დიდი მადლობა !

Day 2,705, 18:44 Published in Georgia Georgia by L 1 0 N



მოკლედ


პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო ყველას ვინც გუშინ თავდადებით იბრძოლა, დაივიწყა ყველანაირი შიდა პოლიტიკური შუღლი და ქვეყანას გვერდში ამოუდგა.

მინდა ბოდიში მოგიხადოთ ასეთი მოულოდნელი და დაუგეგმავი შეტევისთვის რომელიც სამწუხაროდ მარცხით დასრულდა
---

ახლა რაც შეეხება სტატიის მთავარ აზრს

მინდა განვაცხადო რომ ხვალიდან დიქტატორის და ე.წ ტირანის პოსტს ვტოვებ, ჩვენებურად რომ ვთქვათ გადავდექი. ვეცდები ახლანდელ მთავრობას ყველანაირად დავეხმარო და გვერდშიც ამოვუდგე, შეიძლება მომავალში დავბრუნდე, ან თუ ახლანდელ პრეზოს ან ლიდერს დავჭირდი რაიმე მცირე პოსტი ჩავიბარო მაგრამ ჩემი პოლიტ ლიდერობა და სისხლისმღვრელი სებასტიანობა დასრულდა.

პირველ რიგში მადლობა ბატონ კაატინგას ვინც ორჯერ გამომიცხადა ნდობა და ლიდერის პოსტი ჩამაბარა და მადლობა ირაკლის(wolf)-ვინც ორივეჯერ მხარი დამიჭირა და მისი პარტია გვერდით დამიყენა. მადლობა ჩემს სამთავრობო გუნდს, შესანიშნავ ოთხეულს ვისთან ერთადაც 2 თვე ქვეყანას ვუძღვებოდი, ჯავა, ჩარლი, გიო4(იგივე ტომასი) და ჩვენი ქვეყნის უხუცესი stevie

მადლობა ჩვენ ალიანსის ყველა წევრს, UGP/EDP, ზოგიერთს ახლაც აბარია ქყვენის ბედი და დეალურად ასრულებს თავის მოვალეობას.

მადლობა ყველას ვინც ხან მაკრიტიკებდა, ხანაც ერთად ვმუშაობდით და ქვეყანას ერთად ვიცავდით.

ჩემი გადადგომის მიზეზი ისაა რომ დავიღალე, არა უაზრო კრიტიკით, უბრალოდ თამაში მომწყინდა, სავარაუდოდ გადავალ ე.წ 2clicker-ობაზე მაგრამ როგორც ვთქვი თუ რაიმე დახმარება დაგჭირდებათ თქვენს გვერდში ვარ.სკაიპიც ყოველთვის ჩართული მექნება.

ეხლა ეს სტატია იმიტო არ დავწერე თითქოს და სახალხო გაცილებას ვითხოვდე უბრალოდ არ შემეძლო ამ ხალხისთვის სახალხოდ მადლობა არ გადამეხადა 🙂

მოკლედ ჯიგრებო, ბოდიშ-ს გიხდით თუ ვინმეს ოდესმე რამე გაწყენინეთ, იმედია გულში არაფერი ჩაგრჩენიათ.

პოსტს ვუტოვებ ჩემ ძმას და მეგობარს გიოს Thomas Crown Jr-ს

წარმატებები

P.S 120 ბაიგალოვკა და ორასი პატარა ატომი კიდე მაქვს ასე რომ ვისაც არ უნდა დაუშვათ დ3 ავაოხრებ 😡


ყოველთვის თქვენს სამსახურში
პატივისცემით
Vettell