დიქტატურა საქართველოში კარგია თუ ცუდი

Day 2,720, 03:04 Published in Georgia Turkey by GORELI

თვითონ მმართველობის ფორმა შემდეგია: დიქტატურა (ლათ. dictatura) — ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.

ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს — დიქტატორს.

კარგია, რომ თამაშის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოწინავეები ქართველები იქყვნენ დიქტატურის დამყარებაში, რადგან თვითმყოფადობის შენარჩუნებაში შეგვიწყო ხელი მმართველობის ამ წყობამ. - მაგრამ ისმის კითხვა, მერე რა ხეირი დანარჩენ მოთამაშეებს? ჩაკვდა პოლიტიკური ცხოვრება.. იქნებ უფრო აქტიურად და დემოკრატიულად გემართათ ბატონო დიქტატორო ქვეყანა, ასე ვთქვათ დემოკრატიული დიქტატურა დაგვემყარებინა?
იქნებ სუსტ მაგრამ აქტიურ მოთამაშეებზეც ეზრუნა სახელმწიფოს, რომ უფრო ძლიერი გახდეს სახელმწიფო?
დიქტატურა ხომ მხოლოდ მმართველობა არ არის, თქვენი რეჟიმი უწყვეტად უნდა გამოადგეს ქვეყანას..