საქართველოს ისტორია ქართულად გაგრძელება

Day 2,726, 03:11 Published in Georgia Georgia by xBeoWulfxd
XX საუკუნე
1918 წლის 26 მაისს კვირას 4 საათსა და 50 წუთზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა _ `საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი~ _ რომლის პირველ მუხლში ვკითხულობთ _ `ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლე-ბათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებე-ლი სახელმწიფო~
1918 წლის აგვისტოში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც საქართვე-ლოს ადმინისტრაციულ მოწყობის საკითხს შეეხებოდა _ `...მიღებული კანონის საფუძველზე საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულად:თბილისის გუბერნია შვიდი მაზრით,ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით,სოხუმის ოლქი,ზაქათალას ოლქი.
1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. A
ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს: აფხაზეთმა (ქ. სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და ზაქათალის ოლქმა.
შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა. გუბერ-ნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში _ ოლქის კომისარი, მაზრაში _ მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატეს ჰყავდათ თავიანთი აპარატი...~ .საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელი იარსება. 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ბორჩალოს მაზრაში განხორციელებული პროვოკაციით დაწყებული საქართველო-რუსეთის ომი 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში მე-11 წითელი არმიის შემოსვლითა და საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა
1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 4 მოკავშირე რესპუბლიკა შევიდა _ რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაცია.
ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულმა რესპუბლი-კამ 1936 წლამდე იარსება. რესპუბლიკა 3 სუბიექტისგან შედგებოდა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის სსრ.
Aმიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ საქართველოს სსრ-ში 3 ავტონომიური ერთეული შეიქმნა _ `...აფხაზეთის სსრ, რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით იყო დაკავშირებული საქართველოს-თან (1931 წლიდან აფხაზეთის სტატუსი შეიცვალა და იგი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა), აჭარისტანის ასსრ (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) და სამხრეთ ოსეთის აო (ავტონომიური ოლქი)...~.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 30 რაიონი შეიქმნა: ტფილისის ოლქი (ცენტრი _ ქ. ტფილისი), რომელიც აერთიანებდა: ყაზბეგის, დუშეთის, ერწო-თიანეთის, საგარეჯოს (1930 წლამდე _ გარეკახეთი), მცხეთის, სარვანის (ბორჩალოს), ლუქსემბურგის (ბოლნისი), ბაშკიჩეთის, აღბულაღის, მანგლისის, გუნიაყალას (მოგვიანებით _ წალკის), ტფილისის რაიონებად;გორის ოლქი (ცენტრი _ ქ. გორი) _ კასპის, გორის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონები;კახეთის ოლქი (ცენტრი _ ქ. გურჯაანი) _ ქიზიყის (სიღნაღი), ლაგოდეხის, ყვარელის, თელავისა და გურჯაანის რაიონები;
სამხრეთ ოსეთის აო (ცენტრი _ ქ. ცხინვალი) _ ცხინვალის, ჯავისა და ახალგორის რაიონები;ახალქალაქის მაზრა _ ახალქალაქის და გორელოვკას რაიონები;
ახალციხის მაზრა _ ახალციხე, ადიგენი, აწყურისა და ტოლოშის რაიონები.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 5 მაზრა: გალის, გუდაუთის, ოჩამჩირის, გუმისთისა (1929 წლიდან _ სოხუმის) და გაგრის.
აჭარის ტერიტორიაზე 1924 წელს შეიქმნა _ ქედის, ქობულეთის, ჭოროხის (1929 წლიდან _ ბათუმის მაზრა) და ხულოს მაზრები. _ `...დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებობდა შემდეგი მაზრები: ქუთაისის, შორაპნის, სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ზემო სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის (1928 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის).
ცალკე ადმინისტრაციული ერთეული იყო ფოთის საქალაქო საბჭო.
1928 წელს ქუთაისის მაზრას მიუერთდა რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრები და გარდაიქმნა მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულად _ ოლქად, სტატუსით გაუთანაბრდა ავტონომიურ ერთე-ულებს...~

1940 წლისათვის აღმოსავლეთ საქართველოში 30, ხოლო დასავლეთ საქართველოში _ 25 რაიონია. უცვლელი დარჩა აფხაზეთისა და აჭარის ადმინისტრაციული დაყოფა
საქართველოში მორიგი ადმინისტრაციული რეფორმა 1951 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც თბილისის ოლქში 29 რაიონი, ქუთაისის ოლქში 28 რაიონი, აფხაზეთის ასსრ-ში 6 რაიონი, აჭარის ასსრ-ში 4 რაიონი, სამხრეთ ოსეთის აო-ში 4 რაიონი ჩამოყალიბ-და; 10 ქალაქმა კი განსაკუთრებული სტატუსი მიიღო.
1953 წლიდან უქმდება ოლქები. ქლუხორის რაიონი ჩამოაჭრეს საქართველოს და სტავროპოლის მხარეს გადასცეს.
1963 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად 71 რაიონის ნაცვლად ცამოყალიბდა 37 რაიონი (აღმ. საქ. 18, დას. საქ. 19), თუმცა 1964-1966 წლებში ისევ აღდგა ძველი დარაიონების სისტემა .
_ `...საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საქართველოს სსრ მოიცავდა:
3 ავტონომიურ ერთეულს, 65 რაიონს, 10 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქს (თბილისი, გორი, მარნეული, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ფოთი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა)...~
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ეროვნული მოძრაობის ყველაზე ძლიერმა ფრთამ, საარჩევნო ბლოკმა `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო~.
_ `...ეს იყო 1919 წლის შემდეგ პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელიც მრავალპარტიული სისტემის პირობებში განხორციელ-და...კომუნისტურმა ერთპარტიულმა დიქტატურამ საქართველოში სამოცდაათწლიანი არსებობა დაასრულა და ქვეყნის სათავეში ეროვ-ნული ხელისუფლება აღმოჩნდა.
ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება იმ ღონისძიებებისა და მოვლენების სერია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება. 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველო ოფიცილურად გამოცხადდა რესპუბლიკად. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ მის პირველსავე სესიაზე არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია...ახალი ხელისუფლების მოსკოვთან დამოკიდებულების კურსი უკომპრომისო იყო _ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირისგან სრული გამოყოფა.
1991 წლის 31 მარტს ეროვნულმა ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა. მოსახლეობას თავისი ნება უნდა გამოეხატა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე და ამით დაედასტურებინა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის საერთო ნებაც. რეფერენდუმმა საყოველთაო მასშტაბით დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის სურვილი _ რეფერენდუმში მონაწილეობდა ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 90%. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 97%. რაც მთავარისა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ქვეყნის არაქართულმა მოსახლეობამაც.
რეფერენდუმის საფუძველზე 1991 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია, რაც 26 მაისს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ზვიად გამსახურდიას სახელთან აკავშირებდა ეროვ-ნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკი-ცების საუკუნოვან იდეას...~
საქართველოში ამჟამად სამსაფეხურიანი ტერიტორიულ-ადმინის-ტრაციული მოწყობაა:
`...ზედა (ე. წ. რეგიონალური) დონე _ 12 რეგიონი, მათ შორის თბილისი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები;საშუალო დონე (67 რაიონი და ექვსი ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის დაქვემდებარებაში);ქვედა დონე (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი)...~დღეისათვის ზედა (ანუ რეგიონალური) დონე 12 ერთეულს მოიცავს _ `...მათგან მხოლოდ სამი _ დედაქალაქი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებია კონსტიტუციით დაფიქსირებული.
1993-95 წლებში ეკონომიკური, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნიკური ნიშნის მიხედვით მოხდა რაიონების დაჯგუფება (ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი რაიონების გარდა), რის შემდეგადაც ქვეყანა ფაქტობრივად ცხრა რეგიონად დაიყო:
შიდა ქართლი (ქ. ცხინვალი, გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, ჯავა);
ქვემო ქართლი (ქ. რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული, წალკა);იმერეთი (ქ. ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი);
სამცხე-ჯავახეთი (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა);
სამეგრელო-ზემო სვანეთი (ქ. ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი);გურია (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური);
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი);კახეთი (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი);
მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ყაზბეგი)...~
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გამო, ქვეყნის კონსტიტუციაში სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. ამსთან დაკავშირებით `საქართველოს კონსტიტუციაში~ ვკითხულობთ _ `საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა ურთიერთგამიჯ-ვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ~
კონსტიტუციით მხოლოდ თბილისის საკითხია გადაწყვეტილი _ `საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ~ კანონით დედაქალაქი, 6 რაიონად იყოფოდა: ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი, დიდგორი.
რაც შეეხება საშუალო (მმართვეელობის) დონეს, ის 67 რაიონითა და 6 დამოუკიდებელი ქალაქის სახითაა წარმომადგე-ნელი _ `...დამოუკიდებელი ქალაქები _ თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი და სოხუმი რაიონის შემადგენლობაში არ შედის.
2001 წლის 2 აგვისტოს `ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ქალაქებს, რომლებიც რაიონულ შემადგენლობაში არ შედიან, სხვა დასახლებების მსგავსად, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიენიჭათ. თუმცა, ამავე დროს ამ ქალაქებს დელეგირებული აქვთ იმ უფლებამოსილების განხორ-ციელებაც. რაც ამავე ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციას მიეკუთვნება...~
და ბოლოს, ქვედა (თვითმმართველობის) დონე სოფლებს, თემებს, დაბებს და ქალაქებს აერთიანებს, რომლებიც რაიონებში ერთიანდებიან _ `...სულ საქართველოში 55 ქალაქია, რომელიც რაიონის დაქვემდებარებაში შედის, ასევე 50 დაბა, 843 თემი და 165 სოფელი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ირჩევენ. ამდენად, ქვედა (თვითმმართველობის) დონზე სულ 1000-ზე მეტი ერთეულია, რომლებიც მთლიანობაში 4603 დასახლებას მოიცავს...~
დასკვნის მაგიერ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა, საქართველოში განვითარებული კონფლიქტების გამო, კონსტიტუციით განსაზღვრული არაა და ამ საკითხის გადაწყვეტა მას შემდეგაა ნავარაუდევი, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კანონიერი ხელისუფლების იურისდიქცია გავრცელდება.
ჩვენის აზრით, სასურველია, სახელდება _ რეგიონი შეიცვალოს, და მის მაგივრად ქართულ ცნობიერებაში მყარად დამკვიდრებული ცნება _ მხარე აღდგეს.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრა-ციული მოწყობის ზედა და საშუალო დონეებთან მიმართებაში, რამდენიმე მოსაზრება შეიძლება გამოითქვას.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის ზედა დონე დღეს 12 რეგიონის, ანუ _ მხარის სახითაა წარმოდგენილი: 1) შიდა ქართლი, 2) ქვემო ქართლი, 3) იმერეთი, 4) სამცხე-ჯავა-ხეთი, 5) სამეგრელო-ზემო სვანეთი, 6) გურია, 7) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, 😎 კახეთი, 9) მცხეთა-თიანეთი, 10) აფხაზეთისა და 11) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, 12) თბილისი.
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ გასათვალისწინებელი იქნება _ მეცამეტე მხარის, პირობითი სახელით _ ცხინვალის ოლქის ადმინისტრაციული რგოლის შექმნა.
როგორც აღინიშნა, დღეისათვის, საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის _ ე.წ. საშუალო მმართველობის დონე 67 რაიონისა და 6 დამოუკიდებელი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი და სოხუმი) სახითაა წარმოდგენილი.
დღევანდელი მდგომარეობისა და ისტორიული ტრადიციების გათვა-ლისწინებით შესაძლებელად მიგვაჩნია მოხდეს ე.წ. საშუალო მმართველობით რგოლში შემავალი _ დარაიონების შეცვლა, რაც ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებიოთ, ახლადწარმოქმნილ რეგიონში, რამდენიმე არსებული რაიონის გაერთიანების გზით შეიძლება განხორციელდეს. კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, დღევანდელი კახეთის რეგიონი (მხარე) მოიცავს - ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის მუნიციპალი-ტეტების ტერიტორიასა და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს _ თუშეთს.ისტორიული ტრადიციით კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა:
1) გარეკახეთი (მდ. ივრის შუა წელი),
2) ქიზიყი (მდ. ივრის ქვემო წელი),
3) შიგნიკახეთი (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და
4) გაღმამხარი (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ კახეთის მხარე დაიყოს 4 ადმინისტრაციულ რეგიონად: 1) გარეკეხეთი, 2) ქიზიყი, 3) შიგნიკახეთი და 4) გაღმამხარი, რომლებიც თავის მხრივ, ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე, შემდეგ რაიონებს გააერთიანებენ:
1) გარეკეხეთი _ დღევანდელ საგარეჯოს რაიონს, ცენტრით _ საგარეჯო;
2) ქიზიყი _ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები, ცენტრით _ სიღნაღი;
3) შიგნიკახეთი _ ახმეტის (თუშეთითურთ), თელავისა და გურჯა-ანის რაიონები, ცენტრით _ თელავი;
4) გაღმამხარი _ ლაგოდეხისა და ყვარელის რაიონები, ცენტრით _ ყვარელი.
ქვემო ქართლი _ დღევანდელი მდგომარეობით 7 რაიონადაა დაყოფილი: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული და წალკა.