რესპები ძლიერი ე-საქართველოსთვის

Day 2,618, 06:55 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery
ყველა აქტიური ემოქალაქისთვის ცნობილია რომ რომ 25 იანვარს გაიმართვება კონგრესისი მე-9 მოწვევის არჩევნები, რომლისთვისაც საქართველოს რესპუბლიკური პარტია აქტიურ მზადებას იწყებას. ჩვენს მთავარ მიზანს კი ე-საქართველოს მმართველობით ფორმაში რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი მიზნი კი ახალგაზრდა მოქალაქეების აქტიური ჩართულობით შეიძლება მიიღწეს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს. ამისათვის საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელის განხორციელებაც დაიწყეო და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც.
1. საქართველოს რესპუბლიკური პარტია კონგრესმენთა პირველ ათეულს დააკომპლექტებს შემდეგი პრინციპით, რომელიც ამავდროულად პარტიის წესდებითაც არის გარანტირებული. კონგრესმენთა 1/3 დაკონპლექტებული იქნება ახალგაზრდა და აქტიური მოქალაქეებით მათ შორის ყველაზე აქტიური პარტიის კონგრესმენთა სიის სათავეს ჩაუდგება.

2. იქედან გამომდინარე რომ კონგრესი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს და არა უბრალოდ სკაიპ ჩათი, რესპუბლიკური პარტია გამოდის შემდეგი ინიციატივით. შეიქმნას საკანონმდებლო მაცნე რომელშიც გამოქვეყნდება ყველა ის კანონპროექტი რომელიც კენჭისყრაზე გასატანად მზადდება. (კანონპროექტის ავტორის დასაბუთებული მოსაზრება თუ რატომ უნდა დაუჭიროს კონგრესმა მხარი ამა თუ იმ კანონს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს თან მის მიღებას/არ მიღებას)

3. რესპუბლიკური პარტია ყველა აქტიურ წევრს, რომლებიც დაიკავებენ როგორც პარტიულ თანამდებობას ასევე მინისტრის ან მინისტრის მიადგილის ადგილს დაენიშნებათ ყოველთვიური ხელფასი 300 ლარის ოდენობით, რომელიც ყოველი თვის ბოლოს დაერიცხებათ. ასევე ძალაში შედის პრემირების სისტემა, რომელსაც ხელფასთან ერთად მიიღებს თუ მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. (200 ლარი)

4. საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ ჩამოაყალიბა `ახალგაზრდა მოქალაქეების ინტენსიური განვითარებისა და მომზადები ცენტრი~ რომლიც იზრუნებს მოქალაქეების პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარებისათვის და დაეხმარება მას გახდეს ე-საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე. ყველა წევრი მიიღებს როგორც ინტელექტურლურ დახმარებას ასევე ყოველდღიურ პაკეტს რომელშიც შედის საკვებს/იარაღს, ასევე საუკეთესო მოსწავლებს გადაეცემათ ფულადი სტიპენდია და მათგან ყველაზე წარჩინებულნი კონგრესმენთა სიის სათავეში ჩადგება.

5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია აქტიურად გააგრძელებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დისკუსიას რათა შეიქმნას ე-საქართველოს კონსტიტუცია და ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება დაიცვას. (ჩვენი აზრით კონსტიტუცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მმართველობის სრულყოფას და მდგრად განვითარებას) დამრღვევი მოქალაქეს კი დაეკისრება სასჯელი, რომელიც შეიძლება იყოს როგროც სამხედრო დანაყოფიდან გაძევება, ასევე არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა.