირანთან და მოპოვებული უპირატესობა დაკარგა ? ნუთუ თავდაცვის მინისტრს ამაზე არ უნდა ეფიქრა ? ან საერთოდ რატომ არ ხდება წინასწარ დაგეგმვა ყოველი ნაბიჯის , ეს აჯანყება იყო მხოლოდ აჯანყებისთვის თუ რაიმე მიზანი ჰქონდა ? ჩემი აზრით სანამ რომელიმე რეგიონს ავაჯანყებთ უნდა მოხდეს წინასწარი გათვლები და საუბრები გეგმაზე , ეს უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს ბრძოლას, იქნება ბევრად მობილიზირებული და ბევრად შედეგიანი . რაც შეეხება ძირითად თემას , მალე არჩევნებია, მე პირადად არ მყავს გამორჩეული ფავორიტი მაგრამ მოკლედ მაინც მინდა შევეხო ამ თემას , ცოტახნის წინ წავიკითხე სტატია , სადაც საუბარი იყო დღევანდელი მთავრობის უნიათობაზე , მაგრამ მე ამ აზრს არ ვიზიარებ, არ ვამბობ, რომ მთავრობა ყველაფერს კარგად და სწორად აკეთებს მაგრამ მინდა ავღნიშნო , რომ ოპოზიციური კანდიდატი მარტო კრიტიკით ცდილობს მიზნის მიხწევას ,ხოლო სამომავლო გეგმებზე არავინ საუბრობს , რაც ნამდვილად არ არის სწორი , მგონი უფრო მეტი დიალოგია საჭირო დივიზიებთან , უნდა გამოინახოს საშუალება რომელიც უფრო დაახლოვებს ერთმანეთთან სხვადასხვა დანაყოფებს და მეტ ეფექტურობას და მოქნილობას მიანიჭებს ქართულ განმათავისუფლებელ დივიზიებს !

The Patriot voice