პრეზიდენტის მიმართვა - საყოველთაო მობილიზაცია!!!

Day 2,623, 21:30 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ჯერ გამარჯობა.

დღეს ერთ-ერთი მძიმე დღე იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მართალია ჩვენ რეალური ომი არ გვაქვს (თურქეთთან მხოლოდ სავარჯიშო ომია) მაგრამ ჩვენს მოკავშირე ლიტვას ჩვენი დახმარება სჭირდება.

კუდამოძუებულმა პოლონეთმა, რომელმაც სახის ძვლებით მოფხაჭნა ჩვენი მიწა და ტრაკში პანღურ მიკერებული გაბუნძულდა უკან საქართველოზე საჰაერო დარტყმის შემდეგ, გადაწყვიტა ამჯერად ჩვენი ალიანსის რუტის მეორე ქვეყანას - ლიტვას დაარტყას. ეს არ არის სავარჯიშო ომი, ეს რეალური ომია.ერთ დროს ჩვენი მეგობარი პოლონეთი სულ გამოცოცორდა მეგობრებო და დღეს მეორედ უნდა ვასწავლოთ ჭკუა.

http://www.erepublik.com/en/main/law/Poland/154546
ჩვენი დროით 7 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ ამ დარტყმას.

მართალია მათი პრეზიდენტი აწკავწკავდა, ეს ომი მხოლოდ რესურსების ომისთვის გვინდა და მერე რეგიონებს დავთმობთო, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები მათ არ უწარმოებიათ სავარჯიშო ომზე, შესაბამისად ეს რეალური ომია, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტს უხამსად რომ ვთქვათ ცოცორზე ფეხი ებიჯება!!!

პოლონეთს შეუერთდა სირაკუზა რუსეთი და მანაც გამოუცხადა ომი ლიტვას.
მაგრამ დღეს ჩვენი პრიორიტეტი, ამ ეტაპისთვის პოლონეთთან ბრძოლა იქნება.
თუ რამე შეიცვლება გეტყვით.

ანუ ლიტვას უკვე 5 ფრონტი აქვს:

1. სავარჯიშო ომი შვედეთთან.
2. საჰაერო დარტყმა სამხრეთ აფრიკაზე.
3. ბელორუსიის დასახმარებლად დაწყებული ომი ბელორუსიასთან (ლიტვამ გადაკეტა ბელორუსიის საზღვარი ლატვიასთან, რომ ლატვიამ არ დაარტყას ჩვენს მოკავშირე ბელორუსიას)
4. ახალგამოცხადებული ომი ცოცრებთან. (ლოლონეთი)
5. ახალგამოცხადებული ომი ცოცრის ორ მეგობართან. (რუსეთი)

დაიკიდეთ ჩვენი ომები თურქეთთან, ესენი სავარჯიშო ომებია და ამ ეტაპისთვის მაინც უნდა წავაგოთ. კონცენტრირება გააკეთეთ ლიტვაზე.

ვინაიდან სავარჯიშო ომის გამო ჩვენი მპპ ლიტვასთან გაუქმდა, გთხოვთ გადახვიდეთ ლიტვაში, ან მის რომელოიმე მოკავშირე ქვეყანაში და დაიხარჯოთ ლიტვისთვის პოლონეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე, როგორც იბრძოლებდით საქართველოსთვის.

გაითვალისწინეთ - ძლიერი ალიანსი = ძლიერ ქვეყანას, და რომ არა ჩვენი ალიანსი და მოკავშირეები პოლონეთი ჩვენც გადაგვივლიდა რამდენიმე კვირის წინ.

სხვა დანარჩენს თავდაცვის მინისტრი გეტყვით საომარ დავალებებში პერიოდულად და უფრო დეტალურად.

english version: 😃

Fight hard for Lithuania against Loland. lets kick their asses again 🙂