საქართველოს ისტორია ქართულად

Day 2,724, 08:50 Published in Georgia Georgia by xBeoWulfxd
XIX საუკუნე
როგორც ცნობილია, 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის მანიფესტით, რომელიც იმავე წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის მანიფესტითაც დადასტურდა, რუსეთის იმპერიამ დაარღვია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო; ხოლო მოგიანებით 1810 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა იმერეთის სამეფო, რითაც დაასრულა კიდეც საქართველოს დაპყრობა.
XVIII-XIX ს-თა მიჯნაზე, სანამ რუსეთის იმპერია თავის მმართვე-ლობის ადმინისტრაციულ რეფორმას ჩაატარებდა, საქართველოს სამე-ფო-სამთავროებში, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, შემდეგი სიტუაცია იყო:

როგორც ცნობილია, 1762 წ. ერეკლე II-მ მამის, ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის, გარდაცვალების შემდეგ გააერთიანა ქართლ-კახეთის სამეფო; რის შემდეგაც _ `...გაერთიანებული სამეფო ტრადიციულად სამხედრო სახელმწიფოს წარმოადგენდა და 4 სამხედრო ადმინისტრა-ციულ ერთეულად სადროშოდ (სასარდლოდ) იყოფოდა: მეწინავე სადროშოს წარმოადგენდა ქიზიყის სასარდლო. ლაშქრის ცენტრი იყო სამეფო სადროშო, რომელიც კახეთს, შიდა ქართლსა და მტკვრის ხეობას მოიცავდა. ფლანგებს კი წარმოადგენდნე ერთის მხრივ მუხრანბატონის სასარდლო, რომელშიც შედიოდა ყოფილი არაგვისა და ქსნის საერისთაოები, მეორეს მხრივ ბარათაშვილის სასარდლო, რომელიც მოიცავდა ქვემო ქართლს...
იმერეთის სამეფო იყოფოდა ვაკის, ოკრიბა-ლეჩხუმისა და ზემო მხარის სასარდლოდ. ოდიშის სამთავრო ზუგდიდის და სენაკის სამოურავოებად. გურიის სამთავრო ოზურგეთისა და ნაგომარის სამოურავოებად. აფხაზეთის სამთავროს შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდა: ფსხუ, ბზიფი, გუმისთა, წებელდა, აბჟუა, სამურზაყანო. სვანეთი დადეშქელიანების ორ შტოს შორის იყო გაყოფილი, მესამე ნაწილს წარმოადგენდა თავისუფალი სვანეთი.
დასავლეთ საქართველოს მფლობელთა შორის ტერიტორიული ცილობის საგანს წარმოადგენდნენ: სამურზაყანო (ოდიშის და აფხაზეთის სამთავროებს შორის) და ლეჩხუმი (იმერეთის სამეფოსა და ოდიშს შორის). შავიზღვისპირა ციხე-სიმაგრეებში: ფოთში, ანაკლიასა და სოხუმში ოსმალთა გარნიზონები იდგნენ...
რუსეთის საიმპერატორო კარმა, საქართველოშიც ისეთივე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სისტემა ჩამოაყალიბა, როგორიც თავად რუსეთის იმპერიაში არსებობდა.
_ `
...1802 წელს უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება გადავიდა საქართველოს მთავარსარდლის (მთავარმართებლის) ხელში. ქართლი დაიყო სამ მაზრად: გორის, ლორეს (1804 წლიდან _ ტფილისის), დუშეთის (1803-1821 წლებში _ ანანურის); კახეთი კი ორ მაზრად: თელავისა და სიღნაღის...~
. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იმ რეგიონებს, სადაც დიდი რაოდენობით მაჰმადიანური მოსახლეობა ცხოვრობდა, შეიქმნა _ ბორჩალოს, ყაზახის, შამშადილის, ბამბაკის და შურაგელის დისტანციები
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ შეიქმნა იმერეთის სამხედრო ოლქი, რომელიც _ ქუთაისის, შორაპნის, ვაკის, რაჭის, ჩხარის, საჩხერის ოკრუგებად იყოფოდა. თუმცა, 1814 წლისათვის გაუქმდა ჩხერისა და საჩხერის ოკრუგები და იმერეთი 4 ოკრუგად დაიყო
_ `
...1804-1813 წლების რუსეთ-სპარსეთის ომი დასრულდა გიულისტანის ზავით. სპარსეთმა ცნო რუსეთის უფლებები აღმოსავ-ლეთ საქართველოზე, დაღესტანსა და თავის ყოფილ სახანოებზე (ყარაბაღი, განჯა, შირვანი, შაქი, ბაქო, დარუბანდი, ყუბა, თალიში)...~ .

განჯის სახანო უშუალოდ საქართველოს მთავარმართებელს დაუქვემდებარეს _ ელიზავეტოპოლის ოკრუგის სახელით.

1829 წელს ოსმალეთ-რუსეთის ომი ადრიანოპოლის ზავით დასრულდა. _ `...

რუსეთმა ოსმალეთისაგან მიიღო ახალციხის საფაშოს (ჩილდირის ვილაიეთის) 8 სანჯაყი: ახალციხე, ახალქალაქი, აწყური, აბასთუმანი, ადიგენი, ჭაჭარაქი, ხერთვისი, ქვაბლიანი. ეს ტერიტორია ახალციხის ოლქის სახელწოდებით შეუერთდა საქართველოს სამთავარმართებლოს...~
როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის I ეტაპი XIX ს-ის 30-იან წლებში დამთავრდა. რის შემდეგაც, 1840 წლის 10 აპრილს სენატორ პავლე განის პროექტის საფუძველზე ამიერკავკასიის ახალი ადმინისტრაციული რეფორმა განხორციელდა. რეფორმის შედეგად _ `...კავკასიაში შეიქმნა 3 მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული:
საქართველო-იმერეთის გუბერნია (ქრისტიანული მოსახლეობით),
კასპიის ოლქი (მაჰმადიანური მოსახლეობით) და
კავკასიის ოლქი (ჩრდილოეთ კავკასიიის ტერიტორია).
საქართველო-იმერეთის გუბერნია იყოფოდა 11 მაზრად (ტფილისის, გორის, თელავის, ბელაქნის, ქუთაისის, ახალციხის, გურიის, ელიზავეტოპოლის, ალექსანდროპოლის, ერევნის, ნახიჩევანის) და 44 საბოქაულოდ. ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიაზე პირველად ჩამოყალიბდა სამსაფეხუროვანი ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც საქართველოსათვის დამახასიათებელი შეიქნა და თითქმის საუკუნენახევარია გარკვეული ცვლილებებით დღემდე არსებობს...~

1844 წლისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 4 მაზრა და 4 ოკრუგი არსებობდა. ესენია:
1) ტფილისის მაზრა _ რომელიც მოიცავდა ტფილისის, სართიჭალის, ბორჩალოს, დუშეთის საბოქაულოებს;
2) გორის მაზრა _ ქსნის, სურამის, ხიდისთავის საბოქაულოები;
3) თელავის მაზრა _ თელავის, ყვარლის საბოქაულოები;
4) სიღნაღის მაზრა _ სიღნაღისა და უკანა მხარის საბოქაულოები;
5) ბელაქანის ოკრუგი _ ბელაქნის, ელისუს, ენისელის საბოქაუ-ლოები;
6) მთიელთა ოკრუგი _ ხევისა და მთიულეთის საბოქაულოები;
7) თუშ-ფშავ-ხევსურთა ოკრუგი _ ხევსურეთის, თუშეთისა და ფშავის საბოქაულოები;
😎 ოსეთის ოკრუგი _ ნარის, ჯავის, მცირე ლიახვის, გერის საბოქაულოები .
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 2 მაზრა არსებობდა:
1) ქუთაისის (რომელიც თავის მხრივ მოიცავდა _ ვაკის, ქუთაისის, საჩხერის, რაჭის, საბუკის, შორაპნის საპოლიციო უბნებს) და
2) გურიის (ოზურგეთისა და აკეთის საპოლიციო უბნები).
ცალკე იყო აფხაზეთის სამთავრო, სადაც რუსეთის საიმპერატირო კარმა 4 _ ბზიფის, აფხაზეთის, აბჟუასა და სამურზაყანოს სამხედრო ოკრუგები ჩამოაყალიბა.
როგორც ცნობილია, 1844 წლიდან კავკასიის რეგიონის მმართველად მეფისნაცვალი დაინიშნა

1846 წელს კი ახალი ადმინისტრაციული რეფორმა განხორცილედა. _ `...სამეფისნაცვლო 4 გუბერნიად დაიყო: ტფილისის, ქუთაისის, დარუბანდის, შემახის...~
ტფილისის გუბერნია აერთიანებდა:
1) ტფილისის, 2) გორის, 3) თელავის, 4) სიღნაღის, 5) ელიზავეტო-პოლის, 6) ერევნის, 7) ნახიჩევანისა და 😎 ალექსანდროპოლის მაზრებს, 9) მთიელთა, 10) ოსთა და 11) თუშ-ფშავ-ხევსურთა ოკრუგებს.
1849 წელს შეიქმნა ერევნის გუბერნია, რომელშიც გაერთიანდა ერევნის, ნახიჩევანისა და ალექსანდროპოლის მაზრები. ხოლო ახალქალაქის საბოქაულო, რომელიც ალესანდროპოლის მაზრაში შედიოდა, ქუთაისის გუიბერნიაში შემავალ ახალციხის მაზრას გადაეცა.
ქუთაისის გუბერნია აერთიანებდა:
1) ქუთაისის, 2) რაჭის, 3) შორაპნის, 4) ოზურგეთისა და 5) ახალ-ციხის მაზრებს.

1848 წელს მას შეუერთდა სამურზაყანოს ოკრუგი. თავის მხრივ, რაჭის მაზრა იყოფოდა 4: ბუგეულის, კუდარო-მამისონის, ეწერისა და ხოტევის საპოლიციო უბნებად. შორაპნის მაზრა: არგვეთის, დიმის, საჩხერის, სვერის, ხარაგაულის, ჩხარის და შორაპნის საპოლიციო უბნებად.

1846 წელს ახალციხის მაზრა დაიყო: 1) ახალციხის, 2) ხერთვისისა და 3) აბასთუმნის საპოლიციო უბნებად. 1867 წელს ახალციხის მაზრა თბილისის გუბერნიას შეუერთდა.

1860 წელს შეიქმნა ზაქათალას ოკრუგი, რომელიც აერთიანებდა:
1) ალიაბადის, 2) ბელაქნის, 3) ჭარ-მუხახისა და 4) კაკის საბო-ქაულოებს
მორიგი ადმინისტრაციული ცვლილება XIX ს-ის 60-იან წლებს უკავშირდება, როცა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში არსებული ავტონომიური სამთავროები გააუქმა.

1867 წელს ოდიშის სამთავროს გაუქმების შემდეგ ის _ `...ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სხით შევიდა ქუთაისის გუბერნიაში.
1859 წელს სვანეთის სამთავროს გაუქმებით რუსეთის მთავრობამ სვანეთის თემები მოაქცია სვანეთის საბოქაულოში, რომელიც დაექვემდებარა ლეჩხუმის მაზრას.
1864 წელს, პროთურქული ორიენტაციის ბრალდებით, რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მასთან წებელდისა და სამურზაყანოს საბოქაულოების მიერთებით შექმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც 1868 წელს დაიყო ბიჭვინთის (გუდაუთის და გუმისთის საპოლიციო უბნები) და ოჩამჩირის (კოდორისა და სამურზაყანოს საპოლიციო უბნები) ოკრუგებად...~

1870 წელს ტფილისის გუბერნია 6 მაზრას აერთიანებდა:
1) ტფილისის (თრიალეთისა და ლორეს საბოქაულოები), 2) გორის, 3) დუშეთის, 4) თელავის (თიანეთის საბოქაულოთი), 5) სიღნაღის (შირაქის საბოქაულოთი) და 6) ახალციხის (ახალქალაქის საბოქაუ-ლოთი).

1874 წელს ტფილისის გუბერნიის შიგნით კიდევ 2 მაზრა შეიქმნა: თიანეთისა და ახალქალაქის.

1880 წელს თრიალეთისა და ლორეს საბოქაულოების გაერთიანებით შეიქმნა ბორჩალოს მაზრა

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომი, რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. სან-სტეფანოს ზავით რუსეთმა მიიღო ისტორიული სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ორი _ ბათუმისა და ყარსის ოლქები . მოგვიანებით, 1883 წელს, ბათუმის ოლქი (ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოლქები) ქუთაისის გუბერნიას მიუერთეს, ხოლო 1886 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება გარდაიქმნა სოხუმის ოლქად.

1886 წლისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა 4 საფეხურიანი სტრუქტურა: კავკასიის მხარე _ გუბერნიები _ მაზრები _ საპოლიციო უბნები.

1900 წლისათვის საქართველოში ადმინისტრაციული თვალსაზრისით, შემდეგი მდგომარეობა იყო:
ტფილისის გუბერნია იყოფოდა 9 მაზრად და 1 ოლქად:
1) ტფილისის მაზრა _ სართიჭალის, ყარაიას, ტფილისის საპო-ლიციო უბნები;
2) ახალქალაქის მაზრა _ ბარალეთის, ბოგდანოვკის საპოლიციო უბნები;
3) ახალციხის მაზრა _ ქვაბლიანის, აწყურის, ურაველის საპო-ლიციო უბნები;
4) ბორჩალოს მაზრა _ ბორჩალოს, ეკატერინენფელდის, ლორეს, თრიალეთის საპოლიციო უბნები;
5) გორის მაზრა _ ბორჯომის, მეჯვრისხევის, სურამის, ხიდისთავის, ცხინვალის საპოლიციო უბნები;
6) დუშეთის მაზრა _ ბაზალეთის, მცხეთის, ქსნის, ქვეშეთის საპოლიციო უბნები;
7) სიღნაღის მაზრა _ ბაკურციხის, კოდალოს, მაჩხაანის, შირაქის საპოლიციო უბნები;
😎 თელავის მაზრა _ ყვარელის, წინანდალის საპოლიციო უბნები;
9) თიანეთის მაზრა _ ფშავ-ხევსურეთის, ერწოს, თუშეთ-კახეთის საპოლიციო უბნები;
10) ზაქათალის ოლქი _ ალიაბადის, ბელაქნის, ჭარ-მუხახის, კაკის საპოლიციო უბნები.
რაც შეეხება ქუთაისის გუბერნიას, 1900 წლისათვის ის აერთიანებდა 7 მაზრასა და 3 ოლქს. კერძოდ:
1) ქუთაისის მაზრა _ ქუთაისის, ტყიბულის, ბაღდადის, სამტრედიისა და ხონის საპოლიციო უბნები;
2) ზუგდიდის მაზრა _ ზუგდიდის, წალენჯიხისა და რედუტ-ყალეს საპოლიციო უბნები;
3) ლეჩხუმის მაზრა _ ალპანის, ცაგერისა და სვანეთის საპოლიციო უბნები;
4) ოზურგეთის მაზრა _ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საპოლიციო უბნები;
5) რაჭის მაზრა _ ონისა და ამბროლაურის საპოლიციო უბნები;
6) სენაკის მაზრა _ აბაშის, მარტვილისა და სენაკის საპოლიციო უბნები;
7) შორაპნის მაზრა _ ყვარელის, საჩხერის, ჭიათურის, ჩხარისა და წიფის საპოლიციო უბნები;
😎 ართვინის ოლქი _ ართვინის, არტანუჯისა და შავშეთ-იმერხევის საპოლიციო უბნები;
9) ბათუმის ოლქი _ ზემო აჭარის, ქვემო აჭარის, გონიოსა და კინტრიშის საპოლიციო უბნები;
10) სოხუმის ოლქი _ გუმისთის, კოდორისა და გუდაუთის საპო-ლიციო უბნები
_ `...ამგვარი ადმინისტრირება უცვლელი დარჩა რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში. მხოლოდ 1903 წელს მოხდა ქუთაისის გუბერნიის მორიგი ტერიტორიული ცვლილება.
სოხუმის, ბათუმისა და ართვინის ოლქები ჩამოშორდა გუბერნიას. ბათუმისა და ართვინის ოლქები გაერთიანდა ბათუმის ოლქში, სოხუმის ოლქი კი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა კავკასიის სამეფისნაცვლოში. 1904 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სოხუმის ოლქს ჩამოაჭრა გაგრის სექტორი და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოლქს მიუერთა...~

XX საუკუნე
1918 წლის 26 მაისს კვირას 4 საათსა და 50 წუთზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა _ `საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი~ _ რომლის პირველ მუხლში ვკითხულობთ _ `ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლე-ბათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებე-ლი სახელმწიფო~

http://www.erepublik.com/en/article/saqartvelos-uaxloesi-istoria1-2522401/1/20

gagrdzeleba