კადრების მიღება დაზვერვის დეპარტამენტში

Day 2,637, 06:52 Published in Georgia Georgia by M A X I M U S Il






მოგესალმებით მე ვარ Chief of the Intelligence Department.

ამ დეპარტამენტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ აი აქ

როგორც მოგეხსენებათ ერესპუბლიკაში მზე არც საქართველოდან ამოდის და და არც საქართველოში ჩადის. ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ რომელიც ცდილობს ტიტანებს შორის არ გაიჭყლიტოს და გადარჩეს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ ძველი იდეის ამოქმედება და მისი მიზანი იქნება ინფორმაციის შეგროვება და მათი ანალიზი რათა საქართველოზე მომავალი შესაძლო საგარეო საფრთხე დროულად იქნეს აცილებული ან სათანადოდ მომზადებული დავხვდეთ მას .
ამ დეპარტამენტს არ ექნება ჯაშუშობის ფუნქცია როგორც KGB ან CIA . იგი უფრო შეიძლება შევადაროთ ამერიკულ NSA-ს რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა ქვეყანაზე.



თითოეულ აგენტს დაევალება ამ ქვეყნების თვალყური და კვირაში ერთხელ ანგარიშის წარმოდგენა ჩემთან . თქვენს მიერ გადმოცემულ შეჯამებულ ანგარიშს კი მე წარვუდგენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

თვალყურში შედის

1) მეთვალყურეობაში აყვანილი ქვეყნების კანონპროექტების თვალთვალი. ვისთან დადეს MPP, ვის გამოუცხადეს ომი. დანარჩენი კანონპროექტები არ მაინტერესებს.

2) თვალყური მათ მიერ წარმოებულ ომებზე. ვის მოუგეს ომი, ვისთან წააგეს, ან ვისთან არიან ომში.

3) მათი ოფიციალური გაზეთების ანალიზი. ზოგი ინგლისურად წერს თუ არა და google-ით გადათარგმნილითაც გამოიტან აზრს. დეტალურად არ მჭირდება ინფორმაცია. უფრო მაინტერესებს რამეს თუ დაწერენ სამომავლო გეგმებზე ან მომხდარი ომების ანალიზი და ა.შ.

4) აგენტები რომელთაც ექნებათ მინიჭებული თავიანთი სათვალთვალო ქვეყნები , მათ უბრალო მოქალაქეებს მიწერენ და შეეკითხებიან თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებაა ქვეყანაში , არსებულ სიტუაციას გამოკითხავენ , ვინ არის ოპოზიციაში , ვინ არა და რაც მთავარია რატომ აქვთ ასეთი ურთიერთობა ერთმანეთში .. ასევე როგორ მუშაობს ეს ან სხვადასხვა სამინისტრო


ახლა კი მჭირდება რამოდენიმე მონდომებული მოთამაშე რომელსაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების ნაციონალურ დეპარტამენტს და დაიცვას ესაქართველოს ინტერესები. მსურველებმა დაწერეთ აქ ან მომწერეთ პირადში.

ყოველ აგენტს თავისი მოხსენების ჩაბარების შემდეგ გადაეცემა 500 ლარი .

Team of the Ministry of Foreign Affairs of Georgia:
Minister of Foreign Affairs, xSteviex.
Deputy Minister of Foreign Affairs, Vettell.
Chief of the Intelligence Department, M A X I M U S Il